ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by ARCHILI » 20 აპრ 2009, 23:34

ამ გასვლის იდეა კარაველ GAMARJOBA SAKARTVELO-ს ეკუთვნის (იდეაზე საავტორო უფლება დაცულია):

ამონარიდი:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი-კაცხისვეტი. გასვლა 2 დღიანი, ღამისთევით კაცხისვეტის ძირას.
ივნისის მეორე ნახევარში ან ივლისში ხომ არ დაგვეგეგმა?.. მანამდე გადაგეგმილიც მაქვს ყველაფერი და მგონი ამისათვის ცოტა ეციება კიდეც...
Last edited by ARCHILI on 20 აპრ 2009, 23:45, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by ARCHILI » 20 აპრ 2009, 23:35

imerkhevli-მ მოგვაწოდა ფოტც და საინტერესო საიტებიც:

Image


ესეც ინფორმაცია კაცხის მიმდებარე ტერიტორიის ძეგლების შესახებ:

http://lemill.net/content/webpages/10d9 ... 145.947970
imerkhevli wrote: თუ ჩემს შვებულებას დაემთხვევა სიამოვნებით გიმეგზურებთ :D

და როდის აპირებ შვებულებას?

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by ARCHILI » 20 აპრ 2009, 23:39

burdula-მ მოგვაწოდა დამატებითი ინფორმაცია

კაცხის სვეტი

კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო ქინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია, თუმცა უკვე მიმდინარეობს ასასვლელის მშენებლობა, რაც უახლოეს მომავალში ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას უფრო ახლოს გაეცნოს ამ იდუმალ ისტორიულ ძეგლს.

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by burdula » 20 აპრ 2009, 23:41

ძალიან ძალიან ძალიან მინდა აქ ასვლა :roll:
bag,music and a long road...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by ARCHILI » 20 აპრ 2009, 23:42

burdula wrote:ძალიან ძალიან ძალიან მინდა აქ ასვლა :roll:
მეც მინდა.

:)

ნელ-ნელა დავიწყოთ ფიქრი, როგორ წავიდეტ იქ და რაც მთავარია საინტერესოდ.

ჯერ სად უნდა მივიდეთ, მერე კიდევ სად და ა.შ.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by Tamari-ch. » 21 აპრ 2009, 00:10

ARCHILI
ყველაზე კარგი ვარიანტია თუ მიდის ღამის მატარებელი

შაბათ საღამოს წავალთ და მეორე დღეს დავბრუნდებით

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by saskva » 21 აპრ 2009, 12:52

მინდა მინდა მინდა მინდაააააააააააააააააა
ოღონდ ივნისშიიიიიიიიიიიიიიიიი და არანაირად ივლისში :P

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by nusa » 21 აპრ 2009, 13:48

აუუ, მანდ მეც ძაააალინ მინდააააააა და უფრო მაისისკენ ვაპირებდი წასვლას.. მაგრმა თქვენთან ერთად მირჩევნია რაღათქმაუნდა, ხოოოდა გელოდებით სამომავლო გეგმებში 2 ნომრად ჰავტორის მერე :D

Image




http://www.boke.ge/forum/?img=117011
Image

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by Monadire » 21 აპრ 2009, 13:58

აუ რა მრისხანედ ჩანს.მომინდა ასვლა.
კიბის მაგვარს ვხედავ მარჯვენა მხარეს.იმედია თვალი არ მატყუებს და შევძლებთ ასვლას :wink:
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by okulone » 21 აპრ 2009, 14:16

აუ რა მაგარი ადგილია :P

Monadire
კიბის მაგვარს ვხედავ მარჯვენა მხარეს
ჰო კიბეა, რამდენად გამძლეა მაგდენი აღარ ჩანს :lol: :lol: :lol: :lol: )

User avatar
Georgian Rabbit
მაწანწალა
Posts: 430
Joined: 06 აგვ 2007, 10:17
Location: Tbilisi, Georgia
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by Georgian Rabbit » 21 აპრ 2009, 14:26

Monadire wrote:აუ რა მრისხანედ ჩანს.მომინდა ასვლა.
კიბის მაგვარს ვხედავ მარჯვენა მხარეს.იმედია თვალი არ მატყუებს და შევძლებთ ასვლას :wink:
მანდ ასვლა არ შეიძლება მგონი, ერთი ბერი ცხოვრობს მარტო ზევით.

ისე თუ წახვალთ შეიძლება ჩემი ძმაც ნახოთ, დათა, მანდ არი ხოლმე. და კიდე მღვიმევის მონასტერიც შეგიძლიათ ნახოთ გზად

Image
"გაგანოყიერებ მე შენ" (c) ლამა

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by pauna » 21 აპრ 2009, 15:08

ARCHILI

ალბათ თქვენთან ვარ მაგ დურში :D :D :D :D

კაცხის სვეტის ნახვა მინდა ძალიან :D :D
ImageImage

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by MIRANDA » 21 აპრ 2009, 15:35

მეც ძალიან მინდა კაცხის სვეტის ნახვა..
ამ გასვლაში შევეცდები შემოგიერთდეთ ..

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by Naia » 21 აპრ 2009, 18:37

nusa wrote:აუუ, მანდ მეც ძაააალინ მინდააააააა და უფრო მაისისკენ ვაპირებდი წასვლას.. მაგრმა თქვენთან ერთად მირჩევნია რაღათქმაუნდა, ხოოოდა გელოდებით სამომავლო გეგმებში 2 ნომრად ჰავტორის მერე :D

Image




http://www.boke.ge/forum/?img=117011
აუ, რა მაგარი ფოტოა!!!

აუცილებლად მოვინახულებ მაგ ადგილს!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by ARCHILI » 21 აპრ 2009, 19:00

მატარებელი ნომერი 644 თბილისი - ქუთაისი გადის 21:05 და ჩადის 02:35

ღირს 10 ლარი და არის კუპირებული არამოდერნიზებული

დღეს რკინიგზაში მითხრეს, რომ ქუთაისიდან 07:00 გადის საჩხერეში "ელექტრიჩკა" და 3-4 ლარი ეღირება ალბათ.

თუ მატარებლით მოვინდომოთ გამგზავრება (უფრო უპრიანია, ადრევე ჩავალთ საჩხერეში), ეს ინფორმაცია გამოგვადგება.


:)


სავარაუდოდ, უნდა გავიდეთ პარასკევ ღამეს და იქიდანა ეგრე - კვირას წამოვალთ.

ქუთაისი I:0:35 თბილისი-სამგ: 05:45


:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]