აუ გვიან გამახსენდა რომ ატვირტვისას 800 უნდა ჩამეწერა "უმენშიწ დო"-ში და ამიტომ წინათ დადებული სურათები შედარებით მცირე ზომისაა და ახლა ვერაფერს ვშველი
ეჰ, არა უშავს
მაშ ასე, ვაგრძელებ იმავე დღეს,
მუზეუმი ჩქარჩქარა მივათვალ-მოვათვალიერეთ და რამდენიმე სტუდენტი ადრე მოვბრუნდით უნივერსიტეტში, რადგან იმ დღეს "დიდი დღე" იყო

:
ჩვენი უნივერსიტეტი აწყობდა ასე ვთქვათ "ნაციონალურ დღეს", სადაც ყოველ სტუდენტს ეძლეოდა საშუალება თავისი ქვეყანა წარმოეჩინა ნებისმიერი ხერხით
ეჰ, არც ნაციონალური სამოსი გვქონდა (ისე ჩქარა გამოგვაფრინეს, ძალიან ბერი რამ ვერ წამოვიღეთ საქართველოდან), არც დრო (ბოლო დროს სხვა კონკურსებისა და ღონისძიებების სიმრავლის გამო), ჩვენი საელჩო კი ისეთი უყურადღებო იყო ჩვენი გამოფრენისას,რომ ახლა აღარც გვითხოვია მათთვის დახმარება, მოკლედ, არანაირი ნორმალური პირობა არ იყო სამაგისოდ რომ ჩვეც მიგვეღო მონაწილეობა
მაგრამ გული გულობდესო და...
მაინც შევიტანეთ მცირედი წვლილი საქართველოს პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ
ჩინელებმა ტრადიციულად გახსნეს ღონისძიება
