ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by amigo » 14 აპრ 2009, 00:44

Naia
ახლა რომ ვუყურებ ჩემს ფოტოებს, ვხედავ, რომ თითქმის არაფერი გადამიღია, უკმარობის გრძნობა მაქვს.

User avatar
Nino M
მაწანწალა
Posts: 311
Joined: 16 ივლ 2008, 14:27
Location: Tbilisi
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Nino M » 14 აპრ 2009, 09:02

შარშან შემოდგომაზე მოვინახულე ტაო-კლარჯეთი, უფრო სწორედ მოსალოცათ ვიყავით და ერთ-ერთმა ჩვენმა თანამგზავრმა - უნიჭიერესმა ადამიანმა ლექსი მიუძღვნა ტაო-კლარჯეთს, მუზა მაშინ ესტუმრა როდესაც ის ადგილი გავიარეთ სადაც ცხრა ყრმა კოლაელი აწამეს, თქვენის ნებართვით ამ ლექსს დავწერ:

ცხენების ფლოქვებმა დაღარეს მიწა
მამულის დაცვის სურვილით მწველით,
ალესილ ხმლების ხმაური მესმის,
წარსულს შევერწყე ცხოვრებით მთელით.

სუსტი პირმში ვარ დიდ წინაპართა,
აბჯართ მქსოველთა, ციხეთა მცველის,
მამული ჩემო მეც დამაპურე,
ვიყო მტვირთველი სამშობლოს ბედის!!!


მამაომ, რომელიც თან გვახლდა და არაჩვეულებრივი ხმა და სმენა ქონდა ეს ლექსი სიმღერად აქცია, სამ ხმაში გაგვაკეთებინა და მისამღერად მიამატა ეს სიტყვები:
სულო ჩემო მამული გელის
გულო ჩემო მამული გელის


დაბრუნებისას საბაჟოზე ვიმღერეთ ყველამ ერთად და ქართველი მებაჟეები აცრემლებულები დავტოვეთ, უამრავი ხილული სასწაულის მომსწრე გავხდით,
და მაშინ ვთქვი რომ ყველა ქართველმა აუცილებლად უნდა ნახოს ეს კუთხე, აი მაშინ ნამდვილად ყველას გაუჩნდება მამულის დაცვის სურვილი, და მის დაბრუნებაზე ლოცვის სურვილი.
Last edited by Nino M on 14 აპრ 2009, 09:54, edited 1 time in total.
გვიყვარდეს ერთმანეთი!!!

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by chuna » 14 აპრ 2009, 09:07

მე ჯერ დამუნჯებული ვარ! ვერაფერს ვერ ვამბობ!

გუშინ არ ავმდგარვარ ლოგინიდან ისეთი წნევა მქონდა! ძალიან განვიცდი და ცუდად ვარ!

იქვე ვიცოდი რომ დაბრუნება არ მინდოდა, მაგრამ გუშინ იმას ვეიქრობდი, რაღა აქა ვკვდებითქო.....

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 10:01

მეც დიდი დრო დამჭირდა აზრზე მოსასვლელად. ჩვენი წინაპრების შექმნილი ამ სიმდიდრის ხილვის სიხარული და ტკივილი ერთმანეთში აირია :( ამ განცდის გადმოსაცემად, მინდა თანმიმდევრულად მივყვე რეპორტაჟს.

შევიკრიბეთ დილის 5 საათზე სამთო ქიმიასთან. ყველას ამაღლებული განწყობა გვქონდა. თებროს გასაცილებლად ვაზანო მოჰყვა. მოგვანატრა ამ კაცმა თავი :) :
Image

ნიმფა
Image


სიაში ჩაწერილი ინკოგნიტო, მიშა-მინუს კურუში რომ იყო, ამას ყველა ხვდებოდა :wink:
Image

მაგრამ ნაიას პლიუსი რომ თამუსია აღმოჩნდა, ეს უდიდესი სურპრიზი აღმოჩნდა ჩვენთვის. მარტო ჩვენთვის კი არა , თურმე თამუსიასთვისას :D . დიდი მადლობა გოგას და ნაიას :D
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 10:01

ანანო
Image

თებრო
Image

ნაიამ იმდენი ფული აკრიფა! :P
Image

ზვიო ამხელა გზაზე, წვენისა და არყის გარეშე რომ არ წამოვიდოდა და "სახრახნისის" კოქტეილს რომ არ დაამზადებდა ხომ არ გჯერათ? :wink:
Image

ბორჯომში კავკასიკა დაგვხვდა. საჩუქრად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რუქები და ჩვენი ფოტოებიანი კალენდრები დაგვირიგა (შარშან გამოფენა რომ გააკეთეს კარველებმა და ბოკელებმა პარკის ადმინიოსტრაციის შენობაში)
Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 10:03

დილის 10 საათისთვის საბაჟოზე მივედით. აქ დონ ალექსის ეკიპაჟს შევხვდით :D . 2 საათში გადავლახეთ თურქეთის საზღვარი და გავაგრძელეთ გზა. ერუშეთის უღელტეხილზე თოვლი დაგვხვდა, ამინდი გაუარესდა, ციდან უზარმაზარი ფანტელები ცვიოდა. მახარე შეფიქრიანდა, მეორე უღელტეხილი, რომელიც უნდა გაგვევლო (შავშეთის) უფრო მაღალზეა დაახლოებით 2640 მეტრზე და იქ შეიძლება იმხელა თოვლი იდოს , ჩავრჩეთო, ამიტომ თავდაპირველი გეზი შევცვალეთ და ბოლო დღეს სანახავი ძეგლების მონახულება პირველ დღეს გადავწყვიტეთ.

გზიდან საინტერესო ძეგლები დავინახეთ: ქაჯის ციხე, ყველის ციხე, ისტორიული ქართული სოფელი ალთა (სწორედ აქედან მოდის გამოთქმა: "ერთი - ალთას, მეორე -ბალთასო", ალთა საქართველოს უკიდურეს სამხრეთში ყოფილა, ხოლო სოფელი ბალთა ახლაც ყაზბეგშია). ასევე გავიარეთ სოფელი კოლა, სადაც აწამეს 9 ძმა კოლაელნი. კოლაში ვნახეთ მდინარე მტკვარი, რომელიც სადღაც ახლო-მახლო მთებში იღებს სათავეს.
თოვლი მალე წვიმამ შეცვალა, ცოტა ხანში კი ისეთმა სეტყვამ დასცხო! :lol: მაშინვე ლამა გაგვახსენდა.. თუმცა მალე მზემ გამოანათა და ქარმა ღრუბლები გადაყარა.

პირველი მოსანახულებელი ძეგლი ბანა იყო. ტაძართან მიახლოებისას ავტობუსიდან ჩამოვედით და გზას ფეხით გავუყევით, თუმცა ჯერ ეკლესიას ვერ ვხედავდით...

Image

ირგვლივ ულამაზესი ხედები იშლებოდა (მე ხან მობილურით ვიღებდი, ხან აპარატით, რომელზეც ფერთა ბალანს ვერაფრით დავიმორჩილე :( , ამიტომ აპარატით გადაღებული ფოტოები ზალიან ბნელი გამოვიდა :( )

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 10:03

ბანა, დიდებული და მიტოვებული :( :
Image

Image

Image

Image

შორს დონის მურანო ჩანს :D
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 10:04

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 10:05

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 10:05

ისევ ულამაზები ხედები ბანადან..
Image

Image

Image

ისეთი ქარი ქროდა, სანთელი ვერ ავანთეთ :( ...
Image

ბანას ვტოვებთ..

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 10:07

ეს ცნობები ბანა-ს შესახებ:

ბანა, საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია "ფანაკის" სახელწოდებით.
VII საუკუნის შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაძარი. ადარნასე II-ის დროს (881-923) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. ზოგჯერ X-XI საუკუნეებში ბანში მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. დიდი ზომის მაღალ ტეტრაკონქს გარს ეკვრის თითქმის 40 მ დიამეტრის მრავალწახნაგა გარსშემოსავლელი. შუაში აღმართულია ცილინდრული გუმბათის ყელი. ტეტრაკონქის მკლავებს შორის განლაგებულია გუმბათქვეშა ბურჯები - პილონები, სადაც სამ იარუსად მოწყობილი სადგომებია (პატრონიკენი), ხოლო ოთხივე აფსიდის ქვემოთა ნაწილი, ჩვეულებრივი მთლიანი კედლის ნაცვლად, გამჭოლი თაღედიტ გარსშემოსავლელისაკენ იხსნება. შენობის მთელი სიმაღლე 30 მ აღემატება. ტაძრის ხუროთმოძღვრული დეტალები და მორთულობა ტექნიკური ოსტატობითა და მაღალმხატვრულობით გამოირჩევა. აფსიდებისა და პატრონიკეთა მალებში მოთავსებული მრგვალი სვეტები შემკულია ვოლუტებიანი სვეტისთავებით, ფასადის მთელ პერიმეტს მისდევს დეკორატიული თაღედი, თაღებს ზემოთ კი მცენარეული ჩუქურთმებია.
IX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბანა (ახლანდელი Penek) ქართველთა სამეფოს სატახტო ქალაქად იქცა. სუმბატ დავითის ძე (XI საუკუნის I ნახევრის მემატიანე) იხსენიებს ბანას IX –X სს. ამბების მოთხრობისას: ადარნასემ, ქართველთა მეფის _ დავით ბაგრატიონის ძემ, `აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი _ იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ~. `მატიანე ქართლისაÃŽს~ მიხედვით, ბანაში დაიწერეს ჯვარი 1030 წლის ახლო ხანებში ბაგრატ IV-მ და ბიზანტიელმა ელენემ. ბანას ეკლესიაში იმარხებოდნენ ერთ დროს ბაგრატიონები; უკანასკნელად იქ დაასვენეს ვახტანგ IV (1442-1445) და მისი მეუღლე სითი-ხათუნ, ფანასკერტელის ასული. ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს ბანას: `ამ წყალზედ (ბანა-ფანასკერტის წყალზე), მთაში, არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. აქ არს ეკლესია გუნბათიანი, დიდი, შვენიერად ნაგები, კეთილ-შვენიერ ადგილს, აღაშენა მეფე ადარნესემ, და დაფლულ არიან მეფენი, იჯდა ეპისკოპოზი მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუმაკისა (ნარიმანისა) და აწ არს ცალიერი~. ბანას არქიტექტურის შესახებ პირველი ჩანაწერები გერმანელ ბოტანიკოსს, კარლ კოხს ეკუთვნის, რომელმაც ბანა 1843 წელს ჯერ კიდევ დაუნგრეველი იხილა. 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ეკლესიის გარშემო რუსის `ოტრიადი~ იდგა. ასევე თავისი ბანაკი ჰქონდათ იქ ოსმალებსაც. ყირიმის ომის დროს ბანა ციხედაც კი გადუქცევიათ. 1881 წელს, როდესაც დ. ბაქრაძემ ნახა ბანას ტაძარი, მას მხოლოდ გუმბათი ჰქონდა ჩამოქცეული. 1881 წელს ე. ვეიდენბაუმს ბანა უკვე დანგრეული ხვდება. 1881 წელს იქ ჩასული დ. ბაქრაძე, რომელმაც გამოაქვეყნა ტაძრის მოკლე აღწერა, ასევე უკვე გუმბათჩამოქცეულ ტაძარს ნახულობს.

ბანას ხუროთმოძღვრების კვლევა, რეალურად, ექ. თაყაიშვილმა დაიწყო. 1902 წელს, როცა მან ბანა პირველად ინახულა არქიტექტორ ს. კლდიაშვილთან ერთად, ტაძარი უკვე ძალზე დანგრეული იყო. შემდეგ, 1907 წელს ექ. თაყაიშვილმა კვლევა არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად განაგრძო (პუბლიკაცია 1909 წელს გამოქვეყნდა). `1907 წელს, როდესაც მეორეხელ ვინახულე ბანა, _ წერს ექვთიმე თაყაიშვილი, _ სურათი კიდევ უფრო სამწუხარო იყო~. 1917 წელს ბანა ნახა ექ. თაყაიშვილის ექსპედიციის წევრმა ი. ზდანევიჩმა, რომლის სიტყვები ბანას შესახებ, ვფიქრობთ, ზუსტად განსაზღვრავს იმ განწყობას, რომელიც აქ მისვლისას გეუფლება: `არანაკლებ მნიშვნელოვანია პეიზაჟი, რომელიც პენეკს აკრავს. ყველა ფერის _ დაწყებული ნაცრისფერითა და ცისფერით, ვიდრე ლაჟვარდოვნამდე და ლურჯამდე, და ვარდისფერით ვიდრე ალისფერამდე და მეწამულამდე _ სრულიად შიშველი პლასტები მთებისა და ბორცვებისა ქაოსად ისეა არეული, რომ მათ შუა აღმართული ტაძარი ყოფს ლურჯ ფერებს წითელი ფერებისაგან, გადაიტანს რა პირველს მარცხნივ, მეორეს კი დასავლეთით. და დავიტირეთ რა ნანგრევები, ოლთისამდე ჩვენ იმ მიწაზე მივდიოდით, რომელიც სისხლით იყო გაპოხილი~. მართლაც, მშვენიერია ტაოს ბუნება ჭრელ-ჭრელი და მკვეთრი ფერადოვანი მთებით, ხოლო მათ შუა `ამოზრდილია~ ბანა, როგორც გვირგვინი ამ დიდებული ბუნებისა. XX საუკუნის ბოლო მეოთხედში ბანა რამდენჯერმე მოინახულა და საკუთარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ ვ. ჯობაძემ. ბანაზე მუშაობდნენ ფრანგი მკვლევრები ჟ. და მ. ტიერები, რ. ედვარდსი და სხვანი. ბანას არქიტექტურა ადგილზე უნახავად განიხილეს გ. ჩუბინაშვილმა, ვ. ბერიძემ, ნ. ზაქარაიამ, აგრეთვე რ. მეფისაშვილმა და დ. თუმანიშვილმა, რომელთაც საკუთარი გამოკვლევები წიგნებადაც გამოსცეს. ბანას კათედრალი წარმოადგენს გუმბათიან როტონდას მასში ჩაწერილი ტეტრაქონქით, რომელიც უწყვეტი გარშემოსავლელითაა გარშემორტყმული. მისი ცენტრალური ნაწილი გეგმაში ჯვრის ფორმისაა. თანატოლი მკლავები დაბოლოებულია სვეტებზე გადაყვანილი თაღებით, რომლებიც აფსიდების კედლებს იკავებენ. აღმოსავლეთი ექსედრა სხვა დანარჩენებისაგან განსხვავდება. აქ ექვსი ერთნაირი სვეტი 2.00 მ-ის სიმაღლის კედელზეა აღმართული. აღმოსავლეთი აფსიდის კოლონებს იონიური კაპიტელები აქვს, რომლებიც ოდნავ განსხვავდებიან ერთიმეორისაგან. ჯვრის მკლავებს შუა სივრცე შევსებულია სამ-სამსართულიანი ოთახებით, რომლებიც ერთმანეთის თავზე ლაგდებიან და ერთიმეორეს კიბის ვიწრო უჯრედებით უკავშირდებიან. პირველი და მეორე სართულის ოთახები ჯვრის ორსავე გვერდითა მხარეებზე ორმაგი ნალისებრი თაღებითაა გახსნილი, რომლებიც ეყრდნობა იონიური კაპიტელებით შემკულ კოლონებს. მესამე სართულის ოთახები სამკუთხა ფორმისაა, ასევე ორივე მხრით გახსნილია მხოლოდ თითო სადა თაღით. ყოველი სამსართულიანი მოცულობა გუმბათის მძლავრ საყრდენს წარმოადგენს, რომელიც ჯვრის გადაკვეთაზე მასიური 3/4 კოლონებით არის გამაგრებული. ბანას კათედრალური ტაძრის მშენებლობის ეპოქის შესახებ, მიუხედავად სუმბატ დავითისძეს პირდაპირი მითითებისა (ბანა კვირიკე ბანელის ხელით აუშენებია ადარნასე ქართველთა მეფეს), აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა. დ. ბაქარაძე და ექ. თაყაიშვილი ენდნენ მემატიანის ცნობას და როგორც დ. თუმანიშვილი წერს, თაყაიშვილი `დაეჭვებისათვის ვერავითარ საფუძველს ვერ ხედავს~. მას ემხრობიან ქართველ ხელოვნებათმცოდნეთაგან შ. ამირანაშვილი, სომეხთაგან _ ნ. ტოკარსკი, ს. მნაცაკანიანი; ევროპელთაგან _ ი. სტრიგოვსკი, ტიერები, რ. ედვარდსი. ნაკლებად ნდობა წყაროსი და უფრო მეტად მემატიანის ჩანაწერის სხვაგვარი ინტერპრეტაციის აუცილებლობა ქართულმა ხელოვნებათმცოდნეობითმა სკოლამ აუცილებლად ჩათვალა ბანას არქიტექტურული ფორმებისა და მისი მხატვრული სტილის განხილვის კვალად. ბანას ტაძრის სხვაგვარ დათარიღებას გვთავაზობს გ. ჩუბინაშვილი. მის აზრს იზიარებენ ნ. სევეროვი, ვ. ბერიძე, ირ. ციციშვილი, რ. მეფისაშვილი და დ. თუმანიშვილი, შ. დელვუა, ჰ. ნიკელი, ე. ნოიბაუერი, ვ. პონომარევი. დ. თუმანიშვილი წერს: `სახელოვნებათმცოდნეო ანალიზის მეთოდთა მოშველიებით ჩატარებულმა კვლევამ იგი (გ. ჩუბინაშვილი) დაარწმუნა, რომ ეს ნაგებობა შეუძლებელია IX- X საუკუნეებს ეკუთვნოდეს, არამედ VII საუკუნის უნდა იყოს~. ავტორი თავადაც ამ აზრს იზიარებს და ცდილობს განავრცოს გ. ჩუბინაშვილის არგუმენტები. ამავე დროს, ვ. ჯობაძე ვერანაირ აუცილებლობას ვერ ხედავს, ეჭვქვეშ დააყენოს ბანას მატიანისეული დათარიღების საკითხი და მას X საუკუნის I ნახევრის ძეგლთა რიგში განიხილავს. მშენებლობის პერიოდების საკითხს ნათელს მოჰფენს მხოლოდ ძეგლის გათხრა და კომპლექსური შესწავლა.

ეს ბანა-ს ტაძრის I სართულის გეგმა:

Image

დაახლოებით ასეთი ყოფილა ბანა ადრე (ბანა, განაკვეთი, ა. კალგინის რეკონსტრუქცია, 1907 წ. ):

Image

ეს კიდევ ბანაში გადაღებული ვიდეო. აქ ბანა სამგანზომილებაში შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.youtube.com/watch?v=gmX4obsN ... re=related
Last edited by Mta Mkvarebia on 14 აპრ 2009, 10:11, edited 1 time in total.
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by ZVIOSULI » 14 აპრ 2009, 10:10

ამ მთის სახელის ცოდნა მინდა...
Image
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by tiko_r » 14 აპრ 2009, 10:16

ვაჰ რა დიდებულია ბანა :shock:

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by ZVIOSULI » 14 აპრ 2009, 10:46

ისა და 677 მეგაბაიტია სურათები და 1 ატვირთვად რომელსაიტზე მირცევთ რომ ავტვირთო?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by L-O-M-I » 14 აპრ 2009, 11:02

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!

ბანა მართლაც შთამბეჭდავია!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]