ყუროს მთა

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
dat
ბილიკზე მოარული
Posts: 35
Joined: 26 აპრ 2005, 14:22
Location: tbilisi
Contact:
ყუროს მთა

Post by dat » 31 დეკ 2007, 00:44

მივესალმები ყველას

დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ და ცოტა ნოსტალგიაც შემომაწვა აქაურობაზე, მივესალმები ყველას და უპირველესად ადმინისტრატორს. ახლა წავიკითხე ეს თემა და მინდა ავღნიშნო რომ ზოგიერთი თქვენთაგანი მართლა ფლობს საინტერესო და მართალ ინფორმაციას ყუროს შესახებ. ყურო მართლა 4000 მეტრ. -ს მაღლაა. მასზე ასვლა სამხრეთის ფერდით ხდება, ანუ როგორც ზემოთ გითხრეს ხდის ხეობიდან. და მართლაც ორი ბანაკია საჭირო, ბოლო ბანაკი სადაც კეთდება იმ ადგილს სწორედ ყუროს ღამისსათევებს უწოდებენ, გარშემო ბევრი მწვერვალებია და ყველა 4000-ზე მაღლა, ბანაკს დაჰყურებს "შანი", "რუსთავი", შინო" და სხვანნი, გზა ნამდვილად გრძელია, და დიდ დროსთან ენერგიასთან და ნერვებთანაა დაკავშირებული, რა თქმა უნდა უმარტივესი მარშრუტით ნებისმიერს შეუძლია ავიდეს ოღონდ აუცილებელია ინსტრუქტორის ხლება, იმიტომ რომ (შედარება რომ გავაკეთო) ჭიუხზე გაცილებით დიდია და შეიძლება სადმე "გაეკვეხო", მოკლედ სხვანაირად სასტიკად არ შეიძლება. ასვლის პერიოდს რაც შეეხება, ფაქტიურად ზამთრის გარდა და ადრე გაზაფხულისა მასზედ ნებისმიერ დროს შეიძლება ასვლა. ხოლო რაც შეეხება დროს; მომზადებული (სპორტული) ჯგუფისათვის საჭიროა 4 Dღე თბილისიდან თბილისამდე. ხოლო რაც შეეხება მოყვარულებს... 6 დღე არის მაინც საჭირო + ერთი დღე სარეზერვო უნდა იანგარიშოთ. ისე სიმართლე რომ გითხრათ ყუროს მისადგომები, ბილიკები გადაკეტილია და აკონტროლებს სასაზღვრო პოლიცია, ხეობაში შესვლა აკრძალულია. მე ისევ ჭიუხებს გირჩევთ, ანდა თუნდაც სვანეთს ალპ. ბანაკი "აილამა". როცა აბუდელაურზე წახვალთ "პახოდუ" თუ ვინმე გეყოლებათ მცოდნე (ინსტრუქტორი) შეძლებთ მწვერვალ ვაჟა-ფშაველაზე ასვლას...
სხვა კიდევ რამემ თუ დაგაინტერესათ მომართეთ, გირჩევთ, შესაძლებლობისდა მიხედვით წამოგყვებით, და ა. შ.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ყუროს მთა

Post by Gvalva » 31 დეკ 2007, 05:08

dat

როგორ ხარ?

გამეხარდა შენი გამოჩენა, მადლობა დაკვალიანებისთვის, დროდადრო გადაგვათვალიერე ხოლმე, მართლა სადმე არ "გავეკვეხოთ" :)

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ყუროს მთა

Post by Truli » 05 იან 2008, 16:27

მაგარი იდეაა!!!
მეც მინდა!
მი მალატ შვან

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ყუროს მთა

Post by tiko_r » 08 მაი 2009, 13:05

dat

დიდი მადლობა რჩევებისთვის
აბუდელაური და სვანეთი კარგი ალტერნატივაა :D


მაგრამ ყურო რომ ოცნების მთაა რა ვუყოთ

ვინმე დაგვეხმარება ეს იდეა განვახორციელოთ?

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ყუროს მთა

Post by tiko_r » 08 მაი 2009, 13:08

ira
ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ გვაჩვენო ფოტოები

:)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ყუროს მთა

Post by Wanderer » 08 მაი 2009, 14:01

ეს ძველი თემაა და მისი ძველი მონაწილეები როგორც ჩანს აქ აღარ შემოდიან...

Anyway ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი! ივლისში უნდა განხორციელდეს ეს ალბათ...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ყუროს მთა

Post by teo- » 08 მაი 2009, 15:58

tiko_r
თიკო ჩემი საყვარელი მთააა, წელს ვაპირებ ერთი მყინვარელი მთამსვლელი შემპირდა და რავიცი, როგორც მითხრა წელიწადში ერთხელ ზაფხულში გადის 1 კვირიანი თუ ათდღიანი ჯგუფიო.. მარა საოცარია ადGილია ღირსსსსსსს

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ყუროს მთა

Post by tiko_r » 08 მაი 2009, 16:22

teo-
წამიყვანე რა მეც
კარავში თუ არ გამოვა, იქნებ ვინმე სხვა ჯგუფს გავყვე

თუ იცით ვინმემ ყუროზე წამსვლელთა ჯგუფი, იქნებ მომწეროთ

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ყუროს მთა

Post by teo- » 08 მაი 2009, 16:36

tiko_r
კაი გეტყვი:) კარავზე არამგონია გამოვიდეს, კარგი მცოდნე უნდა მაგას და რო გავიყოლოთ მაშინნ ჯგუფი უნდა შედგეს რაზეც ეჭვი მეპარება, მონადირეებმა იციან კარგად ეგ გზა ჯიხვებია ბევრი.. წარმოიდგინე რა სილამაზეა პირდაპირ ქაბარჯინა მარჯვნივ მყინვარი და მარცხნივ ჭიუხები.. შარშან მეტეოდან ვაკვირდებოდი(ძალიან ახლოდან ჩანს) და რო წარმოვიდგინე კიდე უკანა მხარეს რა ლამაზი იქნებოდა გავგიჟდი

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ყუროს მთა

Post by Nika » 09 მაი 2009, 12:34

tiko_r
მაგრამ ყურო რომ ოცნების მთაა რა ვუყოთ
ვუყურო
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
ყუროს მთა

Post by ira » 11 მაი 2009, 16:47

tiko_r wrote:ira
ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ გვაჩვენო ფოტოები

:)

თიკო, ვეცდები აუცილებლად, მოვძებნი იმ ფოტოებს და დავასკანერებ :)

ეს თემა ხელახლა გადავიკითხე და მივხვდი, როგორ მომნატრებია ხდეს ხეობა... შარშან ზაფხულს ვიყავი იქ, უზარმაზარი მონასტერი შენდება, თუმცა ხეობის საზღვართან სამხედროები დგანან და იქ ასვლა თითქმის შეუძლებელია :(

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]