ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 16 აპრ 2009, 14:06

იმ დღეს ბზობის დღესასწაული იყო. საგანგებოდ იმ დღისთვის ტომას თბილისისდან ბზის პატარა ნერგი ჰქონდა წამოღებული, რომელიც ტბეთის ტაძრის გვერდით დავრგეთ:

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 16 აპრ 2009, 14:06

პარალონის გარეშეც წამოგორდა :wink:
Image

ტბეთშიც პატარა ლამაზი სახლები გვხვდება
Image

მოგვეწონა ეს სახლი და მის წინ ყველამ გადავირეთ ფოტოები :wink:
Image

ამ სახლის ეზოში ტბეთის ეკლესიიის მაკეტი დგას მისი თავდაპირველი სახით
Image

Image

ცნობები ტბეთის შესახებ:

ტბეთი, კულტურის კერა, რელიგიური ცენტრი შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიულ შავშეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). სახელწოდება წარმოდგება მცირე ტბებიდან. X საუკუნის დასაწყისში ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა აქ საკათედრო ტაძარი ააგო და დანიშნა პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი (ტბეთის ეპარქიაში შედიოდა შავშეთი და აჭარის ნაწილი).
XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. ამიერიდან სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც - შავშეთის ერისთავობაც ებოძა. ტბეთში გაშლილი იყო მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. აქ შეიქმნა სტეფანე მტბევარის ჰაგიოგრაფიული თხზულება "წამება წმიდისა მოწამისა გობრონისი" (914-918), იოანე მტბევარის ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები (X ს.). აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები დავით ტბელი, არქიპოსი, აკვილა მტბევარი, იოანე ფუკარალის ძე (ორივე XI ს.), აბუსერისძე, ტბელი და სხვა.
ტბეთის ხელნაწერებიდან უმნიშვნელოვანესია ტბეთის სახარება (995), რომელიც ამჟამად სანქტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება. შემორჩენილია აგრეთვე "ტბეთის სულთა მატიანის" ტექსტი (XII-XVII სს.), რომელიც მდიდარ მასალას შეიცავს შავშეთისა და აჭარის ისტორიულ გეოგრაფიისა და საგვარეულოთა შესახებ. XX საუკუნის დასაწყისში ტბეთი მოინახულეს და აღწერეს (ჯვარგუმბათიანი ტაძარი, მოხატული ლაპიდარული და ფრესკული წარწერებით) ქართული კულტურის მკვლევარებმა ნ. მარმა და გ. ყაზბეგმა.

ტბეთი960-970 , X-XIსს. მიჯნა
ტბეთის კათედრალი ტაო-კლარჯეთის არქიტექტურის ერთ-ერთი მშვენებაა. იგი მდებარეობს ისტორიულ შავშეთში, ქალაქ შავშათიდან დაახლოებით 15 კილომეტრზე (სოფელი ჩევიზლი).
ტბეთის კათედრალი საკმაოდ კარგად იყო შემონახული, როდესაც ის გ. ყაზბეგმა, დ. ბაქრაძემ, ა. პავლინოვმა და ნ. მარმა ნახეს. 1961 წელს აფეთქების შედეგად დანგრეულ იქნა ეკლესიის გუმბათი და დასავლეთი ნაწილი, დაიკარგა და გაიბნა ტაძრის შემამკობელი მრავალი დეტალი. უკვე დანგრეული ტბეთის კათედრალი შეისწავლეს ნ. და მ. ტიერებმა და ვ. ჯობაძემ. გიორგი მერჩულისა და `ქართლის ცხოვრების~ მიხედვით, ტბეთის ღმრთისმშობლის სახელობის კათედრალი ააგო გურგენ კურაპალატის ვაჟმა, ერისთავთ-ერისთავმა აშოტ კუხმა და `იგი ყოველი საჭირო ნივთით შეამკო~. `მატიანე ქართლისაÃŽ~ გვამცნობს რომ აშოტ კუხი, მაშენებელი ტბეთის კათედრალისა, გარდაიცვალა 918 წელს. ტბეთის კათედრალის შესახებ ცნობებს გვაწვდის აგრეთვე გიორგი მერჩულე, ხოლო მოგვიანებით _ ვახუშტი ბატონიშვილი.
თავდაპირველი ეკლესიის არქიტექტურის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. ის მალევე დანგრეულა. 960-970 წtსში აშენდა მეორე ტაძარი, რომლის ფრაგმენტები ჩრდილოეთ მკლავშია ჩაყოლილი. როგორც ჩანს, ეს იყო გუმბათიანი რვამკლავა ეკლესია. გარედან მკლავებს ყოფდა კონუსური კონქებით დაგვირგვინებული სამკუთხა ნიშები და, ამდენად, გარე მოცულობა 16-წახნაგა იყო. წახნაგთა წიბოებზე აყოლებულ თხელ შეწყვილებულ პილასტრებზე თაღების რიგი გადადიოდა. აფეთქების შემდეგ გამოჩნდა ამ შენობის ცალკეული ფრაგმენტები. იგი მალევე შეცვალა ახალმა, ჯვარ-გუმბათოვანმა ნაგებობამ, რომელიც X-XI სს-თა მიჯნაზე აუგიათ. ტბეთის მესამე ტაძარი კიდევ მრავალჯერ გადაკეთდა, თუმცა ჯვარ-გუმბათოვანი კომპოზიცია შეინარჩუნა. XI საუკუნის დასაწყისში ნაწილობრივ განახლდა ტაძრის აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები; XIII ს-ის II ნახევარში აღადგინეს სამხრეთი მკლავი, XIV საუკუნეში კი _ გუმბათი. ტბეთის კათედრალური ტაძარი ძნელია მოათავსო რომელიმე არქიტექტურული ტიპის საზღვრებში. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო სხვა გეგმის მქონე ეკლესიის არსებობით, რომლის ფრაგმენტებიც უკანასკნელი ტაძრის აშენების წინ ამ ადგილზე არსებობდა. მეორე მხრივ კი იგი ექცევა იმ არქიტექტურულ ჯგუფში, რომელსაც ჩვენ პირობითად ტაო-კლარჯულს ვუწოდებთ. ამ ძეგლების საფუძველს აღმოსავლეთის აფსიდი და სამი სწორკუთხა მკლავი ქმნის. ტბეთში ჩრდილოეთი მკლავი დამოკლებულია და მასში გამოყოფილია ცალკე სათავსი აფსიდით აღმოსავლეთისაკენ. კედელი, რომლითაც ეს სათავსი გამოიყოფა, ინტერიერში მეორე სართულის დონეზე გახსნილია სამი სვეტითა და მათზე გადასროლილი ორი თაღოვანი ღიობით. ნ. მარის დაკვირვებით, ჩრდილოეთი სათავსის ქვეშ კრიპტა იყო. მკლავებს შუა ჯვრის გადაკვეთაზე აღიმართება გუმბათი. ამ ჯგუფში გაერთიანებულ ძეგლებს აღმოსავლეთით პასტოფორიუმები ემატება, ასევეა ტბეთშიც, სადაც პასტოფორიუმები მინიმალურადაა შემცირებული, რომლებიც აფსიდში გაჭრილი კარით პირდაპირ საკურთხეველს უკავშირდება. კათედრალური ტაძრის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, `გართულებულია~ ინტერიერიც. `პომპეზურად გამოიყურება ტაძრის ცენტრი~ _ წერს პ. ზაქარაია.93 ამ შთაბეჭდილების მისაღწევად მკლავების კედელთა კუთხეებში ბურჯები ჩნდება, რომელთაც ეყრდნობოდა გუმბათი. მათგან აღმოსავლეთი ბურჯები დამოუკიდებლად იდგა, დასავლეთისა კი გვერდის კედლებიდან გამოსულ პატარა პილასტრებთან იყო მიდგმული. ყოველი ბურჯი შემკულია დეკორატიული მოტივებით. განსაკუთრებით მდიდრულია აღმოსავლეთი ბურჯების ბაზისების მორთულობა. მრავალწახნაგა ბურჯები დაგვირგვინებულია რთული პროფილის მქონე კაპიტელებით, მათზე გადასროლილ თაღებს ოდნავ შეისრული ფორმა აქვთ. გუმბათქვეშა კვადრატიდან სიმრგვალეზე გადასვლა ტრომპაფრების საშუალებით ხდებოდა. გუმბათის მრგვალი ყელი რვა მაღალი სარკმლით იხსნებოდა, ხოლო გუმბათის სფეროს მოთეთრო ქვის წყობით გამოყვანილი ჯვარი ამშვენებდა. ინტერიერის მთლიანად კარგად გათლილი ქვის წყობა მიანიშნებს რომ ეკლესია თავდაპირველად მოსახატად არ იყო გამიზნული. მოგვიანებით კედლები შეილესა და მოიხატა. მოხატულობა უკვე ნ. მარის დროს ცუდად იყო შემონახული. ნ. და ჟ-მ. ტიერების მიხედვით, ფრესკები XII საუკუნეს მიეკუთვნება. საკურთხევლის ცენტრში გამოისახებოდა ვედრება ანგელოზთა დასებითურთ, მის ქვემოთ _ თორმეტი მოციქული, ხოლო სულ ქვედა რეგისტრში _ ეკლესიის მამები. გარე მასებში მკვეთრად გამოვლენილი ჯვრული მასები მაღალი გუმბათით იყო დაგვირგვინებული. აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავის ფრონტონიანი ფასადები სამ-სამი თაღით ერთნაირად იყო გაფორმებული.

ყველა, ვინც კი მოასწრო ტბეთის პირვანდელი სახით ნახვა, აღნიშნავს მის დიდებულებას, დეკორატიული სამკაულის მრავალფეროვნებასა და გარემომცველი ბუნების მშვენიერებას. აი, რას წერს ცნობილი თურქი მწერალი ფაქირ ბაიყურთი 1974 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში `ჯევიზლის ეკლესია~. `არავინ იცის, თუ რამდენი წლისაა ეს უზარმაზარი ნაგებობა, იქნებ ათასის, იქნებ უფრო მეტისაც. ზოგი რას ამბობს, ზოგი რას. ჯევიზლი კი, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, კაკლიანი სოფელია, კაკლები მაისის თვეში ყალყზე დგებიან... ამდენ სიმწვანეში შორიდან ძნელად თუ შენიშნავ ამ შენობას, მის სიდიადეს კი მხოლოდ მაშინ აღიქვამ, როდესაც მიუახლოვდები, შიგნით შეხვალ და მაღლა აიხედავ. ძველი ეპოქის, აქ მცხოვრები ხალხის, მათი დაკარგული სარწმუნოების, მისი ცივილიზაციის ნაშთია იგი~.
ტბეთის გზაზე გურჯებით დასახლებული სოფელი უნდა გაიარო, რომელიც ხის აივნიანი სახლებით გამოირჩევა. ამ სოფელს წესისამებრ მეჩეთიც აქვს, რომელიც 9 კილომეტრითაა დაშორებული ტბეთის კათედრალს და რომლის კედლებზეც ქართული ორნამენტები შევნიშნეთ. როგორც აღმოჩნდა, მეჩეთი შეამკეს ტბეთიდან მოტანილი ორნამენტული ქვებით. მათ შორის არის სარკმლის თავსართის მონაჭერი ასომთავრული წარწერით, რომლის გაშიფვრაში მოგვიანებით ბატონი გიორგი გაგოშიძე დაგვეხმარა. წარწერა შემდეგნაირად იკითხება: `ქ[რისტ]ე ადიდე ... მ[ა]მ[ა]დმთ[ა]ვ[ა]რი~.
Last edited by Mta Mkvarebia on 16 აპრ 2009, 14:44, edited 2 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 16 აპრ 2009, 14:19

ტბეთის ნახვის შემდეგ გამოვემართეთ საქართველოსკენ. შავშეთის უღელტეხილზე (2604მ) თოვლი იდო. ულამაზესი იყო იქაურობა. სამწუხაროდ, ფოტოების გადაღება მხოლოდ ავტობუსიდან მოვახერხეთ :(
Image
Image
Image


Image

Image
Image

Image
საღამოს 6 საათისთვის საზღვარი გადმოვკვეთეტ. შემდეგ კავკასიკას დავურეკეთ, რესტორნის დაჯავშვნა ვთხოვეთ და საღამოს ჩვენი 4-დღიანი მოგზაურობის დასასრული იქ აღვნიშნეთ. თბილისში 12-ის ნახევრისთვის ჩამოვედით. სამთო ქიმიასთან გურული, ლამა და ბყრდულა დაგვხვდნენ :)

აი ასეთი იყო ჩვენი ტაო-კლარჯეთული არდადეგები :) . ერთერთი ულამაზესი გასვლა იყო და უკვე მისი განმეორება მინდა :) ...
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by ZVIOSULI » 16 აპრ 2009, 14:21

მთაშენკას ხელფასი არ დავუნიშნოთ?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 16 აპრ 2009, 14:23

ZVIOSULI
:lol:
წინააღმდეგი არ ვარ. მოდერატორობის ხელფასს და იეტობის პრემიას დაემატება:wink: ..
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by lama » 16 აპრ 2009, 20:35

Mta Mkvarebia
ხანძთის გუმბათის ნანგრევები ტაძარში ყრია? თუ გატანილია ტაძრიდან?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by chuna » 16 აპრ 2009, 20:42

მინდა გთხოვოთ, რომ მახარეს ყველამ ჩვენი გადაღებული სურათები დავუბეჭდოთ და მივცეთ!
დღეს ველაპარაკე და აღმოჩნდა რომ კომპი და ინტერნეტიც არ აქვს და ეს რეპორტაჟიც არ უნახავს! ხვალ უკვე ჰერეთში მიდის სააღდგომოთ. ყველა თბილად მოგიკითხათ! დავპირდი, რომ როცა ჩამოვა დავათვალიერებინებ და ვაჩვენებ ამ რეპორტაჟს!

Image


Image


ეხლა სხვა პოტრეტებს გთავაზობთ!

Image


Image

გოგა ჩანადირი


Image


Image

Image


Image

Image
Last edited by chuna on 16 აპრ 2009, 21:20, edited 4 times in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by lama » 16 აპრ 2009, 21:11

ხანძთის გუმბათის ნანგრევები ტაძარში ყრია? თუ გატანილია ტაძრიდან?[/u]
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by chuna » 16 აპრ 2009, 21:12

lama
ვინ გაიტანდა? სად წაიღებდა? იქ ყრია! რა გაინტერესებს? აღდგენა?



აი ამის დასტური, კახა!


Image

Image


აი ეს ქვა კი ჩამოვარდნაზეა!

Image

Image

Image


დოლისყანა

Image
Last edited by chuna on 16 აპრ 2009, 21:35, edited 4 times in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by lama » 16 აპრ 2009, 21:17

chuna wrote:lama
ვინ გაიტანდა? სად წაიღებდა? იქ ყრია! რა გაინტერესებს? აღდგენა?
კი
:oops: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Nini_A » 17 აპრ 2009, 23:34

lama wrote:
chuna wrote:lama
ვინ გაიტანდა? სად წაიღებდა? იქ ყრია! რა გაინტერესებს? აღდგენა?
კი
:oops: :roll:
++++++111111111111111111111111
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by ნიმფა » 18 აპრ 2009, 00:08

კოსმოსი
Image

მარტოა
Image

ერთ დროს ციხე-სიმაგრე
Image

დორთ კილისე, კილისეეე.... ოთხთა
Image

Image

Image


ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება უხვად მოიტანა სისხლი და ცედრები,

მძაფრი ქარტეხილი მას ნუშეეხება, მზეო თიბათვისა ამას გევედრები..
Image

Image
Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Toma » 18 აპრ 2009, 00:21

ნიმფა
ბრავოოოო
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by guruli » 18 აპრ 2009, 00:42

მახათეთიდან პარხალისკენ რომ წასულიყავით, იქ მარჯვნივ, კლდოვან მთებში სწორედ ისეთსავე მიუვალ ადგილას დაინახავადით ციხის ნანგრევებს, როგორზეც - კავკასიძეების ციხეა. იმ მთებს რომ ვუყურებდი, იმდენად ციცაბო და კლდოვანი იყო, ვფიქრობდი, ალბათ, აქაურობას კაცის ფეხი არასოდეს შეხებია-მეთქი. ამ ფიქრებში ვიყავით, როცა პატარა მოსახვევს გავცდით და უცებ კლდის ქიმზე ციხის ნანგრევებიო გამოჩნდა საკმაოდ კარგად შემონახული გალავანით. პირი დავაღე და კარგა ხანს ვერ დავხურე გაოცებისგან. :D როგორც გვითხრეს, უტას ციხე ჰქვიოდა.

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Gio-horus » 18 აპრ 2009, 00:49

guruli

Image

ამ ციხეს ხომ არ გულისხმობ?)) პარხლის გზაზეა
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]