ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 14 მაი 2009, 01:41

ღვთაების საყდარიდან გადავედით ღვთისშობლის ეკლესიასთან.

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 14 მაი 2009, 01:49

ეს ეკლესია გვიანდელია -
აგებულია 1817 წელს

მდებარეობს სასაფლაოსთან ციციშვილების რეზიდენციასა და
წმ ნიკოლოზის ეკლესიას შორის


ეკლესია დარბაზულია -
შესასვლელი ჩრდილოეთ მხრიდანაა -
უცნაური საკურთხეველი აქვს -

სცენასავითაა ასასვლელი მასზე -
ქართულ ეკლესიებში ასეთი რამ მხოლოდ ქვახვრელში მინახავს.

:roll:

Image

ეს ჭრელი ნაჭრები ეტყობა ფარდის როლს ასრულებენ...


ძეგლთა აღწერილობაში მითითებულია წარწერა, რომლს იმიხედვით ეს ეკლესია სომხების აშენებულიაო -
არაა გამორიცხული - სტილი არ ჰგავს ქართულს..
:roll:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 14 მაი 2009, 01:58

იქვე კუთხეში უცნაური რამ ვნახეთ -

ჟეშტის დაკუჭულ ნაჭერზე იყო ღვთისმშობლის გამოსახულება.

ხელი მოვუსვით - დახატული არ იყო -
ანუ ზედ საღებავის რამე ფენა არ შეინიშნებოდა -
ვერანაირად ვერ მივხვდით როგორ
მოხვდა წმ მარიამის გამოსახულება დაჭმუჭნულ ჟეშტზე...
:roll:


Image
როცა ადგილობრივებს ვკითხეთ - ეს რას ნიშნავს თქო -
მხრები აიჩეჩეს - არ ვიცითო...


კუთხეში კი თიხის ჭურჭლის ნატეხები და ქვევრები იყო
Image
Last edited by Tamari-ch. on 14 მაი 2009, 02:03, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 14 მაი 2009, 02:03

ნიჩბისის ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობა კი
მაინც ციციშვილების ციხე დარბაზია.

Image

დანარჩენი ხვალ....
:)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 15 მაი 2009, 20:07

ქაიხოსრო და მერაბი ციციშვილებისათვის -
ეს სოფელი უბოძებია მეფე ლუარსაბს - 1615 წელს...
მაშინ გაშენდა ეს ციხე გალავანიც -

კომპლექსში შედიოდა კოშკი,
სასახლე, ეკლესია და აბანო -
ამჟამად შემორჩა მხოლოდ აბანო და კოშკი.

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 15 მაი 2009, 20:13

Image

ეზოში სამსართულიანი კოშკი დგას -
შესასვლელი მეორე სართულზეა -
თუმცა კი იქ ასასვლელი კიბე მორღვეულია

კედლებში სათოფურებია დატანებული

აი აქ ამ კედელზე ჩანს კიბეს კვალი -


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 15 მაი 2009, 20:17

ძალიან კი გვინდოდა იმ კოშკზე აძვრომა -
მეტად მიმზიდველია იყო მეორე და მესამე სართულის სარკმელები
Image


კოშკის გვერდით რაღაც ნაგებობის ნანგრევებია -

კედლებზე საღებავის კვალია შემორჩენილი

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 15 მაი 2009, 20:24, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 15 მაი 2009, 20:23

მე მაინც მგონია რომ ეს თაროები აფთიაქის იყო -

ციციშვილებს უნდა ჰქონოდათ ტრადიციად სამკურნალო საქმე -
ერთ ერთი ყველაზე დიდი კარაბადინი ამ გვარის წარმომადგენელს ეკუთვნის.

Image


გარდა ამისა ამ თაროებში პატარა ნატეხებია სავარაუდოდ პატრა ზომის თიხის ჭურჭლის,
სადაც ალბათ ინახებოდა წამლები.

ვისაც საქმე ჰქონია აფთიაქთან -
და უმუშავია იქ - ის ადვილად მიხვდება რა მოხერხებულია წამლების ასეთი სახით თაროებზე განლაგება.

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 15 მაი 2009, 20:30

გალავანთან არის კიდევ უცნაური ნაგებობა -
აფთიქის იქით -

Image


სამი ერთნაირი ნაწილისგან შედგება -
ღრმა და ამავ დროს სამკუთხად გაჭრილი სარკმელებით -
თავიდან აბანო მეგონა -
მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ აბანოსათვის მეტად ღრმაა :roll: ...



Image
Last edited by Tamari-ch. on 15 მაი 2009, 20:34, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 15 მაი 2009, 20:32

Image

სარკმელი გადის გარეთ და შუაში სამკუთხადაა გაყოფილი -

სათოფესათვის მეტად უცნაური ფორმა აქვს

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 15 მაი 2009, 20:35

და ყველაზე კარგად შემონახულია აღმოსავლური ტიპის აბანო -

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 15 მაი 2009, 20:38

Image

გიო ფიქრობს - ჩავხტე თუ არ ჩავხტეო -

:D

აბანო თავისი რთული სისტემა აქვს -
ბუხარი - მილები

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 15 მაი 2009, 20:39

და აი ასეთი ჭერი -

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 15 მაი 2009, 20:42

იქ სადაც მთავარი აბაზანაა - მის გვერდით არის უკარო ოთახი -

იქ მოხვედრა მხოლოდ ამ სარკმელით შეიძლება

Image

იატაკში კი მოლხოდ ერთი მილი შემოდის -
და ასეთი ორმოა აქ -

Image

ვერაფრით ვერ მივხვდი ამ ოთახის დანიშნულებას
:roll:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 15 მაი 2009, 20:48

რეზიდენციის გვერდით ეს შენობა შევნიშნეთ
Image

- თავიდან ეკლესია გვეგონა
მერე ვიფიქრეთ რაღაც ისტორიული ძეგლია თქო...
ბოლოს აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი...
წინ სახლს უზარმაზარი თეთრი არწივის ქანდაკება ამშვენებდა

რომ ვკითხეთ ადგილობრივებს - ეს სახლი ვისია თქო - გვითხრეს ციციშვილებისააო...
:shock:

აღმოჩნდა რომ ერთ ერთ ციციშვილს უყიდია ციხის გვერდით ერთი პატარა სახლის და იქ ხელახლა გაუშენებია ასეთი საცხოვრებელი სასახლე
ანუ ციციშვილების საგვარეულო ტრადიცია ასეთ სახით აღუდგენია

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]