მონატრება ბეიჯინგიდან

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by namcecuna » 01 მაი 2009, 22:38

lika-li

გენაცვალე :D
ძალიან კარგი დაყოჩაღი გვყავხარ!!!
ტკბილი და ქართული სიზმრები შენ :D
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 09 მაი 2009, 16:20

namcecuna
მომენატრე ნამცეც :D
ჰაჰააა :lol: რა საყვარელი ხარ, მართლა ვნახე სიზმარში, თუ როგორ ჩამოვდიოდი საქართველოში,
ოღონდ აეროპორტში კი არა, სამთო ქიმიასთან :lol:
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 09 მაი 2009, 17:15

აბა ახლა ცოტათი გავაგრძელოთ, ოღონდ ცოტათი :wink: :D

ერთი სიტყვით, საქართველოთი მოხიბლული მაყურებლი, არ გვზოგავდა, ხან რას გვეკითხებოდნენ, ხან რას, უფრო და უფრო მეტის გაგება სურდათ ჩვენს ქვეყანაზე.
სურათების გადაღებით ხომ აგვიკლეს და დაგვღალეს :D

Image

ზემოთ, ჩვენს უკან ოთხი დიდი იეროგლიფით აწერია საქართველო.
მარცხნიდან ანანო და ანა :)
აი ჩემს გვერდზე რომ კაცი დგას, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ჩინელია :lol:
(ჩინეთში არის ერთი ასეთი პროვინცია სინძიან(გ)ი, და იქაური ჩინელები საერთოდ არ გვანან ჩინელებს, მეტიც, სულ სხვა ენაზე საუბრობენ, რომელიც უფრო არაბულს წააგავს, ეს უკანასკნელიც იმ პროვინციიდანაა)
ქვევით აზერბაიჯანელი ტურკიანი ზის თავის ნაციონალურ სამოსში :)
Last edited by lika-li on 09 მაი 2009, 18:54, edited 2 times in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 09 მაი 2009, 17:28

აი ასე გამოიყურებოდა ის სტენდი, რომელიც ერთ დღეში გავაკეთეთ ( იმიტომ, რომ მეტი დრო არ იყო ) :lol:

სურათები ინტერნეტიდან გადმოვქაჩეთ, თვით აფხაზეთის ფოტოებიც გავაკარით ამ სტენდზე და ყველა დაინტერესებულ პირს მივუთითებდით რუკაზე, რომ აფხაზეთი არაა ჩამოჭრილი ჩვენი რუკიდან, უბრალოდ დროებითაა კონფლიქტური ზონა და მალე დავიბრუნებთ მეთქი. :cry:

იმ პატარა ფურცელზე კი მცირედი ინფორმაციაა ამობეჭდილი საქართველოს შესახებ :)

Image

გაფრთხილებულები ვიყავით, რომ არანაირი პოლიტიკური ხასიათი არ უნდა ჰქონოდა ამ სტენდზე დატანებულ ინფორმაციას.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 09 მაი 2009, 17:53

ნაქარგებიც მქონდა გამოფენილი (ჩვენმა ტრადიციულმა ხელსაქმემ დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა :)) და სულ მეშინოდა ამ ფოტოების გადაღებისას ვინმემ ხელს არ გააყოლოს მეთქი :lol:
თანაც უკვე ძალიან მაგვიანდბოდა სამსახურში რეპეტიციაზე,

ასე რომ, კიდევ ერთხელ ავაფრიალე საქართველოს დროშა და მივეცი შანსი ფოტოგრაფებს რომ აქტიურად ეჩხაკუნებინათ თავიანთი აპარატები :lol: :lol: :lol: :lol: და...

Image

და მერე სასწრაფოდ ჩავალაგე ნაქარგები (კიდევ კარგი, რომ ასე მოვიქეცი :D ) და გავფრინდი სარეპეტიციოდ :lol:

საღამოს სახლში რომ მოვბრუნდი გოგოები მოწყენილები დამხვდნენ, რა მოხდა მეთქი და ისე გააქრეს სტენდი ვიღაცებმა, რომ ვერც გავიგეთო :lol:
ნაქარგებიც რომ მიეყოლებინათ, ხომ თან გადავყვებოდი :lol: :lol: :lol:
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 09 მაი 2009, 18:05

შუა და აღმოსავლეთ აზია ;)

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 09 მაი 2009, 18:08

სხვადასხვა :D

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 09 მაი 2009, 18:39

ეს დღეც ასე დასრულდა, მაგრამ დასრულდა კი? :lol:

გუშინ მაღაზიაში შევიარე და გამყიდველს რომ დაველაპარაკე,
ერთი ჩინელი გოგო მომიახლოვდა,
აი ასეთი დიალოგი გაიმართა ჩვენს შორის :D :

ჩინელი: უკაცრავად, თქვენ უცხოელი ხართ?
მე(გაკვირვებული მე :lol: ): დიახ, რა თქმა უნდა. (ღიმილით)
ჩინელი: არა, მაპატიეთ, იმიტომ გკითხეთ, რომ კარგად გამოგდით
მანდარინზე (ჩინურ ენაზე) საუბარი და გამიკვირდა... და რომელი ქვეყნიდან ხართ?
მე: საქართველოდან. გსმენიათ რამე ამ ქვეყანაზე?
ჩინელი (ფიქრობს): მმმმმ... დიახ, აი ნაციონალური კულტურის დღეებზე, ერთი ქართველი გოგონა ცეკვავდა ქართულ ხალხურ ცეკვას...
მე: მე ვარ ის ქართველი გოგონა.
ჩინელი: ???????!!!!! ოოოოოოოო! (ასე ამბობენ ჩინელები როცა რამით აღფრთოვანდებიან ხოლმე ;)) მართლა????? არა, მართლააა?
იცით როგორ მომწონს თქვენი ცეკვა? იცით? იც....
მე (საათზე ვიხედები) : ააჰ, დიახხხ... გმადლობთ :-) (საათზე მივუთითებ, ღიმილიანი მობოდიშების ჟესტით) კარგად ბრძანდებოდეთ


:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

რატომ ვიყავი ასეთი უჟმური? არ ვიცი :)

მენატრებოდით...
და სულ არ ვიყავი ბევრი ლაპარაკის ხასიათზე, (რაც ჩინელებს განსაკუთრებით ახასიათებთ), ამიტომ დავემშვიდობე და სახლში წამოვედი, მანაც ღიმილით და კითხვებით სავსე მზერით გამომაცლა.

აი ასე იყო...
მოგაწყინეთ? :roll:
Last edited by lika-li on 09 მაი 2009, 18:48, edited 1 time in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 09 მაი 2009, 18:46

ახლა ფოტო განწყობისათვის

ოღონდ თქვენ არ მოიწყინოთ დაააა :lol: :lol: :lol:
lika-li wrote:
მშობლები თავის პატარებს (დაახლოებით ორ, სამ წლამდე ბავშვებს) აცვამენ ისეთ შარვლებს, რომლებსაც უბე აქვთ ჩაჭრილი წინიდან მოყოლებული უკან ბოლომდე :lol:

ისე, რომ პატარებს ტაკუნები უჩანთ და როცა უნდათ და სადაც უნდათ ბუნებრივ მოთხოვნილებას კომფორტულად იკმაყოფილებენ :lol:
აი, რომ არ გჯეროდათ :lol:

Image

უპატრონო არ არის, უბრალოდ ასეთია ჩინელების წესი :lol:
პრაქტიკული და საყვარელიაო :lol:

მენატრებით, ძილინებისა :*
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by ნიმფა » 09 მაი 2009, 23:19

ყოველთვის დიდი ინტერესით შემოვდივარ ამ თემაში :)

ყოჩაღ ლიკა-ლი :))

წარმატებებს გისურვებ და ხშირად წერე აქ :)

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 23 ივნ 2009, 18:58

ნიმფა

დიიიდი მადლობა :) შევეცდები რაც შეიძლება საინტერესოდ გადმოგცეთ აქაური ამბები :)


აუჰჰჰჰჰ, გამოცდები მაქვს ახლა და ვეღარ შემოვდივარ ისე ხშირად,

აი ნახეთ რა ცოდო ვარ :lol:

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 23 ივნ 2009, 19:50

მაგრამ არ გეგონოთ "ჩუ ლა "სწავლა" ჰაი შ "სწავლა"" ანუ "სწავლის გარდა ისევ სწავლაო" როგორც ჩინელები ამბობენ :lol:

ამას გარდა არაერთხელ ვცადე გამეჟღერებინა ჩვენი საქართველოს სახელი სხვადასხვა შეჯიბრებებსა თუ ღონისძიებებში მაგალითად:

”mandarin star”-ში ჯერ როგორც მონაწილე, ჩინურ სიმღერას ვმღეროდი :)

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 23 ივნ 2009, 20:27

მერე მითხრეს ისაო ესაო, შენი დიდი რიდი და ხათრი გვააქვსო, კიო, კარგად იმღერეო მაგრამო სხვა უნივერსიტეტის ხალხიც ხომ უნდა გავუშვათო ფინალშიო? :lol: :lol: :lol:

ხო და ასე და ამ გვარად ერთერთ ნომინაციაში (თარგმნას არ დავიწყებ, უცნაურობა გამოვა :D ) მიღებულ დიპლომს, ფულად პრემიას და ამ პრიზს დავჯერდი :)

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 23 ივნ 2009, 20:32

ისე მომეწონა ეს ძალიან ჩინური ქმნილება რომ რამოდენიმე ფოტოც გადავუღე :lol:

Image

იეროგლიფები იკითხება ზევიდან ქვევით და მარჯვნიდან მარცხნივ :D

Image

ახლა არ მკითხოთ რა წერია მანდო :lol: ძველი ჩინურითაა ნაწერი და დიდად ვერაფერს გითარგმნით თუ ლექსიკონში არ ვიქექე რამდენიმე დღე :lol:

ასე ეწერება ამან და ამან, ამა და ამ კონკურსში, მიიღო ესა და ეს პრიზიო, გილოცავთ და სულ მშვიდობაში და კაი ამბებში მოიხმარეო :lol:
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 23 ივნ 2009, 20:42

ხოლო ამ კონკურსის ფინალში წამყვანი ვიყავი ერთ ჩინელ ბიჭთან ერთად :)

Image

არა, მე ხომ გამიკეთეს რაღაცა მაკიაჟივით, მაგრამ უნდა გენახათ ამ ბიჭს როგორ პრანჭავდნენ, ტუჩსაცხი რომ ტუჩსაცხია ეგეც არ დაუკლიათ :lol: :lol: :lol:
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]