ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by paata_ » 11 მაი 2009, 12:22

Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by paata_ » 11 მაი 2009, 12:23

Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by paata_ » 11 მაი 2009, 12:25

Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by TuTa » 11 მაი 2009, 12:28

გიო ჰორუს
პაატა

მარი ფოტოებია!

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by burdula » 11 მაი 2009, 12:54

paata_ wrote:Image
აცა რას ჭამს? :? :roll:
bag,music and a long road...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by paata_ » 11 მაი 2009, 12:59

burdula

ტრიტონი თუ რაღაცა დავიჭირეთ ტბაში და ნიძლავი დადო შევჭამ ბოლომდეო, მაგრამ მხოლოდ ნახევარი შეჭამა

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by lama » 11 მაი 2009, 13:06

paata_
საზიზღარი გემო ქონდა თავიდან მარა მერე რაღაც კარგ შეგრძნებას ტოვებდა... მე მომეწონა

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by Mta Mkvarebia » 11 მაი 2009, 14:38

ვიწყებ რეპორტაჟს:

შაბათს დილით სამთო-ქიმიასთან იმდენი კარველი და მათი პლიუსი შეიკრიბა, დარბევის და პოლიტიკური შეკრების იარლიყის მოკერების ნამდვილად გვეშინოდა :lol: , ხუმრობა ხომ არაა 44 კაცი? :shock: ..

Image

Image

Image

ბელას "გადაგდებული":lol: პლიუსები: პოეტ-მწერლები ნატა ვარადა, თეკლე ბატონიშვილი და ბესო ხვედელიძე :) . თავად არ წამოვიდა და დატოვა ეს საპატივცემულო ხალხი ისე :) . თუმცა ბელას პატრონობა რად უნდოდა თეკლე თავად კარველია :wink:
Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by Mta Mkvarebia » 11 მაი 2009, 14:41

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by Mta Mkvarebia » 11 მაი 2009, 14:53

მერე გადავნაწილდით მინიბუსში, ავტობუსში და ლომის მანქანაში და გავუდექით გზას. კი ეუბნებოდნენ ლომს მანქანით ტბამდე მაინც ვერ მიხვალო, მაგრამ აბა ვის დაუჯერა? :lol:

პირველი გაჩერება ქარელში. აქ ხორცს ვეძებთ სამწვადედ, მაგრამ ახლადდაკლული ვერ ვიშოვეთ და მის ნაცვლად სარდელები შევიძინეთ

Image

Image

თან ავტობუსს ველოდებით და თან გზას ვილოცავთ :)

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by Mta Mkvarebia » 11 მაი 2009, 15:17

გზაში ერთმანეთის ლოდინი დროდადრო ისევ გვიწევდა :). ჩვენც მეტი რა საქმე გვქონდა, ფოტოებს ვიღებდით :)

Image

მერე შამილას პატრონი გასული დავიგულე და :P ...
Image

Image

Image

მეორე გაჩერებისას, იქვე პატარა ლამაზი ჩანჩქერიც შევნიშნეთ:

Image

Image

მალე წამოგვეწია მინიბუსი. კარველთა ნაწილი ძალიან საინტერესო პოზაში მგზავრობდა :) :
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by Mta Mkvarebia » 11 მაი 2009, 15:31

მერე მივედით ტბეთის მონასტრის გადასახვევთან, საიდანაც ბატეთის ტბისკენ მიდიოდა გზა:

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by Mta Mkvarebia » 11 მაი 2009, 16:13

მერე გვითხრეს ბატეთამდე გამორიცხულია მანქანით ასვლა, 3-ხიდიან მანქანებს იმსიმაღლე ღრმულები აქვს გაკეთებული ტალახიან გზაზე, შიგ ჩავარდებიო, მაქსიმუმ 300-400 მეტრს თუ გაივლი, ამიტომ ჯობია აქ დატოვო მანქანაო. მაგრამ ტალახის და ლაფის საძებრად თბილისიდან წამოსულ ლომს მაგით დააშინებდი? :lol: ჰოდა გზა შამილათი განვაგრძეთ. 400 მეტრიც გავიარეთ და ერთი კილომეტრიც, მაგრამ ვერ გავიგეთ სწორად მივდიოდით თუ არა, გზა კი ნელ-ნელა უფრო და უფრო რთულდებოდა. გზად ერთი პატარა გადასახვევი შეგვხვდა მარჯვნივ, მაღლა ტყეში რომ მიდიოდა. ეჭვი შეგვეპარა, გზის სისწორეში. ამიტომ ერთერთი რთული მონაკვეთის გავლისას მანქანიდან ჩამოვედი და წინ გავიჭერი, ტბის საძებრად.

Image

Image

Image

ცოტა ხნის სირბილის მერე ამას მივადექი:

Image

მივხვდი, ბატეთის ტბა ეს არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სწორი გზით რომ მივდიოდი, მდინარის ჩხრიალით ვრწმუნდებოდი, ნამდვილად ტბიდან გამოედინებათქო. მართლაც მალევე დავინახე ტბა და მისთვის წესიერად თვალის შევლებაც ვერ მოვასწარი რომ ისევ უკან გამოვიქეცი. ერთი რამე კი შევამჩნიე, რაც უფრო უახლოვდებოდა ტბას, უფრო წარმოუდგენლად ჩანდა გზის იმ მონაკვეთების მანქანით გავლა. კარგი ამბავი ჩამოვიტანე და შამილამაც განაგრძო დაბრკოლებების გადალახვა:

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by Mta Mkvarebia » 11 მაი 2009, 16:13

მაგრამ იმ ადგილას სადაც წინა ფოტოზე გადაღებული გუბე იდგა, ბატეთის ტბიდან 20 თუ 30 მეტრის დაშორებით, შამილა მოცურდა და დიდთვლიანი მანქანების ღრმულებში ჩაჯდა. როგორ არ ვეცადეთ მისი ღრმულებიდან ამოთრევას:

Image

Image

Image

Image

არც ტოტების და წიწვების ჩაფენამ უშველა, არც ამან:

Image

მერე ვანდერერი გამოჩნდა, კარველები მოსაკლავად მომდევენ, ჯპს-ის მონაცემებით გზიდან გადავახვევინე და ისე წამოვიყვანეო :lol: , ზურას მოსაკლავად გამოკიდებული ბიჭებიც მოყვნენ :wink: და ახლა ისინი ეცადნენ შამილას ამოთრევას:

Image

Image

Image
ძალა ერთობაშიაო და კარველებმა საერთო მცდელობით საბოლოოდ გაათავისუფლეს შამილა ტალახის ტყვეობიდან :) . ლოგიკური აზროვნებით ლომს მანქანა იმ ვიწრო მონაკვეთზე უნდა შემოეტრიალებინა , რადგან ტბამდე დარჩენილი იმ საბედისწერო 20-მეტრიანი მონაკვეთის გავლა ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ შემოტრიალების ნაცვლად პირდაპირ იმ საშინელ, ტალახით მოლაპლაპე აღმართზე აიჭრა და კინაღამ ზემოდან მომავალ სამხიდიან მანქანას შეუვარდა ბორბლებში, რომელსაც თურმე იქაური ხისმჭრელების თქმით მუხრუჭები ვერ ჰქონია წესრიგში :shock: მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა :D , ჰო, და შამილა ბატეთზე ავიდა :lol: .
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბატეთის ტბა 9 მაისი 2009

Post by Mta Mkvarebia » 11 მაი 2009, 16:23

როგორც იქნა ავედით ბატეთის ტბაზე. ბურდულას მიერ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად:
burdula wrote:ბატეთის ტბა მდებარეობს ზღუდრის ტერიტორიაზე,მდინარე ძამის აუზში,ყოფილ სოფელ ბატეთის მიდამოებში,თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობზე,ზღვის დონიდან 1313მ სიმაღლეზე,ქარელიდან ბატეთამდე 25 კილომეტრია.
ნასოფლარ ბატეთიდან ტბამდე 1,4 კილომეტრია.
ბატეთის ტბა კლასიკური მეწყერული ტბაა. ტბის ფართობია 0,02კვ.კმ.
მაქსიმალური სიღრმე 12მეტრი,სიგრძე 190მეტრი,სიგანე 150მეტრი.
გარშემორტყმულია წიწვნარ-თხილნარის ტყით შემოსილია მთის ფერდობებით,წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი.
ტბა დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული.
Image

Image

Image

Image

რეპორტაჟს მოგვიანებით განვაგრძობ :)
Last edited by Mta Mkvarebia on 11 მაი 2009, 16:46, edited 1 time in total.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]