ვაგრძელებ ფოტოების დადებას და თხრობას:
კარაველების წასვლის შემდეგ ჩვენს ბანაკში უჩვეულო სიჩუმემ დაისადგურა

ბიჭებს არაყმა დალევის საღერღელი აუშალა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ღამისთევისთვის გადანახული მარაგიც აეთვისებიათ წასულებს
რაღას ვიზამდით, გადავედით ჩაიზე, ყავასა და ცხელ შოკოლადზე:) კოცონი კიდევ უფრო დავაგუზგუზეთ და გვიანობამდე ვმუსაიფობდით სხვადასხვა თემებზე, განსაკუთრებით კი, ბოდიში აცასთან, სექსზე:) თქმაც ზედმეტია, რომ მოდერი ილია განსაკუთრებით აქტიურობდა
ღამით საკმაოდ აგრილდა და თხელსაძილიანები განსაკუთრებით დავზარალდით. არ ვიცი ამის გამო იყო თუ რატომ, უმეტესობა სისხამ დილით გამოძვრა კარვიდან და კოცონს შემოუსხდა. მზემ ძალიან ლამაზად გაანათა ტბა და მისი შემოგარენი. ფეხით გავისეირნეთ ტბის მეორე მხრისკენ, სადაც მდინარე და უამრავი წყარო იყო. წყალი ავავსეთ და საუზმეც მოვამზადეთ. საუზმის შემდეგ ნაწილმა ტბის ირგვლივ გაისეირნა, ნაწილმა კი პარალონები გავშალეთ და ტბის პირას მზეს მივეფიცხეთ.
ეს ფოტოები დილის გასეირნების დროს გადავიღე:
ასეთ უცნაურ პოზებში იღებდა იეტი ვარდანაული ფოტოებს
გოგა
გოგონა
