სვანებზე ხუმრობის ტემას გავაგრძელებ.
სვანები ქელეხში არუიან და ტამადის სიტყვებზე - აბა, აბა, დაუჩქარეთ, წასულებზე გაჩერება არ შეიძლებაო, ადგებიან და სუფრიდან გავლენ.
სვანი ფარდას აუთოებს და... ფანჯრიდან გადავარდება.
სვანს რომ შვილი ეკითხება, მამი, ქიშმიშს რამდენი ფეხი აქვსო და ეს რომ წაუთაქებს - კიდე ტარაკანი ჭამე, შე შობელძაღლოო, ეგ გეცოდინებათ, ნამეტანი ძველია.
ესეც ძველების კატეგორიიდანაა - სკამზე შემდგარი სვანი "შტეფსელს" არემონტებს. უცებ დენი დაარტყამს და გადმოაგდებს.. ეს წამოდგება, ტანსაცმელს იფერთხავს და იგინება - მეტი მეკუთვნის, შენ რომ სახლში შემოგიშვიო.
ეს ამბავი ანეგდოტი არაა, ნადვილია. არის ასეთი სვანი ძიუდოისტი - ლაშა გუჯეჯიანი, რომელსაც, იმერელი დედის გენებით თუ სხვა მიზეზით, მაგარი იუმორი აქვს და რაც ყველაზე საყურადღებოა, მაგრად ეკაიფება სვან თანაგუნდელებს და მაგრად ღადაობს სვანებზე. ერთხელ ბორჯომში არიან თურმე შეკრებაზე და ერთმა სვანმა ხელი დაიწვა. ექიმმა მისცა რაღაც მალამო, მაგრამ გზაში ხვდება გუჯეჯა და ეუბნება - კახაბრიშვილი კარგს რას მოგცემდა, ეგ არაფერს გიზამს, ეს წაისვი, მე სულ მაგას ვიყენებ, მაგარიაო და იმ საცოდავს თურმე მისცა ფინალგონი (თუ ფუნალგონია) მაზი. იმანაც წაისვა კარგად, გვარიანად, ბარაქიანად და მერე რაც მოხდებოდა, ქე მიხვდებით.

ისე გამწარდა, მოსაკლავად დასდევდაო, ხოლო ის ექიმი იცინოდა, ერთმანეთის სდევნაში რეკორდი დაამყარეს სირბილშიო.
ესეც სვან სპორტსმენს მოუვიდა, მაგრამ გვარ-სახელს არ დავასახელებ და თან, მანდილოსნებთან ცოტა ბოდიში.

თუმცა საზღვარგარეთ ეს საბოდიშო თემა სულაც არაა.
ამ სპორტსმენმა ათენის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაამთავრა და დადგა განტვირთვის დრო. იმ ექიმმა - ზურაბ კახაბრიშვილმა, ამათი ამბავი ვიცოდი და თბილისიდან უსაფრთხო სექსისთვის ორი ყუთი რეზინები წავიღეო...

რაღაც წამლის ყუთიც ჰქონია, რომელიც თურმე ძალიან ჰგავდა ამ ყუთს. იმ სპორტსმენს აგზავნის თავის ოთახში აბარებს - მარჯვნივ რომ ყუთია, იმასთან არ მიხვიდე, მარცხენა ყუთიდან წამოიღეო (ვიცოდი იმის ამბავი და მეშინოდა, რომ შეეშლებოდაო). ესეც წავიდა, და, ცხადია, მარჯვენა ყუთიდან ამოიღო რაღაც ჟელეს პაკეტები.

კახაბრიშვილმა თურმე უღრიალა, ხომ გითხარი, მარჯვენა ყუთს არ მიეკაროო, იმან კი ასე ორიგინალურად იმართლა თავი - მარცხენადან ამოვიღე მეც, მაგრამ, ეტყობა, სანამ მოვიტანე, სიცხისგან დადნა!
ახლა პოპინსმა, გვალდამ და ლამამ (ეს სადაური სვანია, ვეღარ გავიგე

) რომ არ მიწყინონ, გურულებზეც მოვყვები ერთ ცოცხალ ანეგდოტს (მე თქვენ გეტყვით და გაუჭირდებოდათ გურულებს

).
ლანჩხუთში თბილისიდან დაკრძალვაზე მიმავალი სტუმრები თურმე სოფელში შესვლისას ადგილობრივს ეკითხებიან იმ სახლის გზას. ისისც უხსნის - აქეთ წახვალთ, იქით მიუხვევთო და ამგვარები, ბოლოს კი ორიენტირად დიდ მუხას უსახელებს - იმასთან მარცხნივ მოუხვევთ და იქვეაო.
-აჰა, ესე იგი, მუხასთან უნდა მივიდეთ, არა? - აკონკრეტებს ერთი სტუმარი.
- აბა, მუხა არ მოვა თქვენთან! - პასუხობს გურული.
