ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by tamuna_gudarexi » 08 აპრ 2009, 10:16

დაუვიწყარ და სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ, მეგობრებო! :)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by ZVIOSULI » 08 აპრ 2009, 10:20

პური მიგვაქვს თუ იქნება იქ ისე რომ არ იქნება პრობლემა?

და http://www.turkeyforecast.com/weather/ardahan/
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Bivrili » 08 აპრ 2009, 15:09

მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ

მომიკითხეთ ჩვენებურები




პ.ს. ბავშობაში ბახმაროზე ვისვენებდი, მახოვს ერთმა იხუმრა ეს ჰაერი უნდა დავაკონსერვო და ქალაქში წავიღოვო
ნეტავ მართლა შეიძლებოდეს ჰაერის დაკონსერვება
ხომ შევიგრძნობდი თქვენს მიერ ჩამოტანილი საქართველოს სურნელს

იქნება და სურათებით ჩამოიტანოთ რა?...
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by guruli » 08 აპრ 2009, 16:31

მეც მშვიდობიან მოგზაურობას გისურვებთ, კარაველებო. აბა, შთაბეჭდილებებით და განცდებით აღსავსე გისურვოთ, რად გინდათ - ეგ ისედაც იქნება. თქვენ ისეთ ადგილებში მიდიხართ, მთელი ცხოვრების სამყოფ ემოციას, მთელი ცხოვრების საგზლად წასაღებ შთაბეჭდილებებს ჩამოიტანთ. იქ უფრო მეტად შეიგრძნობთ, რანი ვიყავით, თუმცა იმასაც ცხადად დაინახავათ, რანი ვართ ახლა და გულიც ბევრჯერ მოგეწურებათ. "ბებერი ტაო", რომელიც არაერთხელ გაგაოცებთ თავისი სიდიადით, არაერთხელ გეტყვით - "ლუკმა არ მაკლია,/მართალია, მაგრამ სამშობლოით ღარიბი ვარ". "მემლექეთისგან" მოიკითხეთ იქაურობა და უთხარით, რომ დედა-სამშობლოს დღესაც ძველებურად სტკივა მისი ტკივილი და დღესაც ძველებურად მწვავედ ახსოვს ის. არ ვიცი, იუსუფელში რამდენი ხნით გაჩერდებით, მაგრამ ერთ ღამეს ხომ გაათევთ და იქ აუცილებლად მოვა ერთი კარგი ქართველი - ჯამალი. სამწუხაროდ, თავისი ქართული კარგად არც მან იცოდა, მაგრამ აფთიაქი ჰქონდა ქალაქის ცენტრში და ამით იცნობთ. კიდევ - იობი ყანთარაშვილი მოიკითხეთ მანდვე, ძალიან კარგი კაცია. ისეთი მეგზური მიგყვებათ, იობის დახმარება არ დაგჭირდებათ, თორემ თან გადაგყვებოდათ - გულიანი ქართველია, ნაღდი "გურჯი". მასაც ესიამოვნება ქართველებისგან გამოჩენილი ყურადღება. კიდევ - იმ ჯამალის თურქი მეგობარი, მთასვლელი ოსმან ჩიქილ-ოღლუ მოიკითხეთ - მასაც ძალიან უყვარს ქართველები. მაგას იქ რაფტინგის კლუბიც აქვს და შეგიძლიათ მაგაზეც დაელაპარაკოთ - ჭოროხი საუკეთესო სარაფტინგე ადგილია. საერთოდ, იქაურ ქართველებთან კონტაქტს
დაეწაფეთ - ეგ ტაოში მოგზაურობის განსხვავებული სიამოვნებაა...
იშხანში კარგად დააკვირდით სამხრეთის ფასადს და ეცადეთ, კი არ დაიმახსოვროთ, მთელი სხეულით შეიგრძნოთ ის ულამაზესი ჩუქურთმები, რომლებშიც ოსტატს მთელი ქართული გენი ამოუტვიფრია და ჩაუკირია... იშხანის ულამაზეს, ქართულ სინამდვილეში მთლად უანალოგო თუ არა, ძალზე იშვიათ მრგვალ საკურთხეველს ისედაც მიაქცევთ ყურადღებას და ყოფილ ნამეჩეთარ ოთახში გულმოდგინედ დაათვალიერეთ ის ბზარი, რომელიც მეჩეთის გაკეთებისთანავე გაჩნდა და რომლის გამოც თურქებმა მეჩეთი სასწრაფოდ გაიტანეს გარეთ. ამბობენ, ამ ბზარით ტაძარმა თავი გადაირჩინაო... იშხანში გუმბათის ყელია ულამაზესად მოხატული და საერთოდ, ეგ ტაძარი სწორედ მხატვრობით ყოფილა განთქმული. სამწუხაროდ, მოხატულობა თითქმის ბოლომდე განადგურებულია, მაგრამ აქა-იქ პატარა ფრაგმენტებია შემორჩენილი და კარგად დააკვირდით იმ სილამაზეს. იშხანში ასვლისას იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რაოდენ უსიცოცხლო უდაბნოშია იგი, მაგრამ სოფელი იმ მთის წვერზე როგორ ჰყვავის წალკოტად. სოფლის შესასვლელში რამხელა ვაზებია, იმასაც დააკვირდით. ოშკში თავიდან ჩვენს - აქ დარჩენილთა მაგივრადაც მიეფერეთ ბოლომდე გაბზარულ უკანა კედელს, ეგებ მშობლიურმა სითბომ ცოტათი მაინც შეამაგროს... კარგად დააკვირდით და მერე მითხარით, მაგ უკანა მხარეს სახლის სახურავი ისევ ისე ზედ ებჯინება კედელს, საიდანაც წვიმის წყალი თქიშინით ჩაედინებოდა კედლის ბზარებში, თუ იმ ტუალეტთან და დამხმარე სათავსებთან ერთად ეგეც მოაშორეს თავის კიბიანად. მკერდმოჭრილი დაგვხდებათ ოშკი - წინა ფასადზე, შესასვლელთან ამ 4-ოდე წლის წინ მრუდხელიანებმა ღვთისმშობლის ქანდაკების ვეება, დაახლოებით 1-მეტრიანი ქვის გრავიურა მოიპარეს და მისი ადგილი ახლა პირდაღებულ ჭრილობასავით ჩანს კედელზე. ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე იყო და იქნებ მაგასაც გამოუჩნდა პატრონი, როგორც მეორე ანალოგიურ ქვის ფილას, რომელსაც ამერიკაში მცხოვრებმა მადლიანმა ქართველმა ბოძი შეუყენა და ჩამოვარდნას გადაარჩინა. ეცადეთ, თქვენი მისვლით ტაძარს მაგ თუ სხვა არაერთ ჭრილობაზე მალამო დაადოთ, სამაგიეროდ, ის კი შიგნით შესულებს მარჯვნივ. პირველივე ბოძზე ამოქარგული ულამაზესი ორნამენტებით დაგატკბობთ. ულამაზეს ბუნებაში ჩაკარგული ხახულიც მოგვიკითხეთ და - დანგრეული ბანაც, დაუძლეველ მწუხარებაში განზავებული სიჩუმით რომ ებრძვის მარტოობას და ძნელბედობას; ოთხთაში მიმავლები კლდის წვერზე მოყელყელავე კავკასიძეების მიუვალი ციხის სიდიადითაც დატკბით, ეკლესიისთვის კი ეგებ რამე უბრალო ნაჭრები მაინც გაიყოლოთ და კედლებზე ვაი-ქართველების მიერ ნახშირით ნაჩხაპნებიც წაშალოთ. :cry: დოლისყანაში ასულებმა ცოტა ტკბილეულიც იქონიეთ იქაური ლაზი ბავშვებისთვის, რომლებიც არათუ ქართველობენ, არც ლაზობენ და რომ ჰკითხო, ტურქები არიან, მაგრამ დააკვირდით იმ წაბლისფერთმიან და ლურჯთვალება ბავშვებს - სუფთა ქართული იერი აქვთ. ეცადეთ, მანდ მოლასაც გამოელაპარაკოთ - გასაღები ისედაც მაგას აქვს და თან მახარე კარგად იცნობს. როგორც ამბობენ, ტაძარს ჰპატრონობს კიდეც და პროგრესული ადამიანი ჩანს. სხვათა შორის, ადრე მანდაც ტაძარი იყო, რომელიც თურქეთის კულტურის სამინისტროს განკარგულებით გაუტანით. მაშინ იქაურებს ტაძრის დანგრევა მოუნდომებიათ, მაგრამ მაგის წინამორბედ მოლას არ დაუნებებია... ეცადეთ, გაარკვიოთ, მაგ სოფელში (თურქულად - ჰამამლი) ახლაც ცხოვრობენ თუ არა ქართველები. ამბობენ, რომ არა, მაგრამ კალანდიას ფილმში აშკარად ქართულ სიმღერას მღეროდნენ მაქაურები.
სხვა რა გითხრათ... ჩემის არ იყოს, ხანძთაში მიმავლებს ისედაც აგედევნებათ ხანძთელის აჩრდილი, არტანუჯში - აშოტ კურაპალატისა, იშხანში - საბა იშხნელისა და საერთოდ, იქ უფრო ახლოს, უფრო ცხადად შეიგრძნობთ ჩვენს ისტორიას. იგი ხშირად შემოგტირებთ დახმარების სათხოვნელად და ამისთვისაც მზად იყავით - არ იქნება იოლი ამის გადახარშვა. მე როცა იშხანის ნახევრად გადმონგრეულ, ულამაზესი ფრესკებით დამშვენებულ თაღს ავხედე, ტირილი რომ შემეკავებინა, სასწრაფოდ გარეთ გამოვვარდი. ისტორიის ბედუკუღმართობა არა მარტო იშხანში, არამედ ყველგან, მთელი მოგზაურობის მანძილზე დაგთრგუნავთ და მწარედ, დაუნდობლად გაგამათრახებთ, მაგრამ თავი იმით დაიმშვიდეთ, რომ ასეთი ჩასვლით დიდ ქართულ საქმეს აკეთებთ - საზღვრის აქეთ-იქით დარჩენილ საქართველოებში სახალხო დიპლომატიას აცოხლებთ და მის აყვავებას უწყობთ ხელს. არტანუჯში მარცხენა კუთხეში ნანგრევებია - პეტრე-პავლეს ეკლესიისა, სადაც დღეს აშოტ კურაპალატის საფლავია ჩაკარგული... სამწუხაროდ, იმდენად უნაშთოდ, მის კვალსაც ვერ იპოვით. რაც უნდა გაგვიანდებოდეთ, ჯოჯოხეთის კანიონი აუცილებლად ნახეთ - ეს სულ სხვა სამყაროა, სსვა სილამაზე და სიდიადე.
აბა, თქვენ იცით - კიდევ ერთხელ დაგილოცავთ გზას. რა გაძლებს ეს 4 დღე, სანამ თქვენ დაბრუნდებით და ტაოს სულს, იქაური საქართველოს თუ ქართველების ამბებს ჩამომიტანთ... :cry: :cry: :cry:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 08 აპრ 2009, 16:37

guruli
კიდევ უფრო გამიცხოველე იქაურობის მონახულების სურვილი, ირაკლი :!:
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Ninukala » 08 აპრ 2009, 16:49

მშვიდობიანად იმგზავრეთ და მოილოცეთ მადლიანი მიწა.... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by guruli » 08 აპრ 2009, 16:50

Mta Mkvarebia wrote:guruli
კიდევ უფრო გამიცხოველე იქაურობის მონახულების სურვილი, ირაკლი :!:
როგორც ყოვლისმცოდნე, ჯერ ნონეშვილის პოეზიის მოძიებაში დამეხმარე და გაძლიერება მერე ნახე. :wink:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 08 აპრ 2009, 16:53

guruli
ახლა ვნახე ეს პოსტი. არადა უკვე დაგეხმარე პოეზიის მოძებნაში :lol: , თუმცა ამ პოეზიის უმცირესი ნაწილის :( ...

ასე რომ რჩევების მეორე ნაწილს ველით :D ...
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by guruli » 08 აპრ 2009, 16:59

Mta Mkvarebia wrote:guruli
ახლა ვნახე ეს პოსტი. არადა უკვე დაგეხმარე პოეზიის მოძებნაში :lol: , თუმცა ამ პოეზიის უმცირესი ნაწილის :( ...

ასე რომ რჩევების მეორე ნაწილს ველით :D ...
ვიპოვე, რასაც ვეძებდი - მეც მქონია ჩაფავორიტებული ის საიტი, მაგრამ თვალი დაუდგეს სკლეროზსს და სიბერეს. :D
აი, ეს ლექსიც... მგონი, შეეფერება თქვენს გასვლას.
იოსებ ნონეშვილი

თურქეთის ქართველებთან

(შემოკლებით)

ძმებო ლაზებო, შავშნო, მესხებო,
აჭარელნო და არტანუჯელნო,
მოულოდნელად თქვენთან შეხვედრა
ლამის თვალებსაც არ დავუჯერო.

შუბლზე გაყრიათ ოშკის ბზარებად
ნაიარები ბედის, შავბედის...
დადუმებულხართ ტბეთის ზარივით,
დაღონებულხართ, როგორც შატბერდი.

აქ, ამ მიწაში სძინავთ წინაპრებს,
მათი ძვლებია აქ ჩამარხული,
ხოლო თვალები თავს დაგვბრწყინავენ,
როგორც სანთლები ძველი ხახულის.

გულში ქართული სისხლი გიღელავთ,
სულშიც ქართვლის მზე გაქვთ ჩაფანტული
ნენემ ქართული ნანა გიმღერათ,
ნენემ გასწავლათ ენა ქართული.


კურთხეულ იყოს დედა ქართველი,
თქვენ რომ ეძახით ნენეს ალერსით,
მისი ჭაღარა თმების ნათელი
ნამუსის ქუდად გიდგათ თვალებში.

ძველ სალოცავებს თავს დასტრიალებთ,
შერჩეთ ჩუქურთმა, შერჩეთ ნახატი,
რას ვიფიქრებდით: მაჰმადიანნი
რომ ქრისტეს ტაძრებს შეგვინახავდით.


მაშ, გაუმარჯოს ამ ჩვენს შეხვედრას,
ერთმანეთი რომ აღარ გვეთმობა,
ეს გაუმარჯოს ტანჯვით შენახულ,
მალვით შენახულ თქვენს ქართველობას!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by guruli » 08 აპრ 2009, 17:07

ეს ლექსიც იმავე ციკლიდანაა - "თურქეთის ქართველებთან". 60-იანი წლების ბოლოს ქართველ აკადემიკოსთა ჯგუფმა ტაო-კლარჯეთში იმოგზაურა და ფასდაუდებელი ცნობებიც შემოგვინახა იქაურობაზე. ეს ციკლიც მაშინ შეიქმნა, ამ ლექსზე კი მწერალმა საინტერესო ისტორიაზე დაგვიტოვა. ერთხელ, რომელიღაც სოფლიდან (ვერ დავიჩემებ, მაგრამ, მგონი, იმასაც ღორჯომი ერქვა. არადა, ასეთი სოფელი ხულოშია, არსიანის ქედზე, ზედ საზღვარზე, რომლის ნაწილიც იქით დარჩა :cry: ) რომ ვეშვებოდით, გზაზე ადგილობრივი ბავშვების ჯგუფი შეგვხვდა, რომლებსაც გაუხარდათ ქართველების ნახვა და ირგვლივ შემოგვესივნენო. მხოლოდ ერთი, 10-12 წლის გოგო იდგა მოშორებით, გზის გადაღმა და მოწყენილი გვადევნებდა თვალს, ამ მხიარულ საუბარში კი არ ერეოდაო. ცოტა ხანში ვიკითხეთ, ის რატომ არ მოდის ჩვენთან, არ უნდა ქართული ლაპარაკიო... მაგას ნენეი მოუკვდა, ქართული არ იცის და იმიტომ ვერ გველაპარაკებაო... :cry: :cry:


იოსებ ნონეშვილი

ნენე

საუბარი თურქეთში მცხოვრებ
ქართველ ბავშვებთან

- მოდი, გვერდით დამიჯექ,
მხარი დამიმშვენე,
დედაენა, ხატიჯევ,
ვინ გასწავლა?
- ნენემ!..

- ბიჭო, ბიჭო ჰასანავ,
აბა გაიხსენე.
ქართული ვინ გასწავლა?
- ნენემ!..

- გახსენება რად გვინდა
ან რა დაგვავიწყებს,
ნენეს თბილი კალთიდან
ცხოვრების გზას ვიწყებთ.

ნენეს ძველი თქმულება
გულში უდევს ბოღმად,
ნენე გვეჩურჩულება
ვართ ქართული მოდგმა...

- იმ დედას გაუმარჯოს,
თქვენ ნენედ რომ უხმობთ,
მისით გული გულადობს,
მისით მუხლი მუხლობს.

რა ვთქვათ მისდა საქებრად,
ვიდრე ის გვყავს, გვჯერა
ქართული არ გაქრება,
არ ჩაქრება კერა!

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by VANO » 08 აპრ 2009, 17:08

ყველას დიდი მადლობა დალოცვისთვის.



აი საღოლ guruli, საღოლ.


ჩვენც არ გიღალატებთ და კარგ დროს გავატარებთ :wink:



თქვენც მშვიდობას გისურვებთ.
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by namcecuna » 08 აპრ 2009, 17:21

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ და მშვიდობით და მშვიდობიან საქართველოში დაბრუნებას :D
წამო, ზღაპარში ...
Image

okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by okulone » 08 აპრ 2009, 21:19

ვაიმეეე, არ მჯერააა, მივდივართ! ყველას დიდი მადლობა გზის დალოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის, მალე გაგიზიარებთ შთაბეჭდიებებს :)

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by ZVIOSULI » 08 აპრ 2009, 21:21

წამომსვლელების საყურადღებოდ!!!!!!!!!!!

1 დიდი ან ორი საშულო არაყი ხლბნაია მიყიდეთ და ფულს ხვალ მოგცემთ თან დოლ(ა)არში, თორე მაკლდება და კუროშას პირიდან რა მაოძვრება მერე.......

პლიზზზზზზზზ
:D :D :D
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by tiko_r » 08 აპრ 2009, 21:55

კეთილ მგზავრობას და ტაო-კლარჯეთის სასიამოვნოდ მოვლას გისურვებთ
: D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]