გუდალეთი - ლავრისხევი - ცხირეთის ციხე - იცით?

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გუდალეთი - ლავრისხევი - ცხირეთის ციხე - იცით?

Post by Tamari-ch. » 10 მაი 2009, 23:49

გუდალეთის ტაძრის კომპლექსი (XIII-XVIII)
1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები
ღვთისმშობლის ტაძარი (XIII-XIV) და კოშკებიანი ციხე-გალავანი (XVIII II ნახ.)
3. გეოგრაფიული მდებარეობა
ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, კასპის რაიონში, კასპის სამხრეთით, სოფელ გუდალეთში.
7. ძეგლის სტატუსი და მდგომარეობა
ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: გუმბათი და კამარები ჩაქცეულია, სამხ. და ჩრდილოეთის კედლები 1-2 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი, დანგრეულია მეორე სართულიც. ძლიერ დაზიანებულია ასევე გალავანიც. კერძოდ დანგრეულია კედლების ზედა მონაკვეთები, ჩამონგრეულია კოშკების ზედა ნაწილები, სართულშუა გადახურვები, სათოფურეები, თახჩები და სარკმელები.
10.დამატებითი ინფორმაცია
გუდალეთში დაწერა იაკობ გოგებაშვილმა “იავნანამ რა ჰქმნა”


21.04.2009
ლავრისხევი ( X ს-ის I ნახ.)
1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები
ეკლესია
3. გეოგრაფიული მდებარეობა
დგას სოფლის სამხრეთით 1-1,5 კმ -ზე.
6. არქიტექტურული არწერა
თარიღდება 10 საუკუნის პირველი ნახევრით. ეკლესია ჯვარ-გუ,მბათოვანი ტავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა. (9,5/9მ) ნაგებია საშუალო ზომის მოყავისფრო -მოყვითალო . ჰგამოყენებულია ბაზალტი და ტუფიც. 19 საუკუნეში ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესეს და მოხატეს, დააგეს ხის იატაკი, დადგეს კანკელი და გადახურეს თუნუქით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - ჩრდ. მკლავის ჩრდ. კდელში და აღმ. მკლავის სამხრეთ კედელში. აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. რვაწახნაგა გუმბათი ოდნავ წაგრძლებეულ მართკუთხედს ემყარება. გყუმბათზე გადასვლა ხორციელდება ტრომპისმაგვარი ონსტრუქციის მეშვეობით. ყოველ წახნაგში და ოთხივე მკლავში თითო სარკმელია . გუმბათი გადახურულია შეკრული კამარით. მკლავების გრძივ კედლებშიამოყვანილია თაღები, რომლებსაც კონსტრუქციული და დეკორატიული მნიშვნელობა აქვთ. ეკლესიაში შემორჩენილია 19 ს-ის მოხატულობის ფრაგმენტები.
ძეგლის სტატუსი და მდგომარეობა:
არ არის მოქმედი.
8. გამოყენებული მასალები
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, V ტომი, თბილისი 1990 წ.


ცხირეთის ციხე (X საუკუნე)
1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები
ნამოსახლარი, ნასოფლარი, სადგომი ურბენახი, გალავანი, კარის ეკლესია, წყალსაცავის და სახლების ნაშთები.
2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ცხირეთის ციხე წარმოადგენდა ქართლის მეფეების საზაფხულო რეზიდენციას.
3. გეოგრაფიული მდებარეობა
ქართლი, კასპის რაიონი
5. ისტორიული მიმოხილვა
ისტორიული წყაროების თანახმად ციხე X საუკუნეში “წმინდა შიოს კუბოს შემონაყარი ოქრო-ვერცხლით” აუშენებია შიო-მღვიმელ მემღვიმე მიქაელს. ეს ციხე წარმოადგენდა ქართლის მეფეების საზაფხულო რეზიდენციას. გვიანდელი ფეოდალურ ხანაში ციხე და მისი შემოგარენი ხშირად გამხდარა ქვეყნის გარეშე მტრებთან და შინაპოლიტიკური აშლილობით გამოწვეული ბრძოლების ასპარეზი. ამავე ხანაში გიორგი სააკაძის თაოსნობით ციხის ტერიტორია გაუზრდიათ აღმოსავლეთით.
http://dzeglebi1.blogspot.com/2009/04/x.html

არის კიდევ ერთი საინტერესო ძეგლი ატენის ხეობაში -
ფეტვისხევი
იქაცაა მოხატულობა
ბობნევის იქითაა....
მინდა...
:roll:
Last edited by Tamari-ch. on 10 მაი 2009, 23:52, edited 1 time in total.

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
გუდალეთი - ლავრისხევი - ცხირეთის ციხე - იცით?

Post by Gio-horus » 10 მაი 2009, 23:52

http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გუდალეთი - ლავრისხევი - ცხირეთის ციხე - იცით?

Post by Tamari-ch. » 10 მაი 2009, 23:58

აჰა - გასაგებია - მადლობთ -
ცხირეთის ციხე და ფეტვისხევი უნახავთ კარველებს?

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
გუდალეთი - ლავრისხევი - ცხირეთის ციხე - იცით?

Post by Gio-horus » 11 მაი 2009, 00:00

Tamari-ch.

მანდ კარგი იქნებოდა წასვლა)))
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გუდალეთი - ლავრისხევი - ცხირეთის ციხე - იცით?

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მაი 2009, 00:46

დღეს ვიყავი მაქეთკენ.
მშვენიერი ამინდი დამემთხვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]