მოკლედ... ორი ვარიაცია გვაქვს.
ვარიანტი პირველი:
I დღე შაბათი:
1. პარასკევს ღამით თბილისი - ოზურგეთი ღამის მატარებლით (მატარებელი 654)
აქედან გადის 21:05 და ჩადის 06:07, ფასი პლაცკარტი 5,50 კუპირებული 11.00. შესაძლებელია + ჯავშანი.
2. ადგილობრივი პაზიკი ავტობუსით ლიხაურისაკენ წასვლა, აჭის გადასახვევთან ჩამოსვლა და ფეხით გადასვლა აჭიში. აჭის მონახულება
3. აჭიდან ლიხაურში გადასვლა ფეხით, ლიხაურის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნახვა.
4. ლიხაურში დაბანაკება.
II დღე კვირა:
1. ლიხაურიდან ოზურგეთისაკენ წამოსვლა ადგილობრივი სარეისო ავტობუსით.
2. ოზურგეთიდან ადგილობრივი სარეისო შემოქმედში ასვლა. შემოქმედის ტაძრის მონახულება.
3. საღამოს ოზურგეთში დაბრუნება ასევე სარეისო ავტობუსით საღამოთი და ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მონახულება. ასევე ოზურგეთის საეპისკოპოსო რეზიდენცია და წმინდა ნინოს ტაძრის ნახვა.
4. ღამით ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებლით ჩამოსვლა (მატარებელი 653). გამოდის 20:50 და ჩამოდის 05:45 - ტარიფი იგივე.
ვარიანტი მეორე:
I დღე შაბათი:
1. პარასკევს ღამით თბილისი - ოზურგეთი ღამის მატარებლით (მატარებელი 654). აქედან გადის 21:05 და ჩადის 06:07, ფასი პლაცკარტი 5,50 კუპირებული 11.00. შესაძლებელია + ჯავშანი.
2. ადგილობრივი პაზიკი ავტობუსით ლიხაურისაკენ წასვლა, აჭის გადასახვევთან ჩამოსვლა და ფეხით გადასვლა აჭიში. აჭის მონახულება
3. აჭიდან ლიხაურში გადასვლა ფეხით, ლიხაურის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნახვა.
4. ლიხაურში დაბანაკება.
II დღე კვირა:
1. ლიხაურიდან ოზურგეთისაკენ წამოსვლა ადგილობრივი სარეისო ავტობუსით.
2. ოზურგეთში მარშრუტკის დაქირავება და შემოქმედში ასვლა. შემოქმედის ტაძრის მონახულება.
3. დაქირავებული მარშრუტკით შემოქმედიდან უკან წამოსვლა და ჯუმათის მონასტერში გამგზავრება. ჯუმათის მონასტრის ნახვა.
4. იგივე დაქირავებული მარშრუტკით საღამოს ოზურგეთში დაბრუნება და ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მონახულება. ასევე ოზურგეთის საეპისკოპოსო რეზიდენცია და წმინდა ნინოს ტაძრის ნახვა.
5. ღამით ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებლით ჩამოსვლა (მატარებელი 653). გამოდის 20:50 და ჩამოდის 05:45 - ტარიფი იგივე.
მე, პირადად, მეორე ვარიანტს ვემხრობი, ოდნავ მეტი ხარჯი იქნება მხოლოდ, რადგან მარშრუტკის დაქირავება და ჯუმათში გამგზავრება ემატება. თუმცა, უფრო საინტერესო უნდა იყოს.
