მარა ვერ მოგვართვეს.
ადამიანი ვერა ვნახეთ დასახლებაში.
ერთგან ჭიშკარიც ღია იყო, სახლის კარებიც... სარეცხიც ეფინა გარეთ. ჭიშკარზე ვაკაკუნეთ ქვით, მაგრამ არავინ არ გამოიხედა.
მერე მე და ზღარბმა გავიარ-გამოვიარეთ. ერთი სახლი ვნახეთ, რომელსაც შესასვლელი კარის გისოსი გაწეული ჰქონდა (ისეთი სახლი იყო, წესით არ უნდა ჰქონოდა გაწეული)... მაგის ჭიშკარზეც ვაკაკუნეთ ქვით, მაგრამ სულიერი არ ჭაჭანებდა.
არადა უკვე 4 საათი იყო, თუ ბინას ვერ ვნახავდით და კარავებს დროზე არ გავშლიდით, ვერ გავაშრობდით და კვლავ სისველეში მოგვიწევდა ძილი.
ვიღაც თენგიზსაც დავურეკე, მობილურის ნომერი ეწერა ჯიხურზე, აგიშენებთ აგარაკებს ან დაგეხმარებით ნაკვეთის შესწყიდვაშიო. ვიფიქრე, იქნებ ის მაინც იცოდეს, ამ დროს აქ ვის უნდა მივმართო-თქო, მაგრამ მასაც გამორთული ჰქონდა მობილი.
მერე მე და ბუდამ გავიარეთ და როგორც იქნა, ვიღაც მოხუც ქალს და ბავშვს მივადექით სახლში.
ქალაქელები იყვნენ აშკარად... ალბათ სააღდგომოდ იყვნენ ჩამოსულები.
ამ აგარაკების დარაჯი ქალიაო და მონასტერშია წასული, რამდენიმე დღეში ჩამოვაო.
ამ სახლებში შესვლა შეიძლება თუ არა, არ ვიცი... მონასტერში ჩადით, იქ შეგიფარებენო.
სახლები თორე... ზოგი მოლოდ ამოყვანილი კედლები და გადახურული იყო, ზოგი კი ძველი და დანაგვიანებული.
მოკლედ, ნებართვის გარეშე არცერთგან ვაპირებდით შესვლას (პრინციპში დიდი სურვილი არც გვქონდა

მოკლედ ბევრი ვიკამათეთ და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ მონასტერთან ახლოს, ტყესთან ჩავსულიყავით და კარვები გაგვეშალა.
იქ შეშას მაინც ვნახავდით და საძილეებს გავიშრობდით.
დაახლოებით 30-40 წუთი მოვუნდით ჩასვლას.
ჯერ ცხენების რანჩოსთან გავჩერდით, სადაც ჭიშკარზე ეწერა, შესვლა აკრძალულიაო.
ყურადღება არავინ მოგვაქცია და მონასტრამდე გავაგრძელეთ გზა.