ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by anano » 09 აპრ 2009, 01:07

guruli


სული შემეკრა.... :(
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 აპრ 2009, 01:18

Sarajistka wrote:ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. იუსუფელში რომელ სასტუმროში რჩებით? პარხლის პირას რომაა იქ ხომ, საკალმხესთან? მოკლედ მანდ ჩემს ერთ-ერთ ტურისტს დარჩა ოქროს ბეჭედი. გვიან გაახსენდა, დავრეკეთ და გვითხრეს შეგინახავთო. იქნებ წამოიყოლოთ რა ეხლა? მე როდის ჩავალ კიდევ ღმერთმა იცის და ქენით სიკეთე, ის ქალი ისე ელოდება მაგ ბეჭედს. მეპატრონეს უთხარით და გამოგატანთ. მეც დავურეკავ იმ კაცს, გავახსენებ და ვეტყვი, რომ გამოგატანოთ.
აბა კეთილ მგზავრობას გისურვებთ და მშურს თქვენი, თეთრია თუ შავია, არ ვიცი მაგრამ მაინც :D :D :D :D :D :D :D :D :wink:

ეგ რა დამართნია?
ისე, მშვენიერი მიზეზი ჰქონია, ისტორიულ საქართველოში დასაბრუნებლად.
ეგ სასტუმრო მეც მახსოვს, ღამე გამითევია, ნარდიც მითამაშია.
ბარგიც ძველმოდურად - გვარლით ამიზიდავს("ტროსი") და მე2 დღეს პარხალიც მინახავს.
ისე, მთელს 25-30 კმიან ხეობაში ისეთი ლამაზი სახლებია, რომ
იქაურობის ფეხით მოვლის სურვილი მაქვს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 აპრ 2009, 01:22

ხალხ, დიდი მადლობა, კეთილი სიტყვებისთვის.
გასახარია, მათი წაკითხვა წასვლის წინ.
არაჩვეულებრივნი ხართ.

გურულს, იმავე თავაიძეს კი, ვფიქრობ,
ჩვენგან საგანგებო ტაოური პრიზი ეკუთვნის.

სხვა რა?
მგონი, ჩემი 1 + მარიკუნა ამოეწერა და მის მაგივრად კიდევ 1 +, ალეკო წამოვა.
ანუ, შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება.
ძნ გამიხარდება, თუ მარიკუნა წამოსვლას შეძლებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
megzuri
ბოდიალა
Posts: 260
Joined: 13 ივნ 2008, 00:41
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by megzuri » 09 აპრ 2009, 02:21

პარხალს ,რომ არ ნახულობთ ამ ჯერზე ძალიან საწყენია :( .ლამა და გურული

დამეთანხმება,რომ ულამაზესი ხეობაა და ულამაზესი ეკლესიაა :) ...
guruli გახსოვს ჩვენი შეჯიბრება სიმღერაში თურქებთან როგორი

წარმატებით დამთავრდა და საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა კიდეც :roll:

8) :) ...მართლაც ულამაზესი,საინტერესო დღეები გავატარეთ...

წარმატებულ,კეთილ და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ :) ...ლამაზ

შთაბეჩდილებებს ველოდებით თქვენგან :)


უფალი შეგეწიოთ

[/b]

User avatar
megzuri
ბოდიალა
Posts: 260
Joined: 13 ივნ 2008, 00:41
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by megzuri » 09 აპრ 2009, 02:26

მოდით ვინც აქ ვართ დარჩენილი და ვინც ტაოშია ნამყოფი,მათი მარშუტის

შესაბამისი ეკლესიის სურათები დავდოთ ანუ ამით კიდევ ერთხელ ვიმოგზაურებთ

ჩვენს წარსულში და მოგზაურთა წრეში ვიტრიალებთ
:roll: :wink:

მგონი ცუდი იდეა არ უნდა იყოს?! არ მეთანხმებით? :roll: :?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by guruli » 09 აპრ 2009, 03:02

megzuri
guruli გახსოვს ჩვენი შეჯიბრება სიმღერაში თურქებთან როგორი

წარმატებით დამთავრდა და საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა კიდეც
განა მარტო ეგ მახსოვს, იმ საღამოდან, თურქებს რომ საქართველოს ჰიმნი ვამღერეთ? :) რა კარგი დრო გავატარეთ იმ საღამოს, როგორ დავიმხვეთ თავზე ოსმანას სასტუმრო. :) გახსოვს ის ჯამალი და ოსმანა, იუსუფელიდან რომ ამოვიდნენ ჩვენთან სალაპარაკოდ? როგორ არ ვეთმობოდით, როგორ არ უნდოდათ წასვლა და განშორება!!!
იცი, კიდევ რა მახსოვს კარგად? სულ პირველად რომ მივდიოდით მაგ სასტუმროში, გვიან ღამე... არ ვიცი, შენ რომელ მინიბუსში იჯექი, მაგრამ რომ მივდიოდით ამ კუნაპეტ ღამეში, სადაც ირგვლივ ყველგან მთების სილუეტები ჩანდა და რასად დასახლება, სინათლე, თან - გზაც არ მთავრდება და ვატყობთ, სადღაც ზევით-ზევით მივდივართ იმ კლდეებში, ჩვენთან ხუმრობდნენ, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვხდებით მგონიო... :D ბოლოს, სოფელი რომ გამოჩნდა და შევედით სასტუმროში, სადაც აივანი ზედ პარხალზე გადადიოდა... რა კარგი ღამე იყო, რა წყნარი და პარხალის ჩუხჩუხით განზავებული, თითქოს ამ დუდუნით იქაურობის ტკივილიან ისტორიას გვიყვებოდა... როგორ გვაინტერესებდა გათენება, რომ დღის სინათლეზე დაგვენახა ის თავზე გადმომხობილი ფერდობები, სადაც ნათურები კიაფობდა.
ფოტოების განთავსებაზე შენი შემოთავაზება ძალიან კარგია, მაგრამ მე არ მაქვს კარგი ხარისხის სურათები და სხვები თუ დადებენ, კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით "გავივლი" მაშინდელ გზას.
გავედი ახლა და ტაოში წამსვლელებს კიდევ ერთხელ დაგილოცავთ გზას. სასტუმროებში აუცილებლად იქნება ინტერნეტი და შემოგვეხმიანეთ. კიდევ ერთხელ მომიკითხეთ "ბებერი ტაო".
GAMARJOBA SAKARTVELO
გურულს, იმავე თავაიძეს კი, ვფიქრობ,
ჩვენგან საგანგებო ტაოური პრიზი ეკუთვნის.
ჩემთვის ყველაზე კარგი პრიზი აგვისტოში, იმერხევში იქაურ ფესტივალებზე კარავული გასვლების დაგეგმვა იქნება. პარასკევიდან კვირის ჩათვლით, მანქანებითაც შეიძლება წასვლა. თუ არადა, სარფიდან რომ ვიქირაოთ და ავიდეთ, ეგეც შეიძლება.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 09 აპრ 2009, 04:49

დიდი მადლობა გზის დალოცვისთვის, ხალხნო! :D
ერთ რამეს გთხოვთ, მშვიდობა დაგვახვედრეთ!
Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by VANO » 09 აპრ 2009, 04:54

აბა ხალხნო ჩვენ წასვლას და თქვენ დარჩენას გაუმარჯობს :D


მადლობას მოგახსენებთ გზის დალოცვისთვის. თქვენ მშვიდობას გისურვებთ.


აბა თქვენ გენაცვალეთ ჩემი ტაქსისტიც მოვიდა და ჰაიდეს ს.ქიმიასთან :D


აბა თქვენ იცით :wink:
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by chuna » 09 აპრ 2009, 04:57

მშვიდობიან დღეებს გისურვებთ! აქაურობის დარდი მართლა მიგვყვება....


ჩვენ ლოცვით დაგიფარავთ ტაოდან!!!!!!

ბედნიერად კარაველებო!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 აპრ 2009, 04:58

Vanski
chuna

აიტ, თქვენ აქ რა გინდათ?
აბა, სასწრაფოდ მანქანებში და სქიმიისკენ გამოემართეთ.
არავინ დააგვიანოთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by zika » 09 აპრ 2009, 10:59

გოგას ეს წუთია ველაპარაკე და თურქეთის საღვარზე გადადიან :D

ეხ როგორ მინდოდა წასვლა :oops:

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by keto » 09 აპრ 2009, 13:13

მშვიდობით მოარეთ და მშვიდობითვე დაგვიბრუნდით იქაური ტაძრების მადლით :)
Keep Smiling...

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by tiko_r » 09 აპრ 2009, 15:01

guruli

რომელსაც ამერიკაში მცხოვრებმა მადლიანმა ქართველმა ბოძი შეუყენა და ჩამოვარდნას გადაარჩინა
ვახტანგ ჯობაძეს გულისხმობ?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by guruli » 09 აპრ 2009, 20:24

tiko_r
ვახტანგ ჯობაძეს გულისხმობ?
გვარი არ მახსოვს, მაგრამ ვახტანგი ნამდვილად ერქვა და, ალბათ, ეგ იქნება.
დღეს, 11,35 წუთზე ნაიას ვემესიჯე. უკვე საზღვარზე ვართ - ნაწილი გადავედით და დანარჩენებს ველოდებითო... უფალი შეეწევათ და იქაურობასაც ასე უპრობლემოდ მოივლიან.

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Sarajistka » 09 აპრ 2009, 22:51

guruli wrote:tiko_r
ვახტანგ ჯობაძეს გულისხმობ?
გვარი არ მახსოვს, მაგრამ ვახტანგი ნამდვილად ერქვა და, ალბათ, ეგ იქნება.
დღეს, 11,35 წუთზე ნაიას ვემესიჯე. უკვე საზღვარზე ვართ - ნაწილი გადავედით და დანარჩენებს ველოდებითო... უფალი შეეწევათ და იქაურობასაც ასე უპრობლემოდ მოივლიან.
ნამდვილად ვახტანგ ჯობაძეა, ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი, რომელსაც საკმაოდ დიდი ღვაწლი მიუძღვის ტაო-კლარჯეთის კვლევაში.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]