Varvara
Tamusia
"ერთი წვეთი სამშობლო კიდევ მოგვემატა"...
ძალიან კარგად თქვი, ძალიან ძალიან!!!
და
მე უკვე მეორედ დავრწმუნდი რომ ერთ გასვლაში 2-ზე მეტი ძეგლის ნახვა ძნელია.
ხალხ, თქვენ მადლობა, თქვენ რომ არა-თითოეული თქვენთაგანი-ის მშვენიერი დღე არ იქნებოდა...
მარშრუტის შედგენაში, აქტიურობაში, წახალისებაში, წამოსვლაში-დიდი წვლილი გაქვთ და ზოგჯერ ვფიქრობ-მე რატომ მიხდიან მადლობას-თქო
ისეთი სიხარული შემოვიდა ამ გასვლით ჩემს გულში, რომ მგონია დავფრინავ ეს დღეები...
"რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი..."
ეს ხომ ჩევნი საქართველოა, ხელისგულზე გადაშლილი და ჩვენი თვალის შევლებას დანატრებული...
ასე მგონია ყოველ წამს გველოდება ეს "თითო წვეთი", გაფაციცებული ცდილობს ჩვენი მზერის დაჭერას...ვენატრებით...
როგორ ხარობდნენ ჩიტები, დაღამებისასაც ჭიკჭიკებდნენ ის უხილავი მასპინძლები თითქოს...
ყვითელ-თეთრ-იასამნისფერ ფურისულებს თითქოს კაბები გაეკოპწიავებინათ და კეკლუცობდნენ ჩვენს დასანახად...
გული გადაგვიშალა ბუნებამ, კარი გაგვიღო ჩვენმა ისტორიამ...
მოხუცი მშობლები რომ ნატრობენ შორს გადახვეწილი შვილების ნახვას და სიცოცხლე ემატებათ მათი თვალის შევლებით-ასე გველოდნენ თითქოს კვეტერაც, მატანიც... მარტო-იდგნენ და გველოდნენ...
განდეგილებივით ...
ერთდროულად ამაყებიც და თავმდაბლებიც, ბედნიერებიც და სევდიანებიც...
რა დაგვავიწყებს ამიერიდან მათკენ მიმავალ გზებს?
