სანამ რკონის სოფელში შემოხვალთ მანამდეა გზა გადასახვევი მარჯვნივ წითელწყაროსკენ. გზა პირდაპირ მდინარეზე გადის. სამწუხაროდ იქ ხიდი არაა და საკმაოდ განიერიცაა მდინარე, ასე რო გადატოპვას ვერ აცდებით. თავიდან ვიფიქრეთ იქნებ რამე კარგი გადსასვლელი ვნახოთ რომ დასველების გარეშე მოვახერხოთ მეორე ნაპირზე გადასვლათქო, მაგრამ უშედეგოდ... ცოტა ხანში უაზრო აზრი მომივიდა თავში

ალექსას ვუთხარი წამო დავბრუნდეთ ახალქალაქში, ტაქსით გადავიდეთ ხოვლეში და ხოვლედან ავიდეთ იმ სოფლებში რაც უნდა ვნახოთთქო

ალექსა ჭკვიანია, ქალის ჭკუას არ გაყვა და დავიწყეთ გახდა
გავიძრეთ ფეხსაცმელები და თოვლში და სასტიკად გაყინულ თეძამში ფეხშიშველები გადავედით... ისე მოგვეყინა ფეხები, ვინმეს რო მოეჭრა ვერც კი ვიგრძნობდით
სოფელ წითელწყაროს ნათლისმცემელსაც ეძახიან, თეძამზე რომ გადახვალთ გზა არ აგერევათ, პირდაპირ მიხვალთ ამ სოფელში. რკონიდან დაახლოებით 8 კილომეტრითაა დაშორებული. სულ აღმართებზე გიწევთ ასვლა, საკმაოდ მაღლაა ეს სოფელი გაშენებული. სოფელს მდინარე ვიცხა ჩამოუდის.
რაც უფრო ზემოთ ავდიოდით მით უფრო უმატებდა თოვას და მით უფრო თეთრი ხდებოდა არე-მარე.
მიუხედავად იმისა რო ფეხები მაინც დაგვისველდა, სიცივით არ გვციოდა. ტემპს არ ვკარგავდით, შესვენების გარეშე მივდიოდით და მშვენივრად ვგრძნობდით თავს

ესეც მე და ალექსა, თოვლში და საწვიმრებში
