ბოლო დროს მოუცლელობის გამო ბევრ გასვლაში ვერ მივიღე მონაწილეობა. ასეც არ შეიძლება!
გადავწყვიტე ერთი საინტერესო გასვლა შემოგთავაზოთ. ლაშქრობა ერთ დღიანი იქნება და თარიღი თვითონ შემომთავაზეთ (შაბათი ან კვირა), კარგი იქნება თუ გაზაფხულს მოვასწრებთ, რადგან აღმართები იქნება ასასვლელი მზეში და სიცხეში (თან ზემოთ წყალი არაა) მთლად სასიამოვნოარ იქნება. თანაც პირველი ორი ძეგლი ტყეში დგას და ფოტოს გადასაღებათ ბოლომდე შეფოთლილი გარემოც პრობლემებს შექმნის.
ამ გასვლის დადებითი მხარეების:
1. რამდენადაც ვიცი ისტორიული საქართველოს მიკრო მხარეებიდან ჭართალი კარავს არ აუთვისებია და ეს პირველი გასვლა იქნება კარვის ისტორიაში.
2. რადგან ამ წელს კარავი ზოგადად ციხეებს უძღვნის, ამ გასვლისას ორ მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ძეგლს ვნახავთ: მერეს ციხეს და მთავათას კომპლექს.
3. ენერგიის დასახარჯად საკმაოდ დიდი აღმართის ასვლა მოგვიწევს (დაახლოებით 500 მ. სიმაღლეში) რაც კარგი ვარჯიში იქნება სამომავლოდ.
4. ვნახავთ მზეწვერის წმ. გიორგის კომპლექსს, რომელიც ძნელად მისასვლელობის გამო, არასაკადრისად მივიწყებულია, არადა ესაა აღმოსავლეთ საქართველოს ამიერკავკასიაში ყველაზე ჩრდილოეთით მდგარი ტაძარი, რომელიც შიგნიდან მთლიანად მოხატულია, თან სწორკუთხასაკურთხევლიანია და გარშემოც უამრავი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებითაა გარშემორტყმული.
5. მთავართას ციხე სიმაგრეც თავისი ეკლესიითურთ ორიგინალურ ძეგლს წარმოადგენს (მისი გალავნის გარე წყობა რაღაცით ინკების მიერ დიდი ლოდებით აგებულ კედლებს მაგონებს), რომელსაც გამორჩეული არქიტექტურული სახე აქვს.
6. მერეს ციხეს ხშირად ავუვლით და ჩავუვლით ხოლმე არაგვის მეორე ნაპირიდან, არადა ახლოდანაც კარგი დასათვალიერებელია; იქვეა მცირე სამლოცველოც.
7. ქედზე რომ შევდგებით კარგი საპანორამე პეიზაჟები იშლება: ერთ მხარეს არაგვის ხეობისა და მეორე მხარეს ჭართლის ხევისა.
8. ტრანსპორტი მარშრუტის საწყის ადგილას ადვილი მისადგომია (სამხედრო გზიდან 1კმ-ია, რასაც მიკროავტობუსიც გაივლის თუ ამ ტრანსპორტით წავალთ). არ მისული ფასანაურამდე.
9. თუ მანქანიანი ხალხიც წამოვა, მეც ჩემი ჯიპით ვიქნები და გადავნაწილდებით.
მოკლედ ველი გამოხმაურებას; მზად ვარ მეგზურობა გაგიწიოთ.
ესეც რუკა.

