ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 17:10

იქიდან ულამაზესი ხედები იშლება:

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 17:10

Image

Image

Image
ზვიოზდაჩკზვიო
Image

Image

Image

მახარე:
Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 17:13

ცნობები არტანუჯის ციხის: შესახებ:

არტანუჯის ციხე
აკაკი შანიძის განმარტებით, არტანუჯი არტაანის ყურს, ანუ კარს ნიშნავს. ვახუშტი კი განმარტავს: „არცა ტანის, არცა უჯისო...“

„არტანუჯის ციხე წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს“, - ამბობდა თურმე ბიზანტიის იმპერატორი, კონსტანტინე პორფიროგენეტი.

არტანუჯის ციხის აგება მიეწერება ვახტანგ გორგასალს. ჯუანშერის გადმოცემით, როცა მეფე კლარჯეთიდან ქართლში მოდიოდა, სოფელი უხილავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „არტანუჯს“ უწოდებდა. მეფეს მოსწონებია სოფლის სტრატეგიული მდებარეობა და ძუძუმტისათვის - არტავაზისათვის აქ ციხია აგება უბრძანებია. არტავაზმაც „აღაშენა ციხე არტანუჯისა“, რომელიც გახდა ერისთავთა რეზიდენცია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძლიერი ცენტრი.

მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში არატნუჯის ციხე დიდ როლს ასრულებს კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოგვიანებით იგი უკვე ქალაქად მოიხსენიება. არტანუჯი მდებარეობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე და ამიერკავკასიას, ბიზანტიასა და შავი ზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა, აქ გადიოდა სამშვილდე-ფარავანი-ახალქალაქი-არტაანი-არტანუჯის გზა. სწორედ ამ გზის საშუალებით უკავშირდებოდა სომხეთის ქალაქები შავ ზღვასა და დასავლეთ საქართველოს.

მერვე საუკუნის 30-იან წლებში, მურვან ყრუმ ტაო-კლარჯეთი და არტანუჯის ციხე ააოხრა. ამის შემდეგ 80 წლის განმავლობაში იგი მიტოვებული და გავერანებული იყო. მემატიანის ცნობით, მიდამო ტყით დაიფარა.

მალე კლარჯეთში ბაგრატიონები მკვიდრდებიან, ტაოში სამონასტრო მშენებლობა იწყება.

მე-9 საუკუნეში აშოტ კურაპალატმა არაბობისგან გაპარტახებული კლარჯეთი აღადგინა და ხელახლა დაასახლა. სუმბათ დავითის ძე გვიამბობს: „პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალსა ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი და აოხრებულ იყო ბაღდადელისა მიერ ბრბოთგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა აგრეთვე ციხედ... და აღაშენა ციხეს ამას შინა ეკლესია წმიდათ მოციქულთა პეტრესი და პავლესი და შექმნა მას შინა საფლავი თვისი და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად“.

მე-9 საუკუნიდან არტანუჯი ხდება დიდი ქალაქი - აქვს რაბატი, ანუ გარეუბანი, დაბა ქალაქი. მე-11 საუკუნეში ბიზანტია-საქართველოს ომში ციხე დიდ როლს თამაშობს და ანტიბიზანტიური კოალიციის ცენტრი ხდება. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში არტანუჯს თურქ-სელჩუკები აოხრებენ. მე-12 საუკუნეში არტანუჯი კვლავ მოღონიერდა, შემდეგ მონღოლთა ბატონობასაც გაუძლო. მე-16 საუკუნეში არტანუჯი ისევ თურქთა ხელშია. 1552 წელს, ისქანდერ-ფაშამ დაიპყრო ციხე და სულთნის ტახტს დაუქვემდებარა. შეიქმნა გურჯისტანის ვილაიეთი და არტანუჯი ამ პროვინციის შემადგენლობაში შევიდა.

მე-18 საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „არს არტანუჯი ქალაქი მცირე და ციხე მაგარი“.

1878 წელს, სან-სტეფანის ზავით, რუსეთმა შეიერთა ოსმალეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ტაო-კლარჯეთი.

1918-21 წლებში, ტაო-კლარჯეთი საქართველოს საზღვრებში რჩებოდა. 1921 წელს, საბჭოთა ანექსიის შემდეგ, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, სსრკ-მ თურქეთს გადასცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილი ართვინისა და არდაგანის ოლქები. არტანუჯი თურქეთში მოექცა.

არტანუჯი ახლა ართვინის ოლქს ექვემდებარება, აერთიანებს 50 სოფელს, 50 ათასამდე მოსახლით. დაბა არტანუჯში 6 ათასამდე კაცი ცხოვრობს.

„არტანუჯი და ართვინი განლაგებულნი არიან ისეთ ციცაბო ფერდობებზე, რომ გიკვირს, ნუთუ ასეთ ადგილას შეიძლებოდა ქალაქების განვითარება“, - წერდა 1879 წელს დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც არტანუჯის ციხე მოინახულა.

არტანუჯის ციხე მართლაც ისეთ ადგილასაა, მისი მფლობელი მიმდებარე გზებსა და ხეობებს იოლად გააკონტროლებდა. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ ციხეზე ახვალთ. ციხე უძირო ხეობებს გადაჰყურებს...

არტანუჯი, ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე. ძველი ქართული ტრადიციით ციხე ვახტანგ გორგასალს აუგია. VIII საუკუნის I ნახევარში არტანუჯის ციხე არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია. IX საუკუნეში განაახლა აშოტ I კურაპალატმა. მანვე დაარსა აქ ქალაქი და ააგო ეკლესია. X საუკუნეში გამაგრებული და დიდი რაბათის (წინაქალაქი) მქონე არტანუჯი, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და კლარჯეთის დედაქალაქი იყო. აქ საქონელი ტრაპეზუნტიდან, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან, სომხეთიდან, სირიიდან და სხვა.

წმინდა მოწამე აშოტ კურაპალატის, არტანუჯის ტაძარში წამებულის ცხოვრება:
http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/29-ashot.htm


სწორედ თავის მიერ აშენებულ არტანუჯის ციხეზე მდებარე პეტრე და პავლე მოციქულების ტაძრის საკურთხეველში გამ,ოასალმა მტერმა აშოტ კურაპალატი სიცოცხლეს. ამონარიდი მისი ცხოვრებიდან:

"....ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დაბრუნებისათვის ემზადებოდა, მაგრამ „მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი“.

წმიდა აშოტი საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ, სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, „დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი“. ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და „იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი“. საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. მან თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე „მახჳლითა საკურთხეველსა ზედა“. „დაკლეს იგი, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“, - წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნში „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“.

ასე მოწამეობრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე, „კეთილად მორწმუნე, რომლისა გამო დაემტკივა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთა მისთაჲ“.

ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი ხელმწიფის სიკვდილი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ „მოიკლა მათი უფალი აშოტი“, დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა.

წმიდა მოწამის, აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ, წმიდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში".
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Ninukala » 15 აპრ 2009, 17:36

Mta Mkvarebia
მოწოდების სიმაღლეზე ხარ ;)
ძალიან კარგი ფოტოებია.... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 17:36

მესამე დღის ბოლოს მოვინახულეთ ჯოჯოხეთის კარიბჭე, ან ჯოჯოხეთის კანიონი

შესასვლელი
Image

კლდეებს შორის ვიწრო ნაპრალებში ძრომიალის მერე გაშლილ მინდორში გადიხართ, თუმცა ირგვლივ უზარმაზარი კლდის მასა გარტყავთ და მართლა არამიწიერ ადგილას გგონიათ თავი
Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 17:37

Ninukala
:D :*
ფოტოების რა გითხრა :(

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 17:38

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by აცაბაცა » 15 აპრ 2009, 17:51

Vanski wrote:
Image
Vanski wrote: Image



თი უჟე ნე შუტიშ ბუბა!!!!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 18:02

იმ საღამოს ართვინში, სასტუმრო "კაჩკარ"-ში დავბინავდით. მოვწესრიგდით და ქალაქში გავისეირნეთ:
Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 18:04

მერე სასტუმროსთან ახლომდებარე კაფეში დავჯექით სავახშმოდ. თავდაპირველად 6-ნი ვიყავით. მერე მოგვემატნენ სხვა კაფეში მსხდომნი კარველები, რომელთაც ქალაქში ხეტიალისას ავცდით.

Image

Image

Image


Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 18:05

ალეკომ, როგორც ყოველთვის ძალიან გვახალისა :D . აღარ მახსოვს რა ანეგდოტს ყვებოდა მაგრამ უცებ ჯიბიდან ბანანი დააძრო და რევოლვერივით მოგვიშვირა (სიუჟეტურად კარგად ჯდებოდა ეს სცენა ანეგდოტის შინაარსში) და დაგვხოცა სიცილით. ამ ფოტოებზე ამ ბანანს ჭრის და გვიმასპინძლდება :)

Image

Image

არა მაინც რა გადარჩა ის მებუფეტე ბანანის ქერქზე მოცურებას? :lol:
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 18:06

მერე ისევ გავისეირნეთ ქალაქში და მაშინ გავიცანით ის ქართველი ახალგაზრდები (თურქეთის ქოროღლიდან ვართო გვითხრეს), რომლებმაც ჩვენები ჩილიმზე წაიყვანეს.

Image

Image

იქ ძალიან კარგი დრო უტარებიათ. დაბრუნებულები მიყვებიან, როგორ ცეცხლოვან თურქულ ფერხულში ჩაბმულან :lol:

Image

Image

მესამე დღე ასე დასრულდა :) ...
Image

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by chuna » 15 აპრ 2009, 18:22

ეს ის ჩამოვარდნილი ღვთისმშობლის სტელაა, იქვე მიყუდებული რომ იყო!


Image
Last edited by chuna on 15 აპრ 2009, 21:03, edited 2 times in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by guruli » 15 აპრ 2009, 18:26

chuna
ეს ის ღვთისმშობლის სტელაა, იქვე მიყუდებული რომ იყო!

რა ვიცოდითსად იდო, თორემ ხომ ვნახავდი, თუნდაც იმ ნატეხს!
აბა, ეგ როდის გადაიღე?

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by chuna » 15 აპრ 2009, 18:29

guruli
ეს გადავიღე 2003 წლის 4 ოქტომბერს! ამის სხვა უკეთესი სურათებიც მაქვს, მაგრამ ყველა ფირზეა გადაღებული და ვერ ვდებ აქ! მაგარი ალბომები გამომივიდა მაშინ! ვიდეოც მაქვს 3 საათიანი, მოვაწყოთ ერთხელ ჩვენება და მოგიტანთ!

აი მაშინ როგორ სიმწვანეში იყო ჩაფლული ეს სოფელი!
Image



ჩვენი მეორე ეკიპაჟი-DON

Image

Image


დები იშხნელები-იშხანიდან... :lol:

Image

Image


Image




უმაგრესი ხედები... :lol:

Image



Image


Image


მთელი გზა ამას ვუყურებდი! :lol:

Image


ეს, როცა ორმა ტურისტმა დააგვიანა და ჩვენ "ტრაკით კაკალს ვამტვრევთ" :lol: :lol: :lol: :lol:



Image


Image



Image


ტომას "ოჯახური" უჭირავს......

Image


Image



Image


Image

Image


Image




Image


Image


Image


Image

Image


Image


Image

Image

Image
Last edited by chuna on 15 აპრ 2009, 21:38, edited 6 times in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]