კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by burdula » 17 მაი 2009, 00:28

ნინი_85
ჩემი უსაყვარლესი ლექსია :)
bag,music and a long road...

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 17 მაი 2009, 20:11

ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 17 მაი 2009, 20:27

tama wrote:გრძნობის სარკეში არეკლილ სამყაროს რომ დაინახავ ხვდები, რომ შენ კი არ ხარ სამყაროში, ისაა შენში...
Image Image Image

Image
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 22 მაი 2009, 00:23

დამშვიდობების დიდოსტატი

შენ საოცარი დამშვიდობება იცი.
შენ რომ მემშვიდობები, როცა ხელს მიქნევ –
სახლები, ღრუბლები, ცაც მემშვიდობება შენთან ერთად.
ფანჯრებიდან უცნობები იხედებიან და მემშვიდობებიან.
ხეები შეიშრიალებენ და მემშვიდობებიან.
ტაქსი, რომელშიც ვზივარ, დაივიწყებს თავის
მოვალეობას,
მომისვრის ტროტუარზე და მემშვიდობება.
ქუჩის საათები, ელნათურის ბოძები,
საფირნიშო აბრები
და ყველა და ყველაფერი მთელს ქალაქში
და ყველა და ყველაფერი ცისქვეშეთში
ჩემთან დამშვიდობებას იწყებს
და რაც ყველაზე საოცარია,
მეც ვიწყებ
საკუთარ
თავთან
დამშვიდობებას
და შენთან ვრჩები.


ბადრი გუგუშვილი

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 22 მაი 2009, 07:43

burdula wrote:ნინი_85
ჩემი უსაყვარლესი ლექსია :)
აბა ერთი ლამას ჰკითხე :lol: :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 23 მაი 2009, 11:45

От улыбки хмурый день светлей,
От улыбки в небе радуга проснется..
Поделись улыбкою своей,
И она к тебе не раз еще вернется.


Припев:

И тогда наверняка,
Вдруг запляшут облака,
И кузнечик запиликает на скрипке...
С голубого ручейка


Начинается река,
Ну, а дружба начинается с улыбки.
С голубого ручейка
Начинается река,
Ну, а дружба начинается с улыбки.


От улыбки солнечной одной
Перестанет плакать самый грустный дождик.
Сонный лес простится с тишиной
И захлопает в зеленые ладоши
.

Припев.

От улыбки станет всем теплей -
И слону и даже маленькой улитке...
Так пускай повсюду на земле,
Будто лампочки, включаются улыбки!
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by teo- » 25 მაი 2009, 16:54

ვინ მოგისაჯა სულ ჩრდილი, ჩრდილი...
გზა ეკლიანი და უსასრულო?!
სულ ბეწვის ხიდზე როდემდის ივლი,
ყოფნა-არყოფნის ჯვარზე გაკრულო?!
რად ვერ ამაღლდი, სიკვდილს რომ სძლევდი,
სისხლით რომ რწყავდი
მთაბარს ველმინდორს?!
ბედუკუღმართი ეგ შენი ბედი
სულ ბეწვზე როგორ უნდა ეკიდოს?!

რად ვერ დათრგუნა უკუნი შუქმა,
როდემდის უნდა გვცდიდე იღბალო?!
მე დავიღალე და ღმერთმა ნუ ქნას,
შენც, საქართველოვ,
შენც დაიღალო!


User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by teo- » 25 მაი 2009, 17:28

ნიმფა
უი ეგ როგორ არ მივაწერე გრიგოლ აბაშიძის

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 28 მაი 2009, 15:14

მუზების თამაში, რითმების არევა,
სასვენი ნიშნების უაზრო სირბილი,
ნათქვამი სიტყვები, ძველი შედარება
და აურაცხელი აზრების სირბილე.
მტკივანა
იარა,
ფრიალა დროშები,
რატომღაც მგონია რომ ისევ გახსოვარ,
სევდაზე როცა ვწერ, თანდათან გშორდები,
ვნებებზე წერისას კი უფრო ახლოს ვარ.
მფრინავი წამები, ამება ფიქრები,
იმედის მტრედები, ფერები შიშველი,
გმონია სულ მალე შენს გვერდით ვიქნები
და გეტყვი: - "ძვირფასო მიშველე..."
მიშველი?
დაღლილი
აპრილი,
აყრილი თვალები,
ბაღებში წყვილების ამბორი დამფრთხალი,
ლექსები ნაწერი: წვალებით,
წამებით,
თვალებით,
გამებით....
... აზრები დამთვრალი.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by perwkli » 28 მაი 2009, 20:43

სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი,
როგორც ნაჭუჭში კაკლის ლებანი, ეკალში
- ზღარბი და კუ — ბაკანში...
ძრწიან ვნებანი და ბორგავს სული,
ვით პატიმარი ვიწრო საკანში.
ისე მარტივად ჩამსვეს სხეულში,
როგორც ჩარჩოში ჩასვა სურათი.
გემი რომ ვიყო, ყოფიერების მიჯნას
ზღვასავით გადავცურავდი.
ფერფლი რომ ვიყო, ქარს გავყვებოდი.
კვამლი რომ ვიყო, ჭავლს ავყვებოდი
წვიმა რომ ვიყო, დავიღვრებოდი და თქაფათქუფით დავიღლებოდი
და ვიქნებოდი სრულიად არსად!
ყველგან და არსად, ყველგან და არსად!..
მაგრამ... ქალი ვარ — ადამის ნეკნი
და სუნთქვა მეკვრის,
აკრძალულ ნაყოფს ვიდრე ვიგემებ,
ცოდვით დაცემის პირველი დღიდან მოაქამომდე ბევრი ვიგვემე...
ევა — ეს მე ვარ!
მისატყუარი, სამოთხის ბაღში
ვდგავარ შიშველი...
არ თქვა უარი! ვაი, რომ მერე
მისტერიებით ვეღარ გიშველი..
მხრებზე მაყრია წარსულის ჟანგი,
ჟანგმა თოფი და
მიწამ ჟანგი შემიჭამა უკვე სრულიად,
ამაყი პრინცი — სანდო და კარგი,
ახლა იმ ზღაპრის
დასასრულია ტყის პრინცესას თავშესაფარში,
ურომლისოდაც არ იქნებოდა,
ვერ ერქმეოდა ალბათ


ზღაპარი...
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 29 მაი 2009, 13:44

დედი

დედი,
სახვალიოდ საგძალ გამიმზადე,
უნდა გადავიარ
ჭაუხ ნისლიანი.
კაი,
რაად სდარდობ,
აღარც ბალღი ვარ და
თოვლიც ცოტაღაა,
შავი და ჭიანი.
დედი,
გახსოვს ალბათ,
ეს რომ გითხარი და
დილას ნაბილიკარს,
ავჰყევ დეკიანის.
მაინც არ იშლიდი,
მაინც ჩამაცმიე,
პაპის ქალბანნი და
პერანგ ჯვრებიანი.
დედი, გეფიცები,
ხარჯიხვ დავთოფე და
მერე გადმაფრენილ,
ქარაფს დავეკიდე.
დედი მაპატიე,
სანამ დავენარცხე,
შენზე ვფიქრობდი და
ალბათ სხვებზეც კიდევ.
დედი,
მე მოვკვდი და
ესეც მაპატიე,
იცი?!
იმ ხარჯიხვსაც,
შუნი დასტიროდა.
ახლა,
ალბათ მამაც,
ჭიქას აიღებს და
ჩემი მასპინძლობით
იტყვის უდროოთას.
დედი,
ჩემ საფლავზე,
იმ შენ იასამნებს,
უდგათ პერიოდი,
ლურჯად შეფერების...
იცი?!
ყოველღამე შენთან მოვდივარ და
შენ თმაში ჭაღარებს,
ჩუმად ვეფერები...

ხიჩიბა
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
katoo_
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 16 თებ 2009, 21:29
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by katoo_ » 29 მაი 2009, 15:20

გამარჯობა საქართველო

გამარჯობა, საქართველო,
ამასწინათ შენკენ შემოვიარე.
არ დამხვდი სახლში.
მეზობელმაც არაფერი მითხრა,
უხეშად მიმიხურა კარი ცხვირწინ, შენზე რომ ვკითხე.
ასე ვიდექი კართან,
იქნებ მოვიდეს-თქო ვფიქრობდი,
მერე ქუჩის ბავშვება მითხრეს,
რომ აქედან დიდი ხანია გადახვედი.
კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი,
როგორ ვერ მოგისწარი,
როგორ ვმალავდი ამ სიყვარულს.
მას მერე დაგეძებ…
მთაშიც ვიყავი, ბარშიც ყველგან მეუბნებიან,
რომ ერთი ნაბიჯით გამასწარი.
უკვე გზები გავცვითე
ამდენ სიარულში,
ზოგჯერ მეშინია -
იქნებ ამ ხეტიალში სადმე გადაგაწყდი
და ვეღარ გიცანი,
ბოლოს ისეთი სუსტი იყავი,
ისეთი გაცრეცილი,მეგონა
მზე ამოდიოდა შენი ხსეულიდან.
არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს მომიწევს
შენი ძებნა, მარტო ის ვიცი, რომ
არ დავიღლები,
სადმე მაინც გიპოვი, რომელი ქუჩის კუთხეში
მაგრად ჩაგიხუტებ და გეტყვი:
- მე შენ მიყვარხარ.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by გვალდა » 07 ივნ 2009, 22:07

ის ავტოგრაფი ნანდვლ ლადო ასათიანი ყოფილა. ის კი, ნაწყვეტი "ბარდნალა"-დან ;)



რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი.
ჩემი ხორგო და მარანი,
ჩემი ცეცხლი და ღადარი,
სახლის წინ ნაგრიგალარი,
გაფითრებული ჭადარი,
ჩემი კავი და სახნისი,
ჩემი თონე და ბეღელი,
და დედა, დიასახლისი,
ჯან-ღონე გაუტეხელი,
ჩემი პაწია ქოთანი,
დუღილით ნაქოთქოთარი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
ვარდებიანი ბარდნარი
და გუმარეშის ყანები!
თოხი პირგამოპირული,
გაციებული ბინული...
გახსოვს, ტყეები? ირიბად
ხეზე დაკრული თარჯები...
ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს,
შეყვარებული დარჩები...
გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,
თევზაობა და აპრილი?
გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით
და ძლივს რომ მივაბიჯებდით,
სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით
მისგან დამთვრალი ბიჭები?
გახსოვს, ღვინიან შემოდექს
აივანზე რომ შემოვდექ?
გახსოვს, აფთარი ზამთარი,
ან გაზაფხული – პირიქით?
გახსოვს, ამტყდარი ავდარი
და სარეწკელას ბილიკი?

გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი
და ვარდიგორას ხანძარი
და დიდი გუჯუ ბატონი,
თავისი ქამარ-ხანჯალით?
ხან ისე იყო, ხან ასე,
გახსოვს ცაგერის ჭალაზე?
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
შენ, მამაჩემო, რად დარდობ,
რამ დაგისველა თვალები?
ან შენ სადა ხარ, დედილო,
რომ ლექსი გამაბედინო?!
რად არ ჭიხვინებს ვეება
ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?
ჰეი, ბავშვობის დღეებო,
დაბრუნდებოდეთ ნეტავი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი!

1940
სვანეთოლოგი

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by გვალდა » 11 ივნ 2009, 16:14

ჩემი სიკვდილი

ტკივილი ფონია, კაკტუსი-სიმბოლო.
ღამეებს გამაკრეს სამსჭვალით ეკლების...
ამაღამ სიკვდილი რომ გამოვიგონო,
მიზეზს გამართლება უთუოდ ექნება.

ლექსებით სიკვდილი რომ გამოვიგონო...
რა ყულფი?! უჰ, ლულას საფეთქელს შევახებ?!
სად ის, რომ იფეთქებ მეხივით სტრიქონად
და ჯოჯოხეთის კარს წიხლით რომ შეაღებ!

სად ის, რომ ჩაუვლი ამაყად გაბრიელს,
რიდი შენ კი არა_ შენი რომ ექნებათ...
მთელი დღე ლექსებმა დღეს ხელი დამრიეს!
უჰ, ხელი დამრიეს მთელი დღე ლექსებმა!..

წუთისოფელმა კი იდინოს, იგოროს;
(ვინ გხედავთ, თვალებო, დარდით რომ მევსებით.)
მე ჩემი სიკვდილი მსურს გამოვიგონო_
ლექსებით სიკვდილი... სიკვდილი ლექსებით...

არ ვიცი ავტორი.
სვანეთოლოგი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]