Wanderer
შენ ნამდვილად forum.ge-ზე რომ ვეშაპოა ის იქნები.
კი, ეგ ვარ.
ეს მართლა უცნაური რამეა. შეიძლება იგულისხმება, რომ არის ბანი და მას მოსდევს 3 ზედა ხმა. მათ შორის ყველაზე ქვედა ხმა კვარტათი არის დაცილებული ბანისგან. მაგრამ ესეც უცნაური რაღაც გამოდის. მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ არა მგონია 4 ხმიან სიმღერაში ბანი ყოველთვის კვარტით იყოს დაცილებული შემდეგი ხმისგან...
ნუ, მაინც აზრის არასწორი გამოხატვაა.
4 ხმიანი სიმღერები ძირითადად გურული და ქობულეთური ნადურების სახით გვხვდება.
ამ სიმღერებში ბანი ძირითადად კვინტითა და კვარტითაა დაშორებული მოძახილთან, რომელიც შუა ხმაა. მაღალი ბანი ძირითადად კვინტითაა დაშორებული დაბალი ბანისაგან და შიგადაშიგ უერთდება მას.
ახლა ჩვეულებრივი სიმღერები რომ ავიღოთ.
კახურ სიმღერაში ძირითადად გაბმული ბანია და შუა ხმის დაშორება ბანთან სიმღერის მიმდინარეობისას შეიძლება სეკუნდაც იყოს, ტერციაც, კვარტაც, კვინტაც, სექსტაც, სეფტიმაც, ოქტავაც, ნონაც და დეციმაც კი (თუმცა ეს ორი უკლანასკნელი შედარებით იშვიათად).
რაც შეეხება დასავლურ სიმღერებს, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მეორე ხმაც და პირველიც ხშირ შემთხვევაში ბანზე დაბლა ჟღერს.
იტოგში, არ არის სწორი ფორმულირება, როცა ვამბობთ, რომ ქართულ სიმღერაში კვარტის მონაცვლეობაა სამხმიანობასთან.
კვარტა, როგორც ინტერვალი, ხშირად გამოიყენება ქართული სიმღერის რომელიმე ორ ხმას შორის, მაგრამ მასზე უფრო ხშირად გამოიყენება კვინტა და ტერცია.