9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by saskva » 11 მაი 2009, 12:08

1. ქვეყანა, ქალაქი, რეგიონი:
თურქეთი, ოლთუ (ოლთისი), იუსუფელი (ახალთა),
არდანუჯი (არტანუჯი) არდაჰანი და სხვაც, ტაო და კლარჯეთი

2. გეოგრაფიული მდებარეობა:
ევრაზია,
საქართველოდან სამხრეთ-დასავლეთით მოსაზღვრე ქვეყანა

3. ხანგრძლივობა:
4 დღე და 3 ღამე

4. სავიზო პირობები:
არასამუშაოდ შესვლა 90 დღით უვიზოა,
ქვეყანაში შესვლა-გამოსვლისთვის ბეჭედი სასაზღვრო-გამშვებ დაწესებულებებში ირტყმება
მანქანისთვის დაზღვევა სულ რარაც 25დოლარი ღირს და 3თვიანი ვადა აქვს


5. საათობრივი განსხვავება თბილისთან:
თურქეთი თბილისს 1 სთით ჩამორჩება

6. ვალუტა, კურსი ლართან:
1 თურქული ლირა დაახლოებით 1 ლარია

7. მონახულებული ადგილები:
ბანა(Penek)-ქამხისის ქვემო ეკლესია- სოლომონის მღვიმის ეკლესია- ოლთისის ციხე (Oltu)-თორთომის ციხე ქალაქი-ფანასკერი-ხახული-ოთხთა ეკლესია (Dortkilise)-იშხანი(Ishkhan)-თორთუმის ჩანჩქერი და
ტბა-ოშკი (Oshvank)-ხანძთა
(Y.Porta)-ოპიზა-პარხალი-ენი რაბათი- არტანუჯის ციხე (Ardanuj)-ტბეთი (Cevizli)-დოლისყანა (Hamamli)-სინაქოთი-ქაჯის ციხე-ურთა-ჭალა

მონახულებით არა, მაგრამ ახლოდან
ვნახეთ კალმაზის ციხე, კავკასიძეების ციხე, ნორბერდი, აშმეშენი, ახიზა, შავშეთი ციხე და სხვა მრავალი.


8. ტრანსპორტის სახეობა
Don-ის მანქანა ნისან მურანო

9. მგზავრთა რაოდენობა
ვიყავით 4ნი
თვით don-ი, მე-saskva, ჩემი და მარიტა და ჩემი პლიუსი დათო

10. ღამისგასათევებილი ფასით:
სასტუმროს ფასი ტურის ფასში იყო შესული თუმცა სასტუმროში გამოკრულ განცხადებაში ფასები 21თურქული ლირიდან 30თურქულ ლირამდე მერყეობდა. ორივე სასტუმროში, როგორც იუსუფელში ასევე ართვინში

11. განსაკუთრებული რჩევები:
ვალეთი წამსვლელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თურქი მესაზაღვრეები საზღვარს
დილის 9ზე )ჩვენი დროით 10ზე) აღებენ და საღამოს 6ზე კეტავენ.
ვფიქრობ, ვალეზე დაბალი მოძრაობის გამო, იქაურმა მესაზღვრეებმა თვითნებურად მიიღეს ეს
გადაწყვეტილება, რადგან გამშვები დაწესებულებები ყველგან 24 სთიან რეჟიმში მუშაობენ.
ტაო-კლარჯეთში სუვენირები არ იყიდება.
ადგილობრივ ქართველებს ბევრგან შეხვდებით.
საყველპურო ქართული ბევრ თურქსაც ესმის.
ქართული ძეგლების მდგომარეობაზე დავა-ჩხუბი თურქ მოსახლეობასთან დაუშვებელია.
ეს საკითხები 2 ქვეყნის შესაბამისი უწყებებების განსჯის საგანია
ქართულ ძეგლებთან ქრისტიანული რიტუალების დემონსტრაციულობა სასურველი არ არის.
ტაძრებს შიგნით პრობლემა არ არის
კარგი იქნება თუ თან იქონიებთ რაიმე პატარა სუვენირებს საქართველოდან, მაგალითად ძალიან გაუხარდათ ქართული მინერალური წყალი და სულ ბორჯომი ბორკომი იძახეს მიუხედავად იმისა რომ საჩუქრად ლიკანი ერგოთ :D :D :D
გაითვალისწინეთ, თურქეთის ამ მხარეში ინგლისური არ გამოგადგებათ :P:P:P თურქულის ცოდნა რომ არა რამოდენიმე ძეგლს ვერც მივაგნებდით

12. დამატებით სანახავი დროის გახანგრძლივების შემთხვევაში:
ტაო-კლარჯეთი ქართული ძეგლებით მდიდარია და მათ
სრულყოფილად სანახავად 25-30 დღე მაინც არის საჭირო.
იუსუფელი საჯომარდოდ არაჩვეულებრივი ადგილია
ხანგრძლივი შვებულების შემთხვევაში, შესაძლებელია კაპადოკიისა და სტამბულის ტურის მოწყობა.
თურქეთი სხვა ტურისტული ცენტრებითაც ძნ მდიდარია

13. საქართველოს წარმომადგენლობის კოორდინატები ქვეყანაში:
მისამართი:
ანკარა,
Hilal Mahallesi, Hollanda Cadde. N : 31 Yildiz/ Cankaya/ Ankara
კოდი:
90 312
ფაქსი:
442-65-07
ტელეფონი:
442-65-08/09/10
E-Mail :
geoemb@ada.net.tr
სამუშაო საათები:
9.00-18.00

14. ტაო-კლარჯეთში წასვლისთვის საუკეთესო დრო:
რამოდენიმე ძეგლი თოვლის გამო ვერ მოვინახულეთ, თვითონ მოსახლეობამ გვითხრა რომ საუკეთესო დრო მაისია

15. ტურის ფასი:
350 ლარს + საკუთარი კუჭის მოთხოვნების დაკმაყოფილება :D:D:D:D:D
ამ თანხაში შევიდა მანქანის დაზღვევა + საწვავის თანხა + სასტუმროს ხარჯები + კვება

16. გავლილი მანძილი
თბილისის ცენტრიდან ისევ უკან თბილისის ცენტრამდე გავიარეთ 1926 კმ

17. გასვლის შეფასება:
10000000000000000000000 ეს იყო რაღაც დაუვიწყარი მოგზაურობა პირადად ჩემთვის

18. სასარგებლო ბმულები:
http://virtualtao-klarjeti.com/map.aspx?id=95

http://www.karavi.caucasus.net/viewtopi ... 36&start=0

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3241&start=0

19. მადლობები
პირველ რიგში მადლობა გამარჯობა საქართველოს ამ იდეისთვის და შემდეგ გეგმის განხორციელებისთვის
მადლობა ეკიპაჟის წევრებს
და გააააააააააააანსაკუთრებული მადლობა, აი უდიდესი დიდზე უფრო დიდი მადლობა დონს, მისი გამძლეობა და შემართება რომ არა ბევრ ძეგლს ვერ ვნახავდით
Last edited by saskva on 13 მაი 2009, 15:36, edited 2 times in total.

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by saskva » 11 მაი 2009, 12:09

დიდი მსჯელობის შედეგად გადაწყდა რომ 6საათზე გავსულიყავით. დონმა მოგვაკითხა ყველას, ჩავბარგდით, ჩავსხედით და გავწიეთ წინ თავგადასავლებისაკენ. ნუ გზად ტრადიციულად მარი მარკეტს ვესტუმრეთ, ბოლო შენაძენი გავაკეთეთ და მშვიდად, ყოველგვარი სისწრაფის გარეშე (ნუ დონის მანქანაში ეს ძაააააააააააააალიან გასაკვირი ფაქტია) გავემართეთ ვალესკენ. გზად ჩვენების ავტობუსიკსაც დავეწიეთ, სიგნალით რომ ჩავუარეთ გვერდზე, გაკვირვებულმა მძღოლმა ერთი კი გამოგვხედა, ნეტა რა უხარიათო, რა იცოდა მაშინ ვინ ვიყავით :D :D :D

საზღვარზე ჩვენი დროით 9საათზე მივედით. გვითხრეს გაგიშვებთ მაგრამ თურქები მუშაობას ჩვენი დროით 10ზე იწყებენო და მოგვიწია 1 საათი ლოდინი. ჩვენი პირველი ფოტოც გადავიღეთ და პირველი ე.წ. სუფრაც აქ გავშალეთ.
საზღვარზე შევედით ქართული მხარეც გავიარეთ და ამ დროს კარაველებით დატვირთული მეტროს ფირმის ავტობუსიც მოგვადგა. მალე თურქეთის მხარეს გადავინაცვლეთ და აი აქ არ დამავიწყდება ჩემი პლიუსი დათოს სახე თურქულად საუბარი რომ დავიწყე :D :D :D :D :D
მანამდე რა თქმა უნდა იცოდნენ თურქულად რომ ვსაუბრობდი, დონი იძახდა კიდეც ეკიპაჟი გადასარევად დავაკომპლექტე თურქულის მცოდნეც მყავს, მთასვლელიც, შტურმანიც და დიდი დიდი რუკაც მაქვსო მაგრამ მაინც გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ მესაზღვრეს რომ ვუხსნიდი ჩვენი მგზავრობის მიზეზს :D :D :D

გადავედით საზღვარზე და თავგადასავლები და შთაბეჭდილებებიც დაიწყო

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by Don » 11 მაი 2009, 12:34

Image

Image

Image

Image
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by Don » 11 მაი 2009, 12:36

თურკეთი ხაან კაი გზებით ...

Image

Image

Image
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by Don » 11 მაი 2009, 12:38

და ცუდი ამინდით შეგვხდა...

Image

Image
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by Don » 11 მაი 2009, 12:39

თან რაღაც ავტაბუსი სულ გვხდებადა გზაზე :):):)

Image
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by Don » 11 მაი 2009, 12:40

მაგრამ ხალხი შინ რაღაც ნაცნობი იყა...

Image

Image

Image
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by Don » 11 მაი 2009, 12:41

Image

Image
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by Don » 11 მაი 2009, 12:42

ამ დრაისთვის ამინდიც გამასწარდა და ჩვენ რუქები შევისწავლეთ ...

Image

Image
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by Don » 11 მაი 2009, 12:43

და გზაზე სიარული გავაგრძელეთ...

Image

Image

Image
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by Don » 11 მაი 2009, 12:43

Image

Image
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by saskva » 11 მაი 2009, 12:44

დღე პირველი

მოვინახულეთ შემდეგი ძეგლები:

ბანა
ქამხისის ქვემო ეკლესია
სოლომონის მღვიმის ეკლესია
ოლთისის ციხე, იქვე მდებარე აბანო და სომხური ეკლესია
თორთომის ციხე ქალაქი

დავინახეთ ახლოდან და ფოტოები გადავუღეთ
ჯაყის ციხეს და
კალმახის ციხეს


საზღვარს გავცდით და იქვე ახლოს ავტობუსის დაცდა გადავწყვიტეთ. ცოტა დაიგვიანეს უკვე მიბრუნებას ვგეგმავდით რამე ხომ არ მოხდათქო ვიფიქრეთ რომ ჰორიზონტზე გამოჩნდნენ. გზა ერთად განვაგრძეთ და ბანაც ერთად მოვინახულეთ. აი შემდეგ ჩვენი გზები ოდნავ გაიყო. ავტობუსთან შეხვედრას ოლთისში ვგეგმავდით მაგრამ ისეთ კლდეებზე მოგვიწია ძრომიალ ბობღიალი რომ ვეღარ მოვასწარით.


ცნობები ბანას შესახებ
ბანა VII-Xსს

IX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბანა (ახლანდელი Penek) ქართველთა სამეფოს სატახტო ქალაქად იქცა. სუმბატ დავითის ძე (XI საუკუნის I ნახევრის მემატიანე) იხსენიებს ბანას IX –X სს. ამბების მოთხრობისას: ადარნასემ, ქართველთა მეფის _ დავით ბაგრატიონის ძემ, `აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი _ იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ~. `მატიანე ქართლისაÃŽს~ მიხედვით, ბანაში დაიწერეს ჯვარი 1030 წლის ახლო ხანებში ბაგრატ IV-მ და ბიზანტიელმა ელენემ. ბანას ეკლესიაში იმარხებოდნენ ერთ დროს ბაგრატიონები; უკანასკნელად იქ დაასვენეს ვახტანგ IV (1442-1445) და მისი მეუღლე სითი-ხათუნ, ფანასკერტელის ასული. ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს ბანას: `ამ წყალზედ (ბანა-ფანასკერტის წყალზე), მთაში, არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. აქ არს ეკლესია გუნბათიანი, დიდი, შვენიერად ნაგები, კეთილ-შვენიერ ადგილს, აღაშენა მეფე ადარნესემ, და დაფლულ არიან მეფენი, იჯდა ეპისკოპოზი მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუმაკისა (ნარიმანისა) და აწ არს ცალიერი~. ბანას არქიტექტურის შესახებ პირველი ჩანაწერები გერმანელ ბოტანიკოსს, კარლ კოხს ეკუთვნის, რომელმაც ბანა 1843 წელს ჯერ კიდევ დაუნგრეველი იხილა. 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ეკლესიის გარშემო რუსის `ოტრიადი~ იდგა. ასევე თავისი ბანაკი ჰქონდათ იქ ოსმალებსაც. ყირიმის ომის დროს ბანა ციხედაც კი გადუქცევიათ. 1881 წელს, როდესაც დ. ბაქრაძემ ნახა ბანას ტაძარი, მას მხოლოდ გუმბათი ჰქონდა ჩამოქცეული. 1881 წელს ე. ვეიდენბაუმს ბანა უკვე დანგრეული ხვდება. 1881 წელს იქ ჩასული დ. ბაქრაძე, რომელმაც გამოაქვეყნა ტაძრის მოკლე აღწერა, ასევე უკვე გუმბათჩამოქცეულ ტაძარს ნახულობს.

ბანას ხუროთმოძღვრების კვლევა, რეალურად, ექ. თაყაიშვილმა დაიწყო. 1902 წელს, როცა მან ბანა პირველად ინახულა არქიტექტორ ს. კლდიაშვილთან ერთად, ტაძარი უკვე ძალზე დანგრეული იყო. შემდეგ, 1907 წელს ექ. თაყაიშვილმა კვლევა არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად განაგრძო (პუბლიკაცია 1909 წელს გამოქვეყნდა). `1907 წელს, როდესაც მეორეხელ ვინახულე ბანა, _ წერს ექვთიმე თაყაიშვილი, _ სურათი კიდევ უფრო სამწუხარო იყო~. 1917 წელს ბანა ნახა ექ. თაყაიშვილის ექსპედიციის წევრმა ი. ზდანევიჩმა, რომლის სიტყვები ბანას შესახებ, ვფიქრობთ, ზუსტად განსაზღვრავს იმ განწყობას, რომელიც აქ მისვლისას გეუფლება: `არანაკლებ მნიშვნელოვანია პეიზაჟი, რომელიც პენეკს აკრავს. ყველა ფერის _ დაწყებული ნაცრისფერითა და ცისფერით, ვიდრე ლაჟვარდოვნამდე და ლურჯამდე, და ვარდისფერით ვიდრე ალისფერამდე და მეწამულამდე _ სრულიად შიშველი პლასტები მთებისა და ბორცვებისა ქაოსად ისეა არეული, რომ მათ შუა აღმართული ტაძარი ყოფს ლურჯ ფერებს წითელი ფერებისაგან, გადაიტანს რა პირველს მარცხნივ, მეორეს კი დასავლეთით. და დავიტირეთ რა ნანგრევები, ოლთისამდე ჩვენ იმ მიწაზე მივდიოდით, რომელიც სისხლით იყო გაპოხილი~. მართლაც, მშვენიერია ტაოს ბუნება ჭრელ-ჭრელი და მკვეთრი ფერადოვანი მთებით, ხოლო მათ შუა `ამოზრდილია~ ბანა, როგორც გვირგვინი ამ დიდებული ბუნებისა. XX საუკუნის ბოლო მეოთხედში ბანა რამდენჯერმე მოინახულა და საკუთარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ ვ. ჯობაძემ. ბანაზე მუშაობდნენ ფრანგი მკვლევრები ჟ. და მ. ტიერები, რ. ედვარდსი და სხვანი. ბანას არქიტექტურა ადგილზე უნახავად განიხილეს გ. ჩუბინაშვილმა, ვ. ბერიძემ, ნ. ზაქარაიამ, აგრეთვე რ. მეფისაშვილმა და დ. თუმანიშვილმა, რომელთაც საკუთარი გამოკვლევები წიგნებადაც გამოსცეს. ბანას კათედრალი წარმოადგენს გუმბათიან როტონდას მასში ჩაწერილი ტეტრაქონქით, რომელიც უწყვეტი გარშემოსავლელითაა გარშემორტყმული. მისი ცენტრალური ნაწილი გეგმაში ჯვრის ფორმისაა. თანატოლი მკლავები დაბოლოებულია სვეტებზე გადაყვანილი თაღებით, რომლებიც აფსიდების კედლებს იკავებენ. აღმოსავლეთი ექსედრა სხვა დანარჩენებისაგან განსხვავდება. აქ ექვსი ერთნაირი სვეტი 2.00 მ-ის სიმაღლის კედელზეა აღმართული. აღმოსავლეთი აფსიდის კოლონებს იონიური კაპიტელები აქვს, რომლებიც ოდნავ განსხვავდებიან ერთიმეორისაგან. ჯვრის მკლავებს შუა სივრცე შევსებულია სამ-სამსართულიანი ოთახებით, რომლებიც ერთმანეთის თავზე ლაგდებიან და ერთიმეორეს კიბის ვიწრო უჯრედებით უკავშირდებიან. პირველი და მეორე სართულის ოთახები ჯვრის ორსავე გვერდითა მხარეებზე ორმაგი ნალისებრი თაღებითაა გახსნილი, რომლებიც ეყრდნობა იონიური კაპიტელებით შემკულ კოლონებს. მესამე სართულის ოთახები სამკუთხა ფორმისაა, ასევე ორივე მხრით გახსნილია მხოლოდ თითო სადა თაღით. ყოველი სამსართულიანი მოცულობა გუმბათის მძლავრ საყრდენს წარმოადგენს, რომელიც ჯვრის გადაკვეთაზე მასიური 3/4 კოლონებით არის გამაგრებული. ბანას კათედრალური ტაძრის მშენებლობის ეპოქის შესახებ, მიუხედავად სუმბატ დავითისძეს პირდაპირი მითითებისა (ბანა კვირიკე ბანელის ხელით აუშენებია ადარნასე ქართველთა მეფეს), აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა. დ. ბაქარაძე და ექ. თაყაიშვილი ენდნენ მემატიანის ცნობას და როგორც დ. თუმანიშვილი წერს, თაყაიშვილი `დაეჭვებისათვის ვერავითარ საფუძველს ვერ ხედავს~. მას ემხრობიან ქართველ ხელოვნებათმცოდნეთაგან შ. ამირანაშვილი, სომეხთაგან _ ნ. ტოკარსკი, ს. მნაცაკანიანი; ევროპელთაგან _ ი. სტრიგოვსკი, ტიერები, რ. ედვარდსი. ნაკლებად ნდობა წყაროსი და უფრო მეტად მემატიანის ჩანაწერის სხვაგვარი ინტერპრეტაციის აუცილებლობა ქართულმა ხელოვნებათმცოდნეობითმა სკოლამ აუცილებლად ჩათვალა ბანას არქიტექტურული ფორმებისა და მისი მხატვრული სტილის განხილვის კვალად. ბანას ტაძრის სხვაგვარ დათარიღებას გვთავაზობს გ. ჩუბინაშვილი. მის აზრს იზიარებენ ნ. სევეროვი, ვ. ბერიძე, ირ. ციციშვილი, რ. მეფისაშვილი და დ. თუმანიშვილი, შ. დელვუა, ჰ. ნიკელი, ე. ნოიბაუერი, ვ. პონომარევი. დ. თუმანიშვილი წერს: `სახელოვნებათმცოდნეო ანალიზის მეთოდთა მოშველიებით ჩატარებულმა კვლევამ იგი (გ. ჩუბინაშვილი) დაარწმუნა, რომ ეს ნაგებობა შეუძლებელია IX- X საუკუნეებს ეკუთვნოდეს, არამედ VII საუკუნის უნდა იყოს~. ავტორი თავადაც ამ აზრს იზიარებს და ცდილობს განავრცოს გ. ჩუბინაშვილის არგუმენტები. ამავე დროს, ვ. ჯობაძე ვერანაირ აუცილებლობას ვერ ხედავს, ეჭვქვეშ დააყენოს ბანას მატიანისეული დათარიღების საკითხი და მას X საუკუნის I ნახევრის ძეგლთა რიგში განიხილავს. მშენებლობის პერიოდების საკითხს ნათელს მოჰფენს მხოლოდ ძეგლის გათხრა და კომპლექსური შესწავლა.

პირველი სართულის გეგმა
Image

ბანა, განაკვეთი, ა. კალგინის რეკონსტრუქცია, 1907 წ.
Image

ბანა, ექსტერიერი, ა. კალგინის რეკონსტრუქცია, 1907 წ.
Image

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by Don » 11 მაი 2009, 12:46

ეხლა კი ეს სილამაზე გამაიყურება ასე...

Image
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by Don » 11 მაი 2009, 12:47

Image

Image
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
9-12/04/09 ჯიპტური ტაო კლარჯეთში

Post by Don » 11 მაი 2009, 12:47

Image

Image
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]