22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მეგრული ტური2

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Lola » 28 აპრ 2009, 03:22

tavadi

აფერისტები ხართ შენც და ის წითურიც!...
რაღა ბებო, ჩემზე მაგარ ხედზე იყო :D
და მე მის მერე დავიძინე!.. :P



MalvoLiO

ურუს გნუმ?

შენ ეგ სურათი საიდან?..
აშკარად არ იყავი იქ კი არა და...
რა არაბუნებრივად გვძინავს მე და დავითს =)))




მე ცოტა სურათებს დავდებ და დანარჩენს ავრივრთავ...
ყველას ყველას....
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 09:08

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: გაგრძელება წინა თავიდან

თავი II

მარტვილი და ტრული, ტრული და მარტვილი, მარტვილი და ჩვენ, ჩვენ და მარტვილი და მარტვილი და მძღოლი და მძღოლი და მარტვილი


დონ კიხოტს დავემშვიდობეთ და გზაც გავაგრძელეთ, გადავწყვიტეთ, ზესტაფონში შეეგვეარა ბაზარში. ასეც მოვიქეცით. მე და თინიკომ ვიბაზრეთ, ვიბაზრეთ და მოვიბაზრეთ.

ვიყიდეთ ყველი!!!

ეს ფაქტი უბრალო ფაქტი არ გეგონოთ და ყველი იგივე ყველი, რასაც ჩვეულებრივი მოკვდავები ყიდულობენ ხოლმე. ეს იყო ყველი, რომელიც მეგრული ტურის მონაწილეებისათვის სუსტ წერტილად იქცა.

- ყველი არ გინდა? - ეს შეკითხვა კორექტული ფორმაა გინებისა და იდენტური მნიშვნელობებით გამოიყენება ხოლმე. ჩვენ გვაქვს მეორე ფორმაც გინებისა, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ერთი სიტყვით, იმდენი ყველი ვიყიდეთ, რომ კარაველებსა და პლიუსებს ლეგალურად შეექმნათ "გამოყლევების" საფრთხე.

ჩავედით მარტვილში. მომიტევეთ, მაგრამ მეგრული ტურის მონაწილეებს ამ ქალაქის ხსენებისას ცოტა სლოკინი გვივარდება ხოლმე, მაგრამ არ შეიმჩნიოთ. მოვიძიეთ ტრული, რომელიც პაკში სამ მეგრელ ახალგაზრდა ყმაწვილთან საუბარში შევამჩნიეთ გართული, ერთ ხანს იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ გაგვევლო და დაგვეტოვებინა ტრული ადგილზე, მაგრამ ქავთარაძემ განაცადა, ბიძა უნდა ვნახოო.

ქავთარაძე კი გადავიდა, მაგრამ ჩვენმა მძღოლმა ცოტა კი გაჭედა, ჯერ მორიდებული კომენტარები მიიღო, მერე სიფრაგიომაც იმავე ტონალობაში გაუჭედა, მაგრამ მძღოლი მერაბა სულ ამოხტა შარვლიდან, გაგიჟდა და გადაირია. გადავწყვიტე ჩავრეულიყავი და სრულიად მორიდებულად, მე რომ მეხერხება ხოლმე, ავუხსენი, რომ ის იყო დაქირავებული მძღოლი, რომელსაც ჩვეის ტემპისათვის უნდა აეწყო ფეხი და არა პირიქით. იქვე გამოვხატე იმედი, რომ მძღოლი შემთხვევას კარგად გამოიყენებდა და ისწავლიდა ჯგუფებთან მუშაობას, ჰოდა, მძღოლმაც აღიარა, ხმა მაქვს ეგეთი, თორემ კი არ ვჩხუბობო.

როგორც შემდგომში მივხვდით, ყველაფერზე მარტვილმა იმოქმედა, მოვიდა ქავთარაძეც , ჩავსხედით ისევ მარშრუტკაში, დავტოვეთ პარკში მყოფი ახალგაზრდები ტრულის გარეშე და გავაგრძელეთ მგზავრობა.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 09:25

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

თავი III

სალხინოს დადიანების სასახლე


სალხინომ თავისი სილამაზით ნამდვილად მოგვხიბლა ყველა. ეს არის მთიანი ნაწილი სამეგრელოსი და როგორც მთლიანი საქართველო, განსაკუთრებული სიმწვანით გამოირჩევა.

მორიგი გაჩერება სალხინოს დადიანების სასახლეში გვქონდა.

ცოტა რამ სალხინოს დადიანების სასახლისა და სამეფო ოჯახის მეურნეობის შესახებ:

სადაც იგი უმაღლესი ჯილდოთი `გრან-პრი"-თი დაუჯილდოებიათ.


დადიანი-მიურატის მეურნეობა სალხინოში

XX საუკუნის დამდეგიდან სალომე დადიანი-მიურატის მეურნეობა გაფართოვდა. 1902 წლისათვის მის მამულში ვენახის 60 დეს., ხოლო ახლად კულტივირებული რამის პლანტაციას 20 დეს. ეკავა. რამის კულტურისადმი ინტერესი გამოიჩინეს ფრანგებმა. ერთ-ერთმა კომპანიამ ს. დადიანთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სალხინოში უნდა აგებულიყო რამის გადამმუშავებელი ფაბრიკა. მაგრამ უფრო გვიანდელ მასალებში ასეთი წარმოს კვალი არ ჩანს. ფრანგები ალბათ ნედლეულის გატანას დასჯერდნენ. შესაძლოა, ს. დადიანის პლანტაციებიდან მიღებული ნედლეულის გადამუშავება ხდებოდა სენაკის მაზრის სოფ. ქვიტანჭალაში, სადაც ნ. ლორთქიფანიძის რამის პლანტაციების (80 დეს.) გვერდით ერთ-ერთ ფრანგ კაპიტალისტს რამის გადამმუშავებელი ფაბრიკა ჰქონდა

ს. დადიანი თავის ძმის ნ. მინგრელსკისაგან ყოველწლიურად 30 ათას მანეთს დახმარებას იღებდა. ამიტომ ნ. მინგრელსკის გარდაცვალების (1903 წ.) შემდეგ იგი კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავრდა და მთავრობას სთხოვა დახმარება. 1905 წელს ვორონცოვ-დაშკოვის შუამდგომლობით ს. დადიანს მართლაც დაენიშნა ყოველწლიური 30 ათას მანეთიანი სუბსიდია, რასაც მეურნეობის გაფართოებისათვის იყენებდა. ერთი ცნობით 1912 წლისათვის ს. დადიანს სენაკის მაზრაში ჰქონდა 425 დეს. ვენახი. სამეგრელოს მასშტაბით ს. დადიანი-მიურატის მეურნეობა ყველაზე მსხვილი, სანიმუშო კაპიტალისტური მეურნეობა იყო, რომელიც ძირითადად დაქირავებულ შრომას ემყარებოდა.

XX საუკუნის 10-იან წლებში სალხინოს მეუნეობის სათავეში ედგა უკვე სალომეს ვაჟი. “მოსავლის” კორესპონდენტის ცნობით, 1911 წ. 17 ნოემბერს პრინც მიურატის თაოსნობით ლონდონში ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საზოგადოება, რომლის ძირითადი კაპიტალი 5 მლნ მანეთს უდრიდა. ამ აქციონერულ საზოგადოებას მიზნად დაუსახავს ამიერკავკასიაში მოღვაწეობა და სენაკის მაზრაში დადიანების, წულუკიძეებისა და სხვ. მემამულეებისაგან უყიდია 20300 დეს. მიწა. კაპიტალით უზრუნველყოფილმა საზოგადოებამ სამეგრელოში საფუძველი ჩაუყარა გრანდიოზულ მეუნეობას, რომლის ზრდა-განვითარება შემდგომში ომმა შეაფერხა.

ამჟამად დადიანების სასახლის ტერიტორიაზე მონასტერია და მას მამა ილია წინამძღვრობს, რომლისგანაც ლოცვა-კურთხევა ავიღეთ და დახმარებაც შემოგვთავაზა.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ხალხს, მამ ილიასა და მორჩილ რუსლანს, ასევე ამ მონასტრის სხვა მამებსა და ძმებს დახმარებისათვისაც და ძალიან გულთბილი მიღებისათვისაც.

შემოგვთავაზეს მონასტრის ტერიტორიაზეც ღამის გათენება, ჩვენი ჩასვლის მიზანი რომ გაიგეს, გვითხრეს, თუ გსურთ აქ დარჩით, თუ გსურთ წაჩხურაზე ადით მთაზე და იქ დაბანაკდით მონასტრის უკანო. ჩVენ ეს უკანასკნელი ვარჩიეთ.

წაჩხურაზე ასვლამდე კი დადიანების სასახლე დავათვალიერეთ:

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Archil » 28 აპრ 2009, 09:26

ARCHILI

რომ მიდიოდით, გეთქვა შე კაცო, წამოგყვებოდით მეც :)

მე თუ ვერ წამოვიდოდი, ფოტოაპარატს მაინც გაგაყოლებდით.. თუ მაგას ვერა, რამე გადასაფარებელს, წვიმისგან რომ დაცული ყოფილიყავით.. კეთილ სურვილებს მაინცა :)

ეგ ხუმრობით და..

კაცო გირეკავდი ყოველ დღეს და მომკლა გასულია მომსახურების სფეროდანო და.. ეგ მობილი გამორთული გქონდა თუ ზარი გაქვს მასეთი დაყენებული, ვეღარ გავიგე :) მაგ ადგილებში წესით უნდა დაეჭირა მაგთის (რა და რატომ, მაგი არ ვიცი;) )

კარგად გივლიათ, მე კი მეგონა წვიმაში მოყევით და კინაღამ გული მეტკინა მაგისგან :P

მაგრებოოოოოო !!!!
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 09:41

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

სალხინოშიც მაგარი საკალმახეები ყოფილა. თქმულებაცააა რომ დადიანების სასახლიდან კალმახების "ცეკვას" უყურებდნენ თავადებიო.

აი, ამ გარემოდან :)

Image

Image

Image

Image

(ამ პოსტის ფოტოები ამირანს ეკუთვნის)
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:
Last edited by ARCHILI on 12 მაი 2009, 23:03, edited 1 time in total.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Archil » 28 აპრ 2009, 09:49

ARCHILI

კარვებით იყავით რამდენადაც მახსოვს და დადეთ მაგათი სურათიც და ამბებიც მოყევით რა გადაგხდათ კარვებში :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 09:51

Archil wrote:ARCHILI

კარვებით იყავით რამდენადაც მახსოვს და დადეთ მაგათი სურათიც და ამბებიც მოყევით რა გადაგხდათ კარვებში :)
ეგ ჯერ პირველი დღეა და აუცილებლად დავდებ არჩილ :) კარვებს იმდენს იხილავთ ჩვენს ტურში და იმდენნაირ კონტექსტში, რამდენიც გაგიხარდეთ

:)

User avatar
eloiza
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 10 სექ 2007, 07:50
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by eloiza » 28 აპრ 2009, 10:01

ის გმირული ასვლა მდინარიდან ხიდამდე დააფიქსირა ვინმემ? სიზმარშიც კი არ ვნახავდი იმ აღმართს რაც ავიარეთ :D


ძალიან, ძალიან მაგარი დღეები იყო და მადლობა ყველას:)))))

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 10:15

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების ნაწილი ადრე ხევში მოღვაწეობდა, ამიტომ ძველი ახლობლებიც მოვიძიე და მოვიკითხ. მეც გავიხარე მათი მოკითხვით.

სალხინოს დადიანების სასახლის მონახულების შემდეგ დავემშვიდობეთ მონასტრის მამებსა და ძმებს და გავემზადეთ წაჩხურასკენ ასასვლელად.

წინამძღვრის კურთხევით, მონასტერში მამების მიერ დამზადებული სანთლები გადმომცა საბერო მორჩილმა რუსლანმა.

ჩვენ სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ, ლოცვა კურთხევა ავიღეთ და გამოვბრუნდით:

Image

Image

Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by z g a r b i » 28 აპრ 2009, 10:42

არა, არა მორჩა.. აღარ შემოვალ მე ამ თემაში :roll:
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 10:43

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

III თავი

ღამისთევა წაჩხურაზე


წაჩხურამდე თავგადასავლებით მივედით, კინაღამ ხრამშიც გადავვარდით მარშრუტკიანად. ამით, სამეგრელომ მიგვახვედრა, რომ სამეგრელო არც ისე ვაკე ადგილი იყო, ციცაბო გზაზე ასვლა მარშრუტკამ ვეღარ შეძლო და ჩვენ ფრენა-ფრენით გადმოვედით.

უკვე ბინდდებოდა.

Image

წაჩხურას ტაძრიდან მამა სპირიდონი ბრუნდებოდა და ჩვენ რომ მთელ ამბებში გვნახა, დახმარება შემოგვთავაზა. მერე ერთი ადგილობრივი გიგა გულორდავა მოგვიჩინა და გვითხრა, დაგეხმარებათ ადგილის მოძიებასა და დაბანაკებაშიო...

ციცაბო ბილიკები სანთებელას ფანრებითა და მობილურაებით გავინათეთ და ავედით წაჩხურაზე, მალევე დავიწყეთ ბანაკის გაშლა და ცეცხლის აგიზგიზება.

თუ ვინმე წაჩხურაზე ასვლას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ტაძრის უკან, გალავანის გარეთ არის მშვენიერი დასაბანაკებელი ადგილი. მონასტრის წინ კი პატარა შემოღობილში წყალია. გარშემო ტყეა და ამიტომ, დასაბანაკებლად კომფორტული ადგილია.

გიგა და მისი მეგობრები ცეცხლის დანთებაში დაგვეხმარნენ და ტყიდან შეშა გამოგვიტანეს.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 10:48

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

დილით კი, სანამ ჩვენს ბანაკში სიმშვიდე იყო, ასე გამოიყურებოდა ბანაკი:

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
XAO
იეტი
Posts: 1248
Joined: 14 მაი 2007, 17:06
Location: უღრანი ტყე
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by XAO » 28 აპრ 2009, 11:20

ეს თეთრი კარავი ვისია? :)

რაღაც არაყს ვერ ვხედავ :D არჩილ არ გეპატიება :D
ტყის ბრძენი
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]