მერე გოგამ ერთი საინტერესო თამაში შემოგვთავაზა ერთმანეთის უფრო კარგად გასაცნობად. თითოეულს უნდა დაესახელებინა თავის სახელი, კარვული ზედმეტსახელი და ერთი სიტყვით დაეხასიათებინა თავი, მომდევნოს ეს ყველაფერი უნდა გაემეორებინა და თავისი დაემატებინა და ასე უნდა გაგრძელებულიყო ბოლომდე. ამ თამაშის წყალობით არასოდეს დაგვავიწყდება რომ ნაია მოწოდებით მძღოლია და ზოგი მორალისტს უწოდეს, ნეო სამიწერტილი კი არადა ნეო სამი ტყვია

, სახელად შოთაა და ზესტაფონელია, დაქლინგი, იგივე თინა, ვეგეტარიანელია, ნათია მარკეტოლოგია, ბექა (ნეოზას ძმა) შტურმანია, ირაკლი (ნეოზას მეგობარი) ადამიანია, ვაკო (ნეოზას მეორე ძმა) მოცეკვავეა, ნეოზა, გეგა, ავტომოყვარულია, ქსოვრელი, ალექსი, ველომოყვარულია, მთა მყვარებია, მთაშენკა პაპარაცია, ქეთო იგივე კოტე არაბისტია, შორენა მრჩეველია, ნანა, ტომას მიერ იმედად მონათლული

, ოპტიმისტია, ტომა, იგივე თამუნა, მოხეტიალეა, ციცი, იგივე ციცინო, ზესტაფონის ქუჩიდანაა

. ასე გავიცანით ერთმანეთი და კარგადაც ვიხალისეთ. მერე ნაწილი დასაძინებლად წავიდა. ნაწილს კი სავარძლებზე ჩამოეძინა
ნაწილი კიდევ ლომს და ვანსკის ველოდებოდით, რომლებიც 11 საათისთვის გამოვიდნენ თბილისდან. პირველი საათი იყო, რომ ისინიც შემოგვემატნენ. სუფრის წევრებს ამ დროისთვის ტარაკნებზე ნადირობაც მოესწროთ

და კიდევ უფრო გამხიარულებული იყვნენ. 3-ის ნახევარი იყო დასაძინებლად რომ წავედით
