ახლაც არ ვიცი, რატომ, გზაზე ტაქსით ქავთარაძე და სიფრაგიო დაგვხვდნენ, სრულიად შემთხვევით ჩავედით ჩვენც იმ დროს, გასვლას აპირებდნენ თავადაც და ამ დროს მივედით ჩვენც.
სამწუხაროდ, ბიჭებს არ დაგვცალდა ჩანჩქერებისა და ქვედა ხეობის ნახვა.
ჩავიპრესეთ მანქანაში 10 კაცი და გაგვაქანეს მარტვილში.
ისე გვშიოდა, ამის გამო, გაბრაზების თავიც კი აღარ გვქონდა.
გზაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მარტვილელების აფერისტობის მაღალ ხარისხში, მაშინ, როდესაც ტაქსისტს 12 ლარი გადავეცით 5 კილომეტრის გავლაში.
მივედით ერთ-ერთი მარტვილელის ოჯახშიც, რომლის სარდაფშიც ჩვენი ჩანთები ინახებოდა.ჩვენი მეგობრები ჩვენზე დამშეულები ჩანდნენ და როგორც კი მარშრუტკა მოვიდა, რომელსაც ნოქალაქევში უნდა წავეყვანეთ, მისი საბარგული პატარა სუფრად ვაქციეთ:
მოკლედ, იმ ანეკდოტისა არ იყოს, "ა პრიდიოტსია", ეგრე მოგვიწია სასწრაფოდ მარტვილის დატოვება, სასწრაფოდ მიგვიძიეს მარშრუტკა და წაგვაბრძანეს ნოქალაქევში.
ჩვენს მისვლამდე ჩვენი მეგობრები მარტვილის მონასტერსა და მუზეუმში იმყოფებოდნენ, რომლის ნახვაც მოგვიანებით მისულებს არ დაგვცალდა.
იმედი მაქვს, ახლა ტრული ან სხვა მოგვიყვებიან მარტვილის მონასტრისა და მუზეუმის ამბებს.
ჩვენ კი ერთმანეთს უკვე ნოქალაქევში შევხვდებით.
ნოქალაქევი, მარტვილური ცუდი სიურპრიზისაგან განსხვავებით, ნამდვილად სასიამოვნო და განსაკუთრებული სიურპრიზი გახდა ჩვენთვის.
მეც ამ ადგილამდე გემშვიდობებით.
