ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Tamusia » 13 აპრ 2009, 21:32

აშოტის მეფედ კურთხევაა, თუ არ ვცდები
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by imerkhevli » 13 აპრ 2009, 22:02

თქვენ გაიხარეთ ასეთი მადლიანი თების გახსნისთვის.......
ეს ჩEმი უსაყვარლესი თემა იქნება.................
ხშირად ვესტუმრები ხოლმე :) :) :) :)


სამწუხაროდ, ბანაში არ ვყოფილვარ.იმედი მაქვს მალე ვნახავ

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by guruli » 13 აპრ 2009, 22:25

მაგ ნახატზე ჯვრისწერაა თუ - მეფედკურთხევა, ზუსტად არც მე მახსოვს (ვაი, ვაი - სკლეროზი :cry: :cry:), მაგრამ თუ ჯვრისწერაა, რომელი იქნება, იცით? ალექსი კომნენოსის ძმისწულზე რომელმა მეფემ იქორწინა (მგონი, რომელიღაც ბაგრატი იყო - I ან II)? აი, მაგათ იქორწინეს ბანაში თავისი ჯვრისწერით.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Tamusia » 13 აპრ 2009, 22:27

ხოო, მაშინ მეფედ კურთხევაა
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by imerkhevli » 13 აპრ 2009, 22:31

guruli wrote:მაგ ნახატზე ჯვრისწერაა თუ - მეფედკურთხევა, ზუსტად არც მე მახსოვს (ვაი, ვაი - სკლეროზი :cry: :cry:), მაგრამ თუ ჯვრისწერაა, რომელი იქნება, იცით? ალექსი კომნენოსის ძმისწულზე რომელმა მეფემ იქორწინა (მგონი, რომელიღაც ბაგრატი იყო - I ან II)? აი, მაგათ იქორწინეს ბანაში თავისი ჯვრისწერით.
მგონი ჯვრისწერაა
თუ არ ვცდები ,1030 წელს ბანაში დაიწერა ჯვარი ბაგრატ IV-მ ელენე დედოფალზე.
Last edited by imerkhevli on 13 აპრ 2009, 22:36, edited 1 time in total.

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Sarajistka » 13 აპრ 2009, 22:32

ამ თემის ნახვაც კი აღარ მინდა, ხანძთის ფოტოს მოვკარი თვალი და სხვაც ეგეთ დღეში რომ დამხვდეს, გული ვეღარ გაუძლებს, ვერააააააააა :( :( :( :( :( :( ასე შეიძლება? მტერს არ დაუნდგრევია საუკუნეების განმავლობაში ისე, როგორც ჩვენ ამ ბოლო საუკუნეში დავანგრიეთ მოუვლელობით. სხვა რამე გვავალია? ერთი ხომ ეგღა შემოგვრჩა?
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Gio-horus » 13 აპრ 2009, 22:42

Sarajistka wrote:ამ თემის ნახვაც კი აღარ მინდა, ხანძთის ფოტოს მოვკარი თვალი და სხვაც ეგეთ დღეში რომ დამხვდეს, გული ვეღარ გაუძლებს, ვერააააააააა :( :( :( :( :( :( ასე შეიძლება? მტერს არ დაუნდგრევია საუკუნეების განმავლობაში ისე, როგორც ჩვენ ამ ბოლო საუკუნეში დავანგრიეთ მოუვლელობით. სხვა რამე გვავალია? ერთი ხომ ეგღა შემოგვრჩა?
ჩემო ნანუკა .. ეხლა რასაც დავწერ შეიძლება არ იყოს პოპულარული, მაგრამ სამაგიეროდ ''ახალ'' ეკლესიებს და მონასტრებს ვაშენებთ ქართველები... რამდენსაც გინდა.. ყველა უბანსა თუ ქუჩაზე....რა საჭიროა ძველის მოვლა-პატრონობა და გადარჩენა?....როცა... OFF-ტოპიკისთვის ბოდიშს ვიხდი
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Int3lig3nt » 13 აპრ 2009, 23:23

Gio-horus
"ახალი" ეკლესიის აშენება სახელია ;).
ვისაც ფული აქვს ნაშოვნი (შავი თუ თეთრი...), ყველა ეკლესიას აშენებს.
არადა იმის მეათედი და მეასედი ეყოფა ძველის რესტავრაციას და თუნდაც გადახურვას...
მეც ბოდიშს ვიხდი "თემისგარეშესთვის".

თემას რაც შეეხება... წელს თუ არა, მომავალ წელს აუცილებლად ვნახავ ტაო-კლარჯეთს.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by amigo » 13 აპრ 2009, 23:33

ბანა შორიდან

Image

პანორამა

Image


უზარმაზარი მთა ბანასთან ახლოს

Image


Sarajistka
იგივე დღეში ვარ.


Gio-horus
ბანას რომ ვუყურებ განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება, თითქოს საქართველოს წარსულში ვარ, - შემიძლია შევეხო უდიდეს ქმნილებას და სიამაყე დამეუფლოს, შემიძლია დიდხანს დაკვირვებით ვათვალიერო თითოეული ჩუქურთმა, თითოეული სვეტი და შევიგრძნო რა არის ჩაქსოვილი მასში. ამ უზარმაზარ ქვებთან რომ მივდივარ საუკუნეების მანძილზე დაგროვილი სითბო და ენერგია იგრძნობა.

ახალ ეკლესიებს კი ვერ აღვიქვამ ასე.



ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, უნდა ისევ გავაძლიეროთ საქართველო. დაუშვებელია შინა აშლილობა, ღალატი - მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ.

ოდესღაც ხომ ვიყავით ღირსეულად? ხოდა მაქვს იმედი რომ ოდესმე კვლავ მოვიპოვებთ სიძლიერეს.

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by khoteura » 13 აპრ 2009, 23:46

გული გამიჩერდა ადამიანობას ვფიცავ


გაიხარეთ

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by guruli » 14 აპრ 2009, 00:00

imerkhevli
ბაგრატ IV-მ
ბაგრატ IV მახსოვდასავით, მაგრამ ეპ[ოქა რომ მოვთვალე, რაღაც მეშორა...
ეტყობა, მაგრად ვურევ - ასაკის გამო... :cry: :cry:
მაგრამ ეგაა - ბაგრატ IV და დედოფალი ელენე.
Sarajistka, Gio-horus - თურქეთში მაგის გაკეთება არ იქნება იოლი. აი, აქ რრომ გააკეთონ მსგავსი, ეგ კი შეიძლება, მაგრამ მაგ ფულიანი ხალხიდან, ვინც ტაძრებს აშენებს, ჰკითხე აბა, რამდენმა იცის ბანა, ოშკი და ხანძთა... :cry: იგივე მახარემ მოგვიყვა იმ დღეს - შეკრებაზე, ერთ მაღალჩინოსან გვამზე (სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებ), ჯგუფYთან ერთად რომ ჩავიყვანე, მთელი ექსკურსია ილოთავა და იქ უკან რომ ვბრუნდებოდით, მაშინ მითხრა, პრაქტიკულად, არაფერი მინახავსო... :cry:
მოდი და ელაპარაკე მაგას მშვიდობაზე.
amigo - სულის შემკვრელი პანორამებია.
ბანას ირგვლი რა საოცარი ფერებია, რა სიჭრელეა...
სხვა მხრიდანაც გექნება ბანას მიმდებარე მდელოები გადაღებული. :wink:
და ჩვენ ლამის ზედ ტაძართან მივედით - ასფალტის მერე კიდევ საკმაოდ იარა ავტობუსმა.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by lama » 14 აპრ 2009, 00:01

amigo
არ მავიწყდება ბანას ზღაპრული და ენით აღუწერელი გარემო

ის კლდეები ის ბორცვები სხვადასხვა კი არა და უუუუთვალავი ფერით მოსილი

ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერლურჯიასამნისფერძოწისფერლალისფერ.......

მოკლედ საოცრებაა ნამდვილი

სამოთხეა ხელშესახები
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by lama » 14 აპრ 2009, 00:03

guruli
imerkhevli
ჯვრისწერაა ნამდვილად :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by amigo » 14 აპრ 2009, 00:26

lama
guruli

Image

ამ ფოტოს მარცენა ნაწილში მოჩანს ბაღი, მე ეს ბაღი გადავკვეთე, გზიდან არ მივსულვარ, ქარი იყო, ბაღში კი შედარებით მყუდრო იყო და სითბო იგრძნობოდა.

Image

Image

ესეც ბანას მიმდებარე წითელი არემარე

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Naia » 14 აპრ 2009, 00:41

amigo
რა კარგი პანორამები გადაგიღია

სამწუხაროდ, რადიკალი ძალიან ცუდად მუშაობს და დღეს ჩემს რეპორტაჟს ვერ გავაგრძელებ :(

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]