guruli
სიამოვნებით წამოვალ მშობელთა ლაშქრობაში.
ლუკასაც გაუხარდა, ყველანი გაგიხსენათ და უკვე ელოდება
ისე რა მაგის პასუხია და ... ჩემი მოხუცები მომენატრნენ, ჩემი მშობლები
ყოველ საღამოს ვურეკავ,ხმის გაგონება მინდა მათი, ასე მგონია,რაღაც უფრო და უფრო ცოტა დრო მრჩება მათ მოსაფერებლად.

დედა კი ჩვენზე წუხს, ტყემალი და ალუჩა აყვავდაო და რა მეშველება მარტის სიცივე სულ ძირს დააყრევინებსო,ალუჩის საწებლის გარეშე დამრჩებითო

კიდევ აქეთ ზრუნავს ჩვენზე,თუმცა კი, თავიანთი პრობლემებიც თავზე საყრელადააქვთ- გაზაფხულია, აქეთ ციკნების დოლიო, იქით ხბო,აქეთ ღობეა კიდევ გასამაგრებელი და კიდევ ვინ იცის რამდენი რამ, სულ კარში არიან. ისიც არ იყოს, წელს 70 წლის ხდება- დამიბერდა დედიკო...
მენატრებიან ჩემი ერთმუჭამდე დაპატარავებული მოხუცები. ახლა ამას განსაკუთრებულად ვგრძნობ, ქალიშვილის გათხოვების მერე

კვირაში ორჯერ მაინც ვხედავ, მაგრამ მაინც მენატრება. მხოლოდ ახლაღა ვხვდები მშობლის წუხილს, ახალგაზრდობაში ასე რომ მაოცებდა- რა ადარდებთ, პატარა ხომ არავარ-თქო.
ჩემი სახედაღარული დედიკო და მუდამ ხუმრობის ხასიათზე მყოფი მამა

esec gaivlis....