ეს წერილი რამოდენიმე კვირის წინ იდეების კიდობანში დავწერე, გამოხმაურება მოყვა, იდეა მოიწონეს ხოდა გადავწყვიტე სამომავლოებში გადმოვბარგებულიყავიsaskva wrote:მოკლედ პირადად მე დიდი ხანია საგურამოს ბავშვთა სახლის ხშირი სტუმარი ვარ. უკვე იმაზეც კი მიდის დავა მე ანი მასწ ვარ თუ უბრალოდ ანი. ძალიან საყვარელი ბავშვები არიან და მათთან დროის გატარებაზე უკეთესი ჩემთვის არაფერია
ბავშვთა სახლში 40 ბავშვია, 5წლით დაწყებული და 16ით დამთავებული.
ერთ ერთი ესეთი ჩასვლისას საუბარში გაირკვა რომ ბავშვების საყვარელი საჭმელი მწვადია![]()
მაშინ გამიჩნდა იდეა:
ერთ დღეს ავდგები, ბევრ სამწვადეს გამაგრილებელ სასმელებს და კიდევ რაღაც რუღაცეებს ვიყიდი და ერთ დიდ და კარგ პიკნიკს მოვუწყობთქო.
რას იტყვით ეს იდეა ერთად რომ განვახორციელოთ???
მე პირადად ძალიან მინდა ყველა მსურველმა მიიღოს ამაში მონაწილეობა
პს. იდეეები რა როგორ და რანაირად შეიძლება გაკეთდეს მიიღება. შეიძლება სხვა აქტივობებიც დავგეგმოთ, მაგალითად შედარებით დიდები ზედაზენზე ან ბებრის ციხეზე ავიყვანოთ ან რამე ესეთი. მოკლედ ყველანაირი იდეა მიიღება





ბავშვთა სახლში 41ბავშვია, 15გოგო დანარჩენი ბიჭი. ასაკი 4დან 17წლამდე მერყეობს.
ჩემი სავარაუდო გეგმა ასეთია:
ჩავდივართ საგურამოში დაახლოებით 11 საათისთვის საკუთარი მანქანებით. (ნუ შევხედავთ სიას თუ დაგვჭირდა ტრანსპორტსაც ვიქირავებთ)
გავაჩერებთ მანქანებს ბავშვთა სახლის ეზოში, მოვკიდებთ ბავშვებს ხელს და წავალთ ჭავჭავაძის სახლ მუზეუმში. იქვეა მაქსიმუმ 500მეტრში და ბავშვების წაყვანის პრობლემა არ იქნება, თან მასწავლებლებიც დაგვეხმარებიან და უპრობლემოთ ავალთ და ჩამოვალთ. დავათვალიერებთ სახლ მუზეუმს და დავბრუნდებით უკან.
აი რომ დავბრუნდებით მერე უკვე დავიწყებთ ცეცხლზე ზრუნვას, მწვადების შეწვას, მაგიდის გაწყობას და სხვა. რა თქმა უნდა ბავშვები ყველაფერში დაგვეხმარებიან.
ნუ სუფრის და დიიიიიიიიიიიიდი მწვაადობის შემდეგ ბავშვებს ვეთამაშებითს, ისინიც იმედი მაქვს რაიმე სურპრიზებს შემოგვთავაზებენ

გავიკითხ გამოვიკითხე და სავარაუდოდ 15კგ ხორცი დაგვჭირდება, რომელსაც წინასწარ შევიძენთ. სხვა რაღაცეებიც გვექნება საყიდელი და ამ ყველაფერსაც წინასწარ გავამზადებთ.
ვიკრიბებით 2 მაისს, 10საათზე, სამთო ქიმიასთან
აბა ეხა სია:
1. saskva (ბუსკუთი მაგრამ ადგილების გარეშე)
2.
