ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by ARCHILI » 17 მარ 2009, 01:19

ნუ ოფტოპიკობთ ახლა...

ეს პაატა მოკლედ, შემოგზავნილია რა...

:wink:


სტპრო ვიღაცამ გადაუხადა...
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by paata_ » 17 მარ 2009, 01:26

ARCHILI wrote:ნუ ოფტოპიკობთ ახლა...

ეს პაატა მოკლედ, შემოგზავნილია რა...

:wink:


სტპრო ვიღაცამ გადაუხადა...
რა ვიოფტოპიკე

მენდეთო ლამამ დაწერა
და ბეჩოში უპირებს ამდენ ხალხს წაყვანას, შენ მაინც იცი ეს რას ნიშნავს :D

პ.ს. ბოდიში ოფტოპიკიზა

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by ARCHILI » 17 მარ 2009, 01:28

paata_


მე თუ არ ვიცი - ვინ იცის...

იმიტომაც მივდივართ...

თუ არ გინდა შენ, მშვიდად გაიწიე და ხალხს ხელს ნუ უშლი...

და შენს აზრებს ნუ გვახვევ...

:wink:
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by ARCHILI » 16 აპრ 2009, 19:42

კახაბერ, მოდი, ნელ-ნელა მარშრუტიც დავხვეწოთ და დავწეროთ, სად რას ვნახავთ.

თბილისი - ზემო სვანეთი - ქვემო სვანეთი - ლეჩხუმი - თბილისი


დღე 1

თბილისიდან ეცერში ჩასვლა... ქურაშში ღამის გათენება.

ეცერის და ქურაშის ეკლესიების ნახვა, ქურაშის ოთხთავი.
ღამის გათენება ლამას ბიძIს ოჯახში.

დღე 2

ქურაშიდან მეზერის მთაზე ასვლა 2200 მეტრზე და ბეჩოში გადასვლა - ღამის გათენება ბეჩოში.

მეზურის ტბა და მეზურის მთავარანგელოზის ტაძრის ნახვა.

დღე 3

ბეჩო-ლატალი-ლენჯერი-მესტია - ღამის გათენება მესტიაში.

ლატალისა და ლენჯერის ტაძრების ნახვა.

დღე 4

მესტია - ღამის გათენება მესტიაში.

ქორულდის ტბები 2700 მეტრზე.

დღე 5-6-7

უშგულში წასვლა ფეხით - დაახლოებით 50 კილომეტრი.

ამ გზაზე უნდა ვნახოთ ხალდე და ადიში. ხალდეში სოფელ კალადან მოვხვდებით... სულ 4 კილომეტრია კალადან ხალდემდე (ლამას მონაცემი), ხოლო ადიშში კი ჩვენ სოფელ იფარიდან უნდა ავიდეთ, საიდანაც 7 კილომეტრია (ლამას მონაცემი). იფარის ეკკლესია და ხალდეში დაწვენილი კოშკები უნდა ვნახოთ, ხოლო ადიშში კი ულამაზესი მთები ეკლესია და სოფელი თავისი კოშკებით.

დღე 8-9-10

უშგულიდან ლენტეხში გადასვლა ფეხით - 70 კილომეტრი

კონკრეტულად, მარშრუტის ამ მონაკვეთში 15 კილომეტრი იქნება რთული, ანუ მანამდე სანამ ჩვენ 2623 მეტრიან ზაგარის უღელტეხილს არ გადავალთ...

ზაგარის უღელტეხილის გადავლის შემდეგ ჩვენ დავუყვებით მდ. ქორულდის ხეობას და ჩავალთ ლენტეხის რაიონის სოფელ ქორულდაშში ("ქორ" სვანურად სახლს ნიშნავს).

შემდგომ ჩავალთ სოფელ ცანაში, რომელიც სოფელ ქორულდაშიდან სულ რაღაც 4 კილომეტრში მდებარეობს, ასევე სოფელ ცანასთან უერთდება ორი ულამაზესი მდინარის ხეობები ესენია ნეშარისწყალი და აწ უკვე ნახსენები მდინარე ქორულდი.

შემდგომ გადავალთ ხიდს და აღმოვჩნდებით მდინარე ცხენისწყლის ხეობაში და ჩავალთ სოფელ ლაგურკაში, მერე ჩავალთ სოფელ მახაშიში, მერე - სოფ. მელეში, მერე ჩიხარეშში, მერე - ლემაზგორში, მერე, ჟახუნდერსა და მებეციში, მერე სასაშში და მერე კი ლენტეხში :)


დღე 11-12

ქვემო სვანეთი - ლენტეხი.

(აქაურობა დასაგეგმია)

დღე 13-14

ქვემო სვანეთიდან ლეჩხუმში გადასვლა ანუ ლენტეხიდან ცაგერში - დაახლოებით 40 კილომეტრი.

დღე 15-16

ცაგერი

და თბილისში წამოსვლა...


რუკა I

იწყება უშგულიდან და მთავრდება ლენტეხში (სულ 70 კილომეტრია )

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by lama » 16 აპრ 2009, 20:32

ARCHILI
სესანიშნავია

და ამ ტურს ნელ ნელა დავხვეწავთ

მე და შენ :) ვიყოჩაღებთ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by ARCHILI » 13 მაი 2009, 01:00

კახა, გაჩნა კიდევ ერთი იდეა სვანეთსი გადასვლის:

ჩხოროწყუ - მუხური - ტობოვარჩხილი - ლენტეხი - უშგული და ა.შ. შესაბამისად, ზემო სვანეთი.


:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:


http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3334

ეს თემა იღებს მაგ მიმართულებას...

და მე დავფიქრდი, რომელი უფრო მირჩევნია.

ჯერ ვერ ვხვდები!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]