ბრძნული აზრები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
ბრძნული აზრები

Post by okulone » 18 აპრ 2009, 19:53

festina lentae - იჩქარე დინჯად

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბრძნული აზრები

Post by Tamari-ch. » 22 აპრ 2009, 17:09

"უნდა ატარო გულით ქაოსი -
რომ გქონდეს უნარი შობო მოკაშკაშე ვარსკვლავი""

ნიცშე

"Нужно носить в себе хаос, чтобы быть в состоянии родить танцующую звезду"

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ბრძნული აზრები

Post by ZVIOSULI » 22 აპრ 2009, 17:21

Tamari-ch.
ნიცშე სატანისტი და ფაშისტი იყო :twisted:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ბრძნული აზრები

Post by pataputina » 23 აპრ 2009, 11:32

ლამბაშია თავისუფლება! (ც) ჩვენ
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ბრძნული აზრები

Post by meore monadire » 23 აპრ 2009, 12:06

არაფერია იმაზე დიდი დამცირება ადამიანისა, ვიდრე იგი დაუმსახურებლად შეაქო

ჩესტერფილდი, წერილები ვაჟიშვილს



ნეხვი როგორაა ფრანგულად, ნეხვი?

ეს ქართულ ფილმშია და არ ვიცი ვისია მაგრამ ძალიან კარგი ნათქვამია
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
ბრძნული აზრები

Post by okulone » 24 აპრ 2009, 21:15

homo hominis deus est - ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია
homo hominis lupus est - ადამიანი ადამიანისთვის მგელია

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ბრძნული აზრები

Post by pataputina » 24 აპრ 2009, 21:20

okulone
ეს გამახსენდა........ :oops:






”...........და ის თუ იცი, რა არის ადამიანისთვის ადამიანი?
— რა არის... ახლობელია...
— და სხვა არაფერი?
— რა ვიცი... არ ვიცი.
— ახლავე აგიხსნი, — თქვა გრიშამ და მიმოიხედა, — არის ერთი გამოთქმა, რომ ადამიანი ადამიანისათვის მგელია, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში შენი ახლობელი, სულ სხვა თვალსაზრისისა ვარ. და თუ გინდა, რომ აგიხსნა, აბა, თვალები დახუჭე და დინჯად, ნებისყოფიანად დაითვალე ათამდე.
— და უცებ მაკოცებ, არა?
— არა.
— აბა?!
— თუ გაინტერესებს, დათვალე, თუ არადა...
— კარგი, კარგი. თვალები დავხუჭო და ისე?
— ჰო.
— ერთი, ორი, სამი... — დაიწყო ქალმა და ბოლოს განგებ გააგრძელა, — ცხრა-ა, და — ა, აა-ათი... ათი! მითხარი ახლა... გრიშა, სადა ხარ?
ზღვა შრიალებდა მხოლოდ.
— გრიშა! — წამოიძახა ქალმა და წამოდგა, — სადა ხარ, გრიშა?
ძალიან ბნელოდა.
— გრიშა! კარგი ახლა, გამოდი, გრიშა! — და ქალი საკუთარმა კივილმა შეაკრთო, გულზე მიიხუტა თითები, თვალები გაუფართოვდა, სახე დაეძაბა, ბნელს მიაშტერდა და შიშმა ჟღარუნით დაუარა სხეულში — იქვე, შორიახლოს, უცნაურად გაფარჩხული კუნძი ეგდო.
— გრიშა! მოდი ჩემთან, გრიგოლ! ხმას აღარ გაგცემ, იცოდე, გრიგოლ!.. — და ქალმა სილაზე დაჰკრა ფეხი.
გაგიგონიათ?! — ვითომც არაფერი.
„ამ ქალაქგარეთ... ამ ქალაქგარეთ რა მინდოდა, გადაკარგულში, რა ვქნა...“ — გაიფიქრა ქალმა და კუნძს ფრთხილად აუარა, ცდილობდა, არ შეეხედა და განზე იყურებოდა, მაგრამ პატარა ორმოში ჩაუვარდა ფეხი და მუხლზე დაეცა. ამან მთლად არია ქალი, თანაც სიბნელიდან თავად შიში მისჩერებოდა გაყინული, წებოთი ამოვსებული თვალებით, წამოხტა და თვალდახუჭული გაიქცა სილიან ნაპირზე — საკუთარი ფეხის ხმაც კი არ ესმოდა, ვიღაცეები კი გრიალით მისდევდნენ, კაბასა და თმაზე ეტანებოდნენ, სიმწრისაგან თვალდახუჭული, ერთიანად აცახცახებული ქალი კი გარბოდა და უცებ რაღაცას რომ დაეჯახა, შეჰკივლა, სახეზე აიფარა ხელები და ჩაიკეცებოდა, იმ რაღაცას წელზე ხელი რომ არ შემოეხვია და არ ეთქვა:
— ეს მე ვარ, მე.
— გრიშა! — წამოიძახა გახარებულმა ქალმა და ჩაეხუტა, — სად იყავი, გრიშა?!
— სად წავიდოდი... შენ, რა, მიგატოვებდი, გეგონა?
— ჰო, — ამოისლუკუნა ქალმა და უფრო ჩაეხუტა, — რატომ შემაშინე, რატომ შემაშინე, გრიშა?!
— ნუ გეშინია, ნუ ტირი, აბა, შემომხედე... გეყოფა, კარგი, დაწყნარდი და კარგად დამიგდე ყური — აი, ესაა ადამიანისთვის ადამიანი.
— რა ესაა... რას ამბობ?
— აი, სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი, — უთხრა გრიშამ და თავზე გადაუსვა ხელი, — შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო, შენ მარტო იყავი ამ წკვარამსა და უკუნეთში, შენს წინ კი უზარმაზარი, გამუქებული ზღვა ავად შრიალებდა, პატარავ, და შეგეშინდა, მარტო იყავი, მარტოკინა, და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ხომ ღამე იყო, ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ჩახუტებული და დაჯერებული, ახლა ხომ დღეა, პატარავ, ხომ დღეა?
— დღეა, გრიშა, დღეა, — ტიროდა ქალი.
— ადამიანი ადამიანისთვის დღეა, — თქვა გრიშამ. ”



:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
ბრძნული აზრები

Post by okulone » 24 აპრ 2009, 21:32

pataputina
:P და ეს კიდევ ცხოვრებაა :roll: :lol:

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ბრძნული აზრები

Post by pataputina » 24 აპრ 2009, 21:37

okulone
:oops:








ყველაფერი გავლადია!!!
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბრძნული აზრები

Post by Tamari-ch. » 24 აპრ 2009, 21:38

"დრონი მეფობენ და არა მეფენი "

ჩემი საყვარელი სიბრძნე

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ბრძნული აზრები

Post by Wanderer » 25 აპრ 2009, 10:57

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გამოთქმა:

"ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვითკირსა."


გაგრძელება იქნება... :wink:

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ბრძნული აზრები

Post by ნიმფა » 25 აპრ 2009, 11:03

"ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაოა"

okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
ბრძნული აზრები

Post by okulone » 25 აპრ 2009, 16:16

სწავლა სიკვდიმდე

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ბრძნული აზრები

Post by lama » 25 აპრ 2009, 23:27

okulone wrote:სწავლა სიკვდიმდე
შენია მუდამ შენთანა მყოფელი

მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი


სხვას ყველას მეხე უგია თავისა გასაყოფელი


თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი




დ. გურამიშვილი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ბრძნული აზრები

Post by Makena » 25 აპრ 2009, 23:55

უვიცობა ყველა ბოროტების მშობელია
ფრანსუა რაბლე

ღირსეული კაცი თავის დამარცხებას საკუთარ თავს აბრალებს, უღირსი - სხვას.
აღმოსავლური სიბრძნე
Last edited by Makena on 26 აპრ 2009, 00:26, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]