ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Archil » 28 აპრ 2009, 08:07

qvevri

სომხური ეკლესიები კიდევაა ჩვენში შემორჩენილი და.. სად ვიშოვოთ ეხლა ჩვენ გერმანელი ტყვეები? :D:D:D

გორგასლის დროინდელი სვეტიცხოვლის ეკლესია რამდენადაც მახსოვს ხის იყო, ასე რომ ქვის ჩუქურთმა მასზე.. რა ვიცი რა ვიცი.. შეიძლება საუკუნეების მანძილზე კარგად ვეღარც ვიხსენებ და..
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 28 აპრ 2009, 09:02

Archil wrote:qvevri

სომხური ეკლესიები კიდევაა ჩვენში შემორჩენილი და.. სად ვიშოვოთ ეხლა ჩვენ გერმანელი ტყვეები? :D:D:D

გორგასლის დროინდელი სვეტიცხოვლის ეკლესია რამდენადაც მახსოვს ხის იყო, ასე რომ ქვის ჩუქურთმა მასზე.. რა ვიცი რა ვიცი.. შეიძლება საუკუნეების მანძილზე კარგად ვეღარც ვიხსენებ და..
ყმაწვილო გორგასლის დროინდელი ეკლესია ხისა არ იყო, არამედ იყო ქვის ბაზილიკა. ხის იყო წმნინდა ნინოს დროინდელი ეკლესია :!: აბა ერთი გადაავლე ისტორიას თვალი...
Last edited by qvevri on 29 აპრ 2009, 09:58, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 28 აპრ 2009, 09:45

ეს კი ზედა სურათის მთლიანი ვერსია
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 02 მაი 2009, 19:41

დავბრუნდი კახეთიდან(ხვალ საღამოს ისევ მივდივარ) და გთავაზობთ ერთ საინტერესო ინფორმაციას, მე ეს ქალბატონი დიდათ არ მეხატებოდა გულზე, მაგრამ დღეს მაინც გამიწია გულმა მის სახლმუზეუმში და არც მინანია...
სანამ მივიდოდი გზაში ეს პაპა გავიცანი, ლექსო გრძელიშვილი, ლექსო პაპა
Image
მივედი, ნახეთ რა ლამაზი სახლმუზეუმია...
Image
Image
სახლმუზეუმის შესასვლელთანვე ეს ძალიან გემრიელი წყაროა, როდესაც მანდეთ ვხვდები სულ ვსვავ ხოლმე.
Image
ეს ცუგრუმელა თავად ნატო ვაჩნაძე გახლავთ სამი წლის ასაკში.
Image
ეს ქალბატონი კი მისი დედაა
Image
ეს კი მისი მამა, მაგრამ "ვაჩნაძე" ეს გახლავთ ნატოს პირველი ქმრის გვარი, ხოლო ნატოს მამა(და თავად ნატოს ქალიშვილობის გვარი) იყო ანდრონიკაშვილი.
Image
მისაღები
Image
Image
მაგრამ, რაც მერე ვნახე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარმა... ეს ქალბატონი ჩამიძღვა ანდრონიკაანთ მარანში
Image
ამავე მარანში არის გადაღებული "რაც გინახავს ვეღარ ნახავ". ეს ის კიბეა კოხტაია რომ არბი-ჩარბის ყავით ხელში.
მარანში ამჟამად 9 ქვევრია შემორჩენილი, თორემ ადრე უფრო ბევრი ყოფილა.
Image
მარცხენა კუთხეში ხედავთ საკმაოდ დიდ საწნახელს
Image
ხოლო მარჯვენა კუთხეში კალათიან წნეხს, რომელშიც ყურძენს წნეხავდნენ. შუაში დევს მაშინდელი ღვინის ტუმბო.
Image
მარანში ბევრი საინტერესო ექსპონატია
Image
Image
ანდრონიკაანთ თავდაპირველად იქვე ახლოს მდებარე სოფელ "ფხოველში" უცხოვრიათ, ეს ტერაკოტის ჯვარი სწორედ მათი ძველი სახლია კედლებიდანაა მოხსნილი.
Image
ეს კი, ალბათ ყველა მიხვდებოდით, რომ არის სასწორი, ასეტ ნაირ სასწორს ძველქართულად "ყანთარი" ეწოდება და ძველი გამონათქვამი "კედელი გადაყანთრულიაო" სწორედ ამ სიტყვიდან მოდის.
Image
სახლმიზეუმის გვერდითავე არის კიდევ ერთი შემობა სადაც ნატოს სურათებია განთავსებული. ადრე აქავე ჰქონიათ კინოდარბაზი სადაც კადრებსაც აჩვენებდვევ დამთვალიერებლებს, მაგრამ...
Image
ნატო თამარ მეფის როლში,
Image
ეს კი ის კაბაა რაც ნატოს სურათში ჰმოსავს
Image
ნატო და თავისი თანასოფლელები.
Image
ნატოს მამა ადრე ასაკში გარდაიცვალა, უფრო სწორედ იგი მოჰკლეს. იგი, როგორც სჩანს რუსი ხელმწიფის სამსახურში მსახურობდა და აი სწორედ მათგან მიიღო მან დავალება, რომ მას უნდა მოეკლა ვინმეჩეჩენი (ან ყაბარდოელი) ყაჩაღი სახელად ზელიმხანი, რომელიც პირდაპის სისხლისმსმელი ყოფილა. როდესაც ზელიმხანს ეს გაუგია ნატოს მაისათვის შემოუთვლია, რომ გთხოვ და გირჩევ, რომ ჩემზე არ წამოხვიდეო, რადგან არ მინდა ქართველი კაცი მოვკლაო(ქართველებს აფასებდა ეტყობა), მაგრამ ნატოს მამა მაინც წასულა, ხოდა ზელიმხანს დაუსწვრია და მოუკლავს ნატოს მამა. ცოტა ხანში ვიღაცეებს ზეიმხანიც მოუკლიათ და ამ სურათზე სწორედ მისი სიკვდილია ასახული.
Image
რომ არ დაიგრუზოთ კიდევ ერთხელ გთავაზობთ პატარა ნატოს სურათს. ისე კი იგი ავია კატასტრობაში დაიღუპა. საგულისხმოა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნილა მისი მეუღლის სოფელში. უპოვნიათ მხოლოდ ნატოს ხელის მტევანი საგვარეულო ბეჭდითურთ...
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 02 მაი 2009, 19:49

Image
კინაღამ დამავიწყდა, ეს გახლავთ ძველებური ვარცლი, რომელიც ანდრონიკაანთ მარანშია დაცული ხოლო დღესავე კახელებმა ზუსტად ასეთი ვარცლი მაჩუქეს რომელიც საკმაოდ ძველი ჩანს, აი ისიც
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 03 მაი 2009, 15:01

ავიხდინე დიდი ხნის გულისწადილი და ჩემს მარანში გავაკეთე ქართული საღვინე და არა მარტო საღვინე ჭურჭელის მუზეუმი....
მუზეუმში თავმოყრილია ბევრი ძველი ჭურჭელი, ძირთადად დოქები, გოზაურები და სხვა. მოკლედ ამის მერე თქვენ არა მარტო ღვინის დაჭაშნიკება გელოდებათ ჩემთან არამედ მუზეუმიც.
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Tamari-ch. » 14 მაი 2009, 19:37

Image


ეს ეგვიპტური ფალოსური ღვთაება მინის გამოსახულებაა კარნაკში -
ნაყოფიერების ღმერთი, რომელიც ფარაონს აძლევს თესლს...
ანუ ამ ღმერთს ევედრებოდნენ უშვილო წყვილები -


ახლა საინტერესო დეტალი -

საიდან იცოდნენ ეგვიპტელებმა რომ "თესლს" ანუ სპერმატოზოიდს სწორედ ასეთი ფორმა ჰქონდა?

:D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 15 მაი 2009, 09:00

Tamari-ch.
ისადა რამე უფრო სასიამოვნო და საინტერესო რომ დაგედო? :roll:
რა სპერმატოზოიდები და ფალოსები აგიტყდა ამ დილა ადრიან :?: :D :D :D
ეტყობა მეუღლე მივლინებაში გყავს დიდი ხნით ხომკი??? :lol:
ხოდა პირი ქვისკენ მიქნია და "მეზობელო კარისაო სინათლე ხარ თვალისაო" :lol:
Last edited by qvevri on 02 იან 2010, 21:55, edited 2 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Tamari-ch. » 15 მაი 2009, 09:40

qvevri
:lol:

საინტერესოა....
ძალიან საინტერესო...

ეს ფოტო ადრეც მქოდნა ნანახი -

:P

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by pauna » 15 მაი 2009, 14:39

Tamari-ch.
ხოო მართლა საინტერესოა ნამდვილად... ოგონდ მართლაა....

ეჰ ეგვიპტელებს რა ს გაუგებ? ..... :?

კარგათ შეგიმცანვია....
ImageImage

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ZVIOSULI » 15 მაი 2009, 14:45

იმ ქალს წინ საჭმელსასმელი ულაგია
ეგ ქოთანში ნერგია და რა სპერმა
საიდან მოიტანეტ რომ სპერმაა თან რომელიც ეწვეთება ფიალში
ხახვია ეგ ჯამში ი ვსიო
ძეძა............


მე უფრო მაინტერესებს რატომ არ უფიქრდება ადამიანი თუ რატომ ილტვის სიამოვნებისკენ?!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by pauna » 15 მაი 2009, 14:47

ZVIOSULI

შესაძლებელაი ეგრეა მცენარის თესლია გაღვივებული დაა ზუსტად ეგეთი ფორმა ავს

ალაბთ შენ უფრო მართალი ხარ :D :D :D
ImageImage

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Tamari-ch. » 15 მაი 2009, 14:53

ჰოდა რადგან ეგვიპტეზე ჩამოვარდა საუბარი -
კიდევ საინტერესო დეტალი -
:D


ხეოფსის პირამიდაში -
დათვლილია 2 500 000 სამშენებლო ბლოკი -


Image
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0% ... 1%81%D0%B0
Количество блоков: около 2,5 млн.

ეგვიპტეში პირამიდებს აგებდნენ სეზონურად -
ანუ ხვნა თესვის სეზონზე მუშაობა პირამიდებზე წყდებოდა
ჩავთვალოთ რომ 365 დღიდან მუშაობდნენ
280 დღე.
ხეოფსი მეფობდა 23 წელი -
ჰეროდოტე წერს, რომ პირამიდას აგებდნენ 20 წელი -
ანუ ეს არის 7300 დღე.
თუ ამას გამოვაკლებთ სამეურნეო დღეებს -
გამოდის რომ ხეოფსის პირამიდას საშუალოდ აშენებდნენ 5600 დღე -
იყოს თუნდაც 6 000 დღე.

თუ 2 500 000 ბლოკს გადავანაწილებთ
5600 - 6000 დღეზე -
მივიღებთ 446 - 416 ბლოკს...
:shock:

ანუ გამოდის, რომ ეგვიპტელები ხეოფსის პირამიდის ასაშენებლად დღეში კლდიდან თლიდნენ 446 ცალ ორტონიან ბლოკებს
და ზუსტად ამდენივეს მოარბენინებდნენ პირამიდასთან
და დღეში 446 ბლოკს ალაგებდნენ პირამიდაზე???

:roll:

როგორ?

:roll:


Средняя масса каменных блоков: 2,5 т
Самый тяжелый каменный блок: 15 т
Количество блоков: около 2,5 млн.

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ZVIOSULI » 15 მაი 2009, 14:57

pauna
უფრო?
სრულიად! :D


საინტერესოა რატო ეძახიან ამათ ინდიელებს, ხოლო ამათ მკვლელ თეთრებს ამერიკელებს?

Image
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ZVIOSULI » 15 მაი 2009, 15:00

Tamari-ch.
ჩვენ არ ვიცით ძველების სამუშაოდ ფიზიკური მონაცემები

მუშების (და არა მონების) რაოდენობა

24 საათი მუშაობდნენ თუ 12?

სამეურნეო დრეებIშ სახლში მიდიოდნენ თუ არა - იქნებ არა

და 466 ბლოკი დღეში თუნდ 3 ტონიანი რატომაც არა?

ან - მეფობამდე ხომ პრინცი იყო და იქნებ მანამდე დაიწყეს შენება?

..... და კიდევ უამრავი კითხვა შენი კითხვების გასანეიტრალებლად :D
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]