ავადმყოფობის ისტორიას გიამბობ, ალექს და დიაგნოზი შენ დამისვი, რამდენად შეძლებ სწავლებასKSOVRELI wrote:კურსები არ ვიცი, მაგრამ შემიძლია მასწავლებლობა ვცადო.tamuna_gudarexi wrote:შეიძლება არასწორ თემაში ვკითხულობ, მაგრამ...![]()
ველოსიპედის მართვის კარავული კურსები არ არსებობს? ისე, სხვათაშორის, ჩემნაირ უცოდინართათვის...

მოკლედ, ერთხელ, ამ ოთხიოდე წლის წინ ვცადე მესწავლა. ეს ხელების გადახეხვად და რამდენჯერმე წაქცევად დამიჯდა, მაგრამ ქვეყანაში, სადაც 100იდან 100ივე ველოსიპედით დადის, 2 წლის ბავშვიც კი, შემრცხვა, უკვე ღირსების საქმე იყო და მესამე ვარჯიშის შემდეგ გაბედულად დავაქროლებდი ჩემს ველოსიპედს.... პარკში. ქუჩაში გასვლა რომ დავაპირე, სწორედ იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი ველოსიპედი ვიღაც უგვანოებს მოუპარავთ...

