დედამიწის დღეს გილოცავთ 22.04.09

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დედამიწის დღეს გილოცავთ 22.04.09

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 აპრ 2009, 14:52

გუშინ საძიებო ვებ-გვერდმა "გუგლიმ" დედამიწის საპატივსაცემოდ თავფურცელი საგანგებოდ გააფორმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამ ეს დღე ხეების დარგვით აღნიშნა.
სხვათა შორის, საქართველოს გარემოს მინისტრმა გოგა ხაჩიძემაც.
მკდ, რაც უფრო მოვუვლით ბუნებას, გარემოს, მთლიანად - დედამიწას, მათი კეთილშობილების
მიმართ მით უფრო მადლიერები ვიქნებით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
დედამიწის დღეს გილოცავთ 22.04.09

Post by zika » 23 აპრ 2009, 15:04

ჯობია ჩვენც ტრადიციად ვაქციოთ ეს დღეს და დასუფთავების აქცია ან ხები დავრგოთ ხოლმე , GAMARJOBA SAKARTVELO რას იტყვი :D

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
დედამიწის დღეს გილოცავთ 22.04.09

Post by pataputina » 23 აპრ 2009, 15:47

ეერთი დიიიდი ტორტი უნდა გამოგვეცხო
და
მერე დედამიწა რომ შეუბერავდა
გადაგვისვრიდა
მამა მიწასთან

კი არა და



გილ20ავ
და
მეც იმას გთხოვ
რასაც
ის






შემინახე, დედაო მიწავ!
გოდერძი ჩოხელი

შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები...
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა.
გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა.
ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი.
ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით.
რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე.
ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი.
ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს.
მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი:
_ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი.
_ ღმერთის ნებაა!
იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა.
იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად.
შეეთვისა და განეთვისა:
ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას...
იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში...
დავიბადე!
აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში:
_ სად ვინა ხართ, გამოიხედეთ!
მე არავინ შემეხმიანა და ვიდრე გონების თვალს აღმიხელდი, ვტკბებოდი შენით.
ჩემი სხეული შენით აღივსო და მეც ისევე დამემართა, როგორც უცხო ადგილზე მოხვედრილ დამშეულ მგზავრს ემართება _ რომ მოისვენებს, ხორცს განიძღებს, მერეღა ძიობს მისი სული გულუხვ მასპინძელს.
მე შენ გეძებდი.
გეძებდი მანამ, სანამ შენ თვითონ არ ჩამოწვდი ჩემს გულ-გონებას:
_ ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს.
შენც ხომ ღვთის წილი ხარ, დედამიწავ!
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
მე სანთელს ვგავარ, შენს ბეჭებზე ორი ფერის ტაბლაზე ვიწვი: დღისით და ღამით.
უფლის განგებით სავსე არის ორივე ტაბლა:
ღამე სიზმრებით, ხოლო დღისით სახიერი ცხადი ხილვებით.
ჩამოდგა ჩემი დღის ტაბლაზე ჩაქრობის ჟამი.
ღამის ტაბლაზე მოსალხენად მიდის უფალი.
მე ვიღვენთები და შემოქმედს წყვდიადს ვუნათებ, რომ დღის ტაბლიდან სახიერი სიზმრეულში გადაიტანოს...
და სული ჩემი ჰგავს ქარბორბალას, ტრიალებს ჩემში და რაც მოაქვს, მიაქვს ისევე.
.
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები,
გაისხენი, გაისხენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა...
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
მე რომ ჩამომძახებენ:
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი, ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე, დედაო მიწავ!


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]