პამიდვრის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. იგი შორეულ წარსულში ტროპიკული მცენარე იყო და ხარობდა პერუს, ჩილესა და მექსიკის ტერიტორიაზე. აქედან იგი ევროპაში შემოვიდა და თავდაპირველად დეკორატიულ მცენარედ ითვლებოდა.


თვით სიტყვა,,პომიდორი” იტალიური წარმოშობისაა და ნიშნავს ,,ოქროს ვაშლს”. ძველმექსიკურად კი მას ,,ტომატი” ჰქვია. ვეულებრივ პომიდვრის ნაყოფი წითელი ფერისაა, მაგრამ არსებობს ყვითელი და იისფერი ჯიშებიც. პომიდვრის მწიფე ნაყოფი უხვად შეიცავს ,,c” ვიტამინს.