ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by paata_ » 21 აპრ 2009, 10:48

მთის ფორმის ძალიან კაი მკერავი და მქარგველი ვიცი დუშეთსი ცხოვრობს და იაფადაც აკეთებს. მგონი ჩოხასაც კერავს

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by namcecuna » 21 აპრ 2009, 11:27

მეც სიამოვნებით შევიძენდი კაბას, უფრო სწორად შევიკერავდი და შემოგირთდებოდით ერთ მშვენიერ დღეს ხალხურ სამოსში შემოსილი :oops: :D
წამო, ზღაპარში ...
Image

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by anano » 21 აპრ 2009, 11:30

namcecuna wrote:მეც სიამოვნებით შევიძენდი კაბას, უფრო სწორად შევიკერავდი და შემოგირთდებოდით ერთ მშვენიერ დღეს ხალხურ სამოსში შემოსილი :oops: :D
ესეც კიდევ ერთი გოგო შემოგვემატა....

ვფიქრობ ბევრნი რომ შევიკერავთ შედარებით უფრო იაფი უნდა დაგვიჯდეს, არა?!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by ZVIOSULI » 21 აპრ 2009, 11:53

მე მხოლოდ ხევსურსკი ტალავერია თუ რაც არის ეგ მინდა
:|
და მაგის ფული მექნება ზეგ...

ისე კაი მარიაჟები კი ვართ ქართველები :D
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by Jnosy » 21 აპრ 2009, 11:57

ჩოხა - ახალუხი, შალვარი, აზიურები, ქამარ - ხანჯალი და ლეკვერთხები სადღაც 1000 ლარამდე დაჯდება
აქ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ხანჯალს (სასურველია ვერცხლის)
ასევე მატერიის ფასს (მე მაგალითად გირჩევთ გადაიხადოთ მეტრში სადღაც 10ლარით ძვირი და არ დაზოგოთ ფული იმაში, რასაც ერთხელ იკერავ და იშვიათად იცმევ)

შავი ჩოხის შეკერვა მეც მინდა და გვერდში მიგულეთ თუნდაც ხვალ!!!
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by გვალდა » 21 აპრ 2009, 12:00

აზიურები
სად შეიძლება შევიძინოთ "აზიაცკები"? :)
სვანეთოლოგი

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by qvevri » 21 აპრ 2009, 12:54

გვალდა wrote:
აზიურები
სად შეიძლება შევიძინოთ "აზიაცკები"? :)
სადღაცა ნომერიცა მაქვს და თუ ვიპოვე დავწერ. ისე მარჯანიშვილის მეტროსთან კერავენ.

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by saskva » 21 აპრ 2009, 12:59

qvevri wrote:
გვალდა wrote:
აზიურები
სად შეიძლება შევიძინოთ "აზიაცკები"? :)
სადღაცა ნომერიცა მაქვს და თუ ვიპოვე დავწერ. ისე მარჯანიშვილის მეტროსთან კერავენ.
ნაბადში რომ ვმუშაობდი ან ერისიონის შენობაში ვაკერინებდით აზიურებს ან რკინიგზელებში მეორე სართულზე 50დან 70ლარამდე მერყეობდა ფასები, ნუ ტყავის მიხედვით რა.

ჩოხის ფასი (თავისი ყველანაირი აღჭურვილობით) 700ლარიდან იწყებოდა და დაუსრულებლად იზრდებოდა. ანუ ხარისხზე, მასალაზე და ესეთ რაღაცეებზეა დამოკიდებული რა. მაგალითად მასრები ხის არის თუ არა, მარტო თავია თუ ძირიც, პლასმასია თუ ვერცხლი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ფასი შეიძლება იყოს. ჩოხებს სადღაც მარჯანიშვილზე ვაკერინებდით, ყველაზე კარგად იქ კერავდნენ. ზუსტად არ მახსოვს მისამართი.

ჩემ მოცეკვავე მეგობრებში გავიკითხ გამოვიკითხავ, გავარკვევ და გაგაგებინებთ :)


User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by teo- » 21 აპრ 2009, 13:10

saskva
ოო ძალიან ძვირია რაის 700ლარი,200 ლარში მშვენიერი ჩოხის შეძენა შეიძლება, თავისუფლებაზე გაიარეთ მიწისქვეშა გადასასვლელში, შეკერვა თუ გინდათ მაინცდამაინც ამ დღეებში გავიგებ ჩემი მკერავის კოორდინატებს თუღა ვიპოვე სადმე

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by Jnosy » 21 აპრ 2009, 16:32

qvevri wrote:ინდე ჩემი ჩოხა
Image

ხოოოო, ეს ძალიან კლასიკურია (თან სვანურია მემგონი)

მე გლეხური მინდა, პატარა ქილებით, შავი...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by qvevri » 21 აპრ 2009, 16:46

Jnosy
ეს უფრო ქართლისკენ იხრება, თან გლეხური. მასრები მართლაც გრძელი აქვს, რაც უფრო თავადურის დამახასიათებელია. უბრალოს კარგი მატერიაა და "თვალს ატყუებს". საერთოდ მე შავი ჩოხაც მომწონს, მაგრამ ლეგა უფრო მეტად მომწონს. ისე კი არსებობდა: შავი, ლეგა, თეთრი და შვინდისფერი ჩოხები, თუმცა ამ ამბავში ჩარჩო პირობები არ არსებობს და ვისაც რა ფერი უნდა იმას შეიკერავს თუმცა მიღებული და ჩამოყალიბებული რაც არის ის სავსებით საკმარისია და თუ სხვა ფერს არ უარსებია იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენს წინაპრებს გემოვნება არ ჰქონდათ ან ფერები არ არსებობდა, პირიქით ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის ხალხი დიდი გემოვნების ხალხი იყო და ქართული ჩოხა სწორედ იმ ფერებშია გადაწყვეტილი რომელი ფერებიც საჭირო იყო და რომელი ფერებიც მაქსიმალურადაა მისადაგებული ქართველი კაცის ყოფიერებას.
Last edited by qvevri on 21 აპრ 2009, 17:35, edited 1 time in total.

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by SHORENA » 21 აპრ 2009, 16:54

:) აუუუ, გოგა რა მაგარი იდეააა...

დღეს ზუსტად მეც ამ ნაციონალური სამოსის ამბებს ვარკვევ, ჩოხოსნებში გაწევრიანება მინდა და შესაბამისად კარგი სამოსიც მჭირდება, ასე რომ თქვენთან ვარ :wink:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by Archil » 21 აპრ 2009, 20:11

ZVIOSULI wrote:მე მხოლოდ ხევსურსკი ტალავერია თუ რაც არის ეგ მინდა
:|
და მაგის ფული მექნება ზეგ...

ისე კაი მარიაჟები კი ვართ ქართველები :D
სულაც არ ვართ მარიაჟები (ჩოხის ვარიანტზე ვამბობ)

ევროპელებიც დიდის ამბით იკერავენ თავიანთ ეროვნულ ტანისამოსს, ეროვნული ცეკვაც იციან და სიმღერაც. პატივსაც სცემენ თავიანთ ტრადიციებს. ასე რომ ქართველმა რომ ქართული მოინდომოს, ეს ჩვეულებრივი რამაა, საკუთარი თავის შეგნებისა და შეგრძნობის საშუალება და არა მარიაჟობა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by qvevri » 22 აპრ 2009, 10:22

აბა ძველი ქართველების ჩოხიანი სურათები დვაწყოთ თუ მოგვეპოვება.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]