დათო
ფოტოები არ თქვათ სასწაული პირდაპირ სასწაული





თების გახსნას არ ვგეგმავ, უბრალოდ მოდერებს ვთხოვ ეს თემა სხვადასხვაში გადაიტანონ. რამოდენიმე ფოტოსა და კომენტარის გამო თემის გახსნა მემგონი არ ღირს.
ვიყავით 7ნი: მე-saskva, saskva + გიო, თეო, Don, დათო, გოგა და პაატა
შევიკრიბეთ დილას 10საათზე, შეხვედრის ადგილი სამთო ქიმია იყო სადაც კოლხი გოგო დამხვდა თანამშრომლებთან ერთად ლაშქრობაში მიდიოდნენ

ბოლო საყიდლები ვიყიდე, მანქანაში ჩავალაგე, მალევე შევიკრიბეთ თუმცა დათომ დაიგვიანა და ცოტა ლოდინი მოგვიწია. არც გოგამ გამოიჩინა ამ ჯერზე თავი პუნქტუალობით, არევია და 10ის მაგივრად 11 ეგონა შეხვედრის დრო. ლოდინი ბევრ დროს დაგვაკარგინებდა ამიტომ ჩვენ წავედით და გოგა უკვე ადგილზე საგურამოს ბავშვთა სახლში შემოგვიერთდა.
11:45ზე საგურამოში ვიყავით, ჩატანილი საჩუქრები, ხორცი, პური, ლიმონათები და ა.შ. დავაბინავეთ და თამაში გავაჩაღეთ. რაც ბავშობაში არ მითამაშია ის თამაშები ვითამაშე მემგონი







