დასაყენებელ ჩაის ყრიან სპეციალურ "ჩაის კოლოფში" (ჩა ჰ(ე)).
ყოველ ადამიანს წინ უდგამენ ორ ფინჯანს: მაღალს - არომატის შესაგრძნებად და დაბალ ფინჯანს - ფერისა და გემოს შესაგრძნებად.
ამ ფინჯნებს დებენ პატარა სინზე. აგრეთვე გამოიყენება ჩაიდანი და "ჩა ჰაი"- ჭურჭელი რომელიც ჰგავს რძის ან ნაღებისათვის განკუთვნილ ჭურჭელს.
ყველაფერი ეს იდება სპეციალურ ფიცარზე, ჩაის ფოთოლს ყრიან პატარა ჩაიდანში და ასხამენ მდუღარეს. ცხელი წყლის ეს პირველი ჩასხმა საჭიროა იმისთვის, რომ მოაცილონ მტვერი ჩაის ფოთოლს.

წყალიც განსაკუთრებული უნდა იყოს - წყაროს წყალი, იგი უნდა დუღდეს ღია ცეცხლზე, წყლის დუღილსაც აქვს თავისი დრო.
ცხელ წყალს რამოდენიმეჯერ ამატებენ ჩაიდანში, ოღონდ უშულოდ ჩაის დალევის მომენტში. დაყენებულ ჩაის ნაყენს ასხამენ მაღალ ფინჯანში, რომელსაც მაშინვე აფარებენ ზევიდან დაბალ ფინჯანს. ამ კონსტრუქციას გადააბრუნებენ და ისე აწვდიან ჩაის სმის მონაწილეებს. მერე ნელნელა წევენ მაღლა ფინჯანს და შეიყნოსავენ ჩაის არომატს.
ჩაი - ეს არის ურთიერთმოქმედება ცეცხლის, წყლის, ჩაის ფოთლის, სივრცის და მდგომარეობის!
