ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by ZVIOSULI » 08 აპრ 2009, 22:14

tiko_r
ვა შენ ცოცხალ ხარ... საღოლ :D :twisted:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Monadire » 08 აპრ 2009, 22:17

თქვენ კიდე არ წასულხართ?
კი არა და
დალოცვილი გზა და ზედ კეთილი მგზავრობა!
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by imerkhevli » 08 აპრ 2009, 22:23

ძალიან,ძალიან მიხარია,რომ ეს მოგზაურობა შედგა....................
კეთილ მგავრობას გისურვებთ,ჩვენებურებს მოკითხვა.......... :) იმედია შეხვდებით:)

მადლიან მიწაზე მდიხართ და გამარჯვებით გევლოთ!!!!!!!!!!!! :)

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Kavtaradze » 08 აპრ 2009, 23:36

და გამიგიჟდა მგონი უთო მოაქ :shock: :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by guruli » 08 აპრ 2009, 23:37

Kavtaradze wrote:და გამიგიჟდა მგონი უთო მოაქ :shock: :lol:
:lol: :lol: :lol:
მგონი, არ დასჭირდება იქ.

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by tamuna_gudarexi » 08 აპრ 2009, 23:39

guruli wrote:მეც მშვიდობიან მოგზაურობას გისურვებთ, კარაველებო. აბა, შთაბეჭდილებებით და განცდებით აღსავსე გისურვოთ, რად გინდათ - ეგ ისედაც იქნება. თქვენ ისეთ ადგილებში მიდიხართ, მთელი ცხოვრების სამყოფ ემოციას, მთელი ცხოვრების საგზლად წასაღებ შთაბეჭდილებებს ჩამოიტანთ. იქ უფრო მეტად შეიგრძნობთ, რანი ვიყავით, თუმცა იმასაც ცხადად დაინახავათ, რანი ვართ ახლა და გულიც ბევრჯერ მოგეწურებათ. "ბებერი ტაო", რომელიც არაერთხელ გაგაოცებთ თავისი სიდიადით, არაერთხელ გეტყვით - "ლუკმა არ მაკლია,/მართალია, მაგრამ სამშობლოით ღარიბი ვარ". "მემლექეთისგან" მოიკითხეთ იქაურობა და უთხარით, რომ დედა-სამშობლოს დღესაც ძველებურად სტკივა მისი ტკივილი და დღესაც ძველებურად მწვავედ ახსოვს ის. არ ვიცი, იუსუფელში რამდენი ხნით გაჩერდებით, მაგრამ ერთ ღამეს ხომ გაათევთ და იქ აუცილებლად მოვა ერთი კარგი ქართველი - ჯამალი. სამწუხაროდ, თავისი ქართული კარგად არც მან იცოდა, მაგრამ აფთიაქი ჰქონდა ქალაქის ცენტრში და ამით იცნობთ. კიდევ - იობი ყანთარაშვილი მოიკითხეთ მანდვე, ძალიან კარგი კაცია. ისეთი მეგზური მიგყვებათ, იობის დახმარება არ დაგჭირდებათ, თორემ თან გადაგყვებოდათ - გულიანი ქართველია, ნაღდი "გურჯი". მასაც ესიამოვნება ქართველებისგან გამოჩენილი ყურადღება. კიდევ - იმ ჯამალის თურქი მეგობარი, მთასვლელი ოსმან ჩიქილ-ოღლუ მოიკითხეთ - მასაც ძალიან უყვარს ქართველები. მაგას იქ რაფტინგის კლუბიც აქვს და შეგიძლიათ მაგაზეც დაელაპარაკოთ - ჭოროხი საუკეთესო სარაფტინგე ადგილია. საერთოდ, იქაურ ქართველებთან კონტაქტს
დაეწაფეთ - ეგ ტაოში მოგზაურობის განსხვავებული სიამოვნებაა...
იშხანში კარგად დააკვირდით სამხრეთის ფასადს და ეცადეთ, კი არ დაიმახსოვროთ, მთელი სხეულით შეიგრძნოთ ის ულამაზესი ჩუქურთმები, რომლებშიც ოსტატს მთელი ქართული გენი ამოუტვიფრია და ჩაუკირია... იშხანის ულამაზეს, ქართულ სინამდვილეში მთლად უანალოგო თუ არა, ძალზე იშვიათ მრგვალ საკურთხეველს ისედაც მიაქცევთ ყურადღებას და ყოფილ ნამეჩეთარ ოთახში გულმოდგინედ დაათვალიერეთ ის ბზარი, რომელიც მეჩეთის გაკეთებისთანავე გაჩნდა და რომლის გამოც თურქებმა მეჩეთი სასწრაფოდ გაიტანეს გარეთ. ამბობენ, ამ ბზარით ტაძარმა თავი გადაირჩინაო... იშხანში გუმბათის ყელია ულამაზესად მოხატული და საერთოდ, ეგ ტაძარი სწორედ მხატვრობით ყოფილა განთქმული. სამწუხაროდ, მოხატულობა თითქმის ბოლომდე განადგურებულია, მაგრამ აქა-იქ პატარა ფრაგმენტებია შემორჩენილი და კარგად დააკვირდით იმ სილამაზეს. იშხანში ასვლისას იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რაოდენ უსიცოცხლო უდაბნოშია იგი, მაგრამ სოფელი იმ მთის წვერზე როგორ ჰყვავის წალკოტად. სოფლის შესასვლელში რამხელა ვაზებია, იმასაც დააკვირდით. ოშკში თავიდან ჩვენს - აქ დარჩენილთა მაგივრადაც მიეფერეთ ბოლომდე გაბზარულ უკანა კედელს, ეგებ მშობლიურმა სითბომ ცოტათი მაინც შეამაგროს... კარგად დააკვირდით და მერე მითხარით, მაგ უკანა მხარეს სახლის სახურავი ისევ ისე ზედ ებჯინება კედელს, საიდანაც წვიმის წყალი თქიშინით ჩაედინებოდა კედლის ბზარებში, თუ იმ ტუალეტთან და დამხმარე სათავსებთან ერთად ეგეც მოაშორეს თავის კიბიანად. მკერდმოჭრილი დაგვხდებათ ოშკი - წინა ფასადზე, შესასვლელთან ამ 4-ოდე წლის წინ მრუდხელიანებმა ღვთისმშობლის ქანდაკების ვეება, დაახლოებით 1-მეტრიანი ქვის გრავიურა მოიპარეს და მისი ადგილი ახლა პირდაღებულ ჭრილობასავით ჩანს კედელზე. ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე იყო და იქნებ მაგასაც გამოუჩნდა პატრონი, როგორც მეორე ანალოგიურ ქვის ფილას, რომელსაც ამერიკაში მცხოვრებმა მადლიანმა ქართველმა ბოძი შეუყენა და ჩამოვარდნას გადაარჩინა. ეცადეთ, თქვენი მისვლით ტაძარს მაგ თუ სხვა არაერთ ჭრილობაზე მალამო დაადოთ, სამაგიეროდ, ის კი შიგნით შესულებს მარჯვნივ. პირველივე ბოძზე ამოქარგული ულამაზესი ორნამენტებით დაგატკბობთ. ულამაზეს ბუნებაში ჩაკარგული ხახულიც მოგვიკითხეთ და - დანგრეული ბანაც, დაუძლეველ მწუხარებაში განზავებული სიჩუმით რომ ებრძვის მარტოობას და ძნელბედობას; ოთხთაში მიმავლები კლდის წვერზე მოყელყელავე კავკასიძეების მიუვალი ციხის სიდიადითაც დატკბით, ეკლესიისთვის კი ეგებ რამე უბრალო ნაჭრები მაინც გაიყოლოთ და კედლებზე ვაი-ქართველების მიერ ნახშირით ნაჩხაპნებიც წაშალოთ. :cry: დოლისყანაში ასულებმა ცოტა ტკბილეულიც იქონიეთ იქაური ლაზი ბავშვებისთვის, რომლებიც არათუ ქართველობენ, არც ლაზობენ და რომ ჰკითხო, ტურქები არიან, მაგრამ დააკვირდით იმ წაბლისფერთმიან და ლურჯთვალება ბავშვებს - სუფთა ქართული იერი აქვთ. ეცადეთ, მანდ მოლასაც გამოელაპარაკოთ - გასაღები ისედაც მაგას აქვს და თან მახარე კარგად იცნობს. როგორც ამბობენ, ტაძარს ჰპატრონობს კიდეც და პროგრესული ადამიანი ჩანს. სხვათა შორის, ადრე მანდაც ტაძარი იყო, რომელიც თურქეთის კულტურის სამინისტროს განკარგულებით გაუტანით. მაშინ იქაურებს ტაძრის დანგრევა მოუნდომებიათ, მაგრამ მაგის წინამორბედ მოლას არ დაუნებებია... ეცადეთ, გაარკვიოთ, მაგ სოფელში (თურქულად - ჰამამლი) ახლაც ცხოვრობენ თუ არა ქართველები. ამბობენ, რომ არა, მაგრამ კალანდიას ფილმში აშკარად ქართულ სიმღერას მღეროდნენ მაქაურები.
სხვა რა გითხრათ... ჩემის არ იყოს, ხანძთაში მიმავლებს ისედაც აგედევნებათ ხანძთელის აჩრდილი, არტანუჯში - აშოტ კურაპალატისა, იშხანში - საბა იშხნელისა და საერთოდ, იქ უფრო ახლოს, უფრო ცხადად შეიგრძნობთ ჩვენს ისტორიას. იგი ხშირად შემოგტირებთ დახმარების სათხოვნელად და ამისთვისაც მზად იყავით - არ იქნება იოლი ამის გადახარშვა. მე როცა იშხანის ნახევრად გადმონგრეულ, ულამაზესი ფრესკებით დამშვენებულ თაღს ავხედე, ტირილი რომ შემეკავებინა, სასწრაფოდ გარეთ გამოვვარდი. ისტორიის ბედუკუღმართობა არა მარტო იშხანში, არამედ ყველგან, მთელი მოგზაურობის მანძილზე დაგთრგუნავთ და მწარედ, დაუნდობლად გაგამათრახებთ, მაგრამ თავი იმით დაიმშვიდეთ, რომ ასეთი ჩასვლით დიდ ქართულ საქმეს აკეთებთ - საზღვრის აქეთ-იქით დარჩენილ საქართველოებში სახალხო დიპლომატიას აცოხლებთ და მის აყვავებას უწყობთ ხელს. არტანუჯში მარცხენა კუთხეში ნანგრევებია - პეტრე-პავლეს ეკლესიისა, სადაც დღეს აშოტ კურაპალატის საფლავია ჩაკარგული... სამწუხაროდ, იმდენად უნაშთოდ, მის კვალსაც ვერ იპოვით. რაც უნდა გაგვიანდებოდეთ, ჯოჯოხეთის კანიონი აუცილებლად ნახეთ - ეს სულ სხვა სამყაროა, სსვა სილამაზე და სიდიადე.
აბა, თქვენ იცით - კიდევ ერთხელ დაგილოცავთ გზას. რა გაძლებს ეს 4 დღე, სანამ თქვენ დაბრუნდებით და ტაოს სულს, იქაური საქართველოს თუ ქართველების ამბებს ჩამომიტანთ... :cry: :cry: :cry:
სიტყვები არ მყოფნის! მხოლოდ ცრემლები! :cry: :cry: :cry:
ნეტავ მეც მივდიოდე...
Last edited by tamuna_gudarexi on 08 აპრ 2009, 23:49, edited 2 times in total.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by tamuna_gudarexi » 08 აპრ 2009, 23:42

...
Last edited by tamuna_gudarexi on 09 აპრ 2009, 00:06, edited 1 time in total.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
giomel
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 23 მარ 2009, 01:10
Location: saqarTvelo, Tbilisi, naxalovka dadianis q 259
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by giomel » 08 აპრ 2009, 23:43

ბედნიერ მგზარვიბას გისურვებთ აბა თქვენ იცით კარგი დრო ატარეთ მოკითხვა ჩვენგან ჩვენებურებს

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Sarajistka » 09 აპრ 2009, 00:25

ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. იუსუფელში რომელ სასტუმროში რჩებით? პარხლის პირას რომაა იქ ხომ, საკალმხესთან? მოკლედ მანდ ჩემს ერთ-ერთ ტურისტს დარჩა ოქროს ბეჭედი. გვიან გაახსენდა, დავრეკეთ და გვითხრეს შეგინახავთო. იქნებ წამოიყოლოთ რა ეხლა? მე როდის ჩავალ კიდევ ღმერთმა იცის და ქენით სიკეთე, ის ქალი ისე ელოდება მაგ ბეჭედს. მეპატრონეს უთხარით და გამოგატანთ. მეც დავურეკავ იმ კაცს, გავახსენებ და ვეტყვი, რომ გამოგატანოთ.
აბა კეთილ მგზავრობას გისურვებთ და მშურს თქვენი, თეთრია თუ შავია, არ ვიცი მაგრამ მაინც :D :D :D :D :D :D :D :D :wink:
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Tamari-ch. » 09 აპრ 2009, 00:27

ბედნიერი მგზავრობა და მშვიდობით დაბრუნება

ბეევრი სურათები ჩამოიტანეთ
და ფრესკები და ჩუქურთმები გადაიღეთ!

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by VANO » 09 აპრ 2009, 00:29

თქვენი არ ვიცი მარა როდის გამოვარდები სახლიდან ერთი სული მაქ :D




თითებზე ვითვლი დარჩენილ დროს :(
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by guruli » 09 აპრ 2009, 00:33

Sarajistka wrote:ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. იუსუფელში რომელ სასტუმროში რჩებით? პარხლის პირას რომაა იქ ხომ, საკალმხესთან? მოკლედ მანდ ჩემს ერთ-ერთ ტურისტს დარჩა ოქროს ბეჭედი. გვიან გაახსენდა, დავრეკეთ და გვითხრეს შეგინახავთო. იქნებ წამოიყოლოთ რა ეხლა? მე როდის ჩავალ კიდევ ღმერთმა იცის და ქენით სიკეთე, ის ქალი ისე ელოდება მაგ ბეჭედს. მეპატრონეს უთხარით და გამოგატანთ. მეც დავურეკავ იმ კაცს, გავახსენებ და ვეტყვი, რომ გამოგატანოთ.
აბა კეთილ მგზავრობას გისურვებთ და მშურს თქვენი, თეთრია თუ შავია, არ ვიცი მაგრამ მაინც :D :D :D :D :D :D :D :D :wink:
მგონი, შენ მახათეთზე ამბობ, ოსმანას სასტუმროზე... პარხალის ხეობაში რომაა, იმაზე ამბობ, ხომ? მანდ არ ადიან ამ ჯერზე, თუმცა, თუ დრო ექნებათ, მაგ ხეობაში რომ გაისეირნონ, არ წააგებენ - ძაან ლამაზია იქაურობა. გზაც კარგია, მაგრამ მეტისმეტად ვიწროა და დაკლაკნილი, რის გამოც ავტობუსით ასვლა ცოტა საეჭვოა.

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by anano » 09 აპრ 2009, 00:52

guruli wrote:
Kavtaradze wrote:და გამიგიჟდა მგონი უთო მოაქ :shock: :lol:
:lol: :lol: :lol:
მგონი, არ დასჭირდება იქ.
არაა, ტყუილია ,ჭორებს მიგორებენ :D
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Naia » 09 აპრ 2009, 01:03

წავედი დავიძინო

აბა, თქვენ იცით, გვალვაი წმინდა კერაი არ გაგვიციოთ :)

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by tamuna_gudarexi » 09 აპრ 2009, 01:06

გზას დაგილოცავთ! :)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]