ფესვებტური
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
ფესვებტური
რამდენიმე ხნის წინ მოცემული საიტის ადმინისტრატორმა გახსნა თემა: "კარაველების ფესვები",
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2974&start=0.
ვვარაუდობ, რომ თემის ავტორის ჩანაფიქრი შედარებით სხვა იყო (რეგიონებში კონტაქტების შესაძლებლობა), თუმცა, თემამ მაინც საინტერესო სახე მიიღო.
მე მაშინ აღმოვაჩინე, რომ არსად ვყოფილვარ, საიდანაც კი ფესვები მაქვს (სამეგრელო, აბაშის რ-ნ, სოფ. სუჯუნა; ლეჩხუმი, ცაგერის რ-ნ, სოფ. ოფიტარა და კახეთი, ახმეტის რ-ნ, სოფ. ალვანი).
გამიჩნდა სურვილი, რომ კარაველებმა შევქმნათ სპეციალური ტური: "ფესვებ-ტური", რომლის საშუალებითაც ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი ფესვების მონახულებას ჩვენს კარაველ (და არა მარტო) მეგობრებთან ერთად, კარავულად, კარვებით და ა.შ.
ასე, ნელ-ნელა შეგვიძლია საკუთარი თავიცა და მეგობრებიც მივიპატიჟოთ იქ, საიდანაც მოვდივართ და არ ვყოფილვართ, ან ვინც ყოფილა, თუ აქვს სურვილი, შესაბამისად იქაც.
ამ თემაშივე შეუძლია დაგეგმოს ნებისმიერმა კარაველმა საკუთარი "ფესვებ-ტური".
დიდი მადლობა.
=====================================================
პირველ რიგში, მე მსურს მოვინახულო ჩემი მთავარი ფესვები, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ, აბაშის რაიონის სოფელი სუჯუნა, საიდანაც ჩემი გვარია წარმოშობით.
სოფელი საინტერესოა კულტურული ძეგლებითა და ბუნებითაც, მათ შესახებაც დავდებ აუცილებლად ინფორმაციას, რომელიც ინტერნეტით მოვიძიე.
ჩემი სავარაუდო ხედვა გასვლისა ამგვარია:
I დღე პარასკევი-შაბათი
პარასკევს ღამით გამგზავრება მატარებლით და ჩასვლა აბაშაში შაბათ დილით. იქიდან ფეხით გადასვლა (4-5 კილომეტრია სულ სავალი) სუჯუნაში.
დაბანაკება.
სუჯუნის წმიდა გიორგის ტაძრის ნახვა, ასევე შუა საუკუნეების ტაძრის. ხალხის გაცნობა და ფეხვების ადგილსამყოფელის გარკვევა.
ამ სოფლიდან იყო ცნობილი პოეტი, რომელიც დუტუ მეგრელის სახელითაა ცნობილი.
საღამოს კი ავღნიშნავთ ჩვენებურად.
II დღე კვირა
კვირას შეგვიძლია ვითევზაოთ აბაშისწყალზე და ალბათ ბანაობაც მოხერხდება. ასევე მოვიძIე ინფორმაცია, რომ აქ მდებარეობს აბაშა - ანტიკური ხანის ნაქალაქარი,კეთილარის თემი და საინტერესო იქნება მისი მონახულება.
ღამით კი გამოვყვებით კვლავ მატარებელს და ორშაბათ გამთენიისას ჩამოვალთ თბილისში.
თუ ვინმესათვის საინტერესო იქნება ჩემთან ერთად გაეცნოს ჩემს ფესვებს, ძალიან სასიხარულო იქნება.
რაც შეეხება გასვლის სავარაუდო თარიღს, მაისი-ივნისის ჩათვლით თითქმის მთელი პერიოდი დავჯავშნე, თუმცა, მაისში 15/16/17 მაქვს გამოთავისუფლებული (თუ გურულ ტურს 22/23/24-ში დავთქვამ ანდაც პირიქით). ჯერ დრო გვაქვს დაზასუზუსტებლად.
===================================================
რითია საინტერესო სუჯუნა და აბაშა?
„სუჯუნის წმ. გიორგი“ ძველ სამეგრელოში ძლიერ ხატად ითვლებოდა. სუჯუნა ოთხი კილომეტრით არის დაშორებული სადგურ აბაშიდან. სუჯუნა ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა. სუჯუნის ეკლესია მდიდარი იყო, ჰყავდა მრავალი ყმა და შემოსავალიც დიდი ჰქონდა. სუჯუნის ეკლესიაში დაცული ყოფილა ძვირფასი ხატ-ჯვრები. აქ ესვენა „სასწაულმოქმედი“ სუჯუნის წმ. გიორგის ხატი, რომლის ხატობა იმართებოდა 23 აპრილს. ამ დღეს იქ დიდძალი მლოცველი მოდიოდა. ვისაც შეპირებული ჰქონდა, ისინი ღამეს ათევდნენ, საკლავს ხოცავდნენ, მუხლის მოყრით ეკლესიას გარშემო უვლიდნენ და სხვა. სუჯუნის წმ. გიორგი ითვლებოდა სულით ავადმყოფების მკურნალად. ისინი ხატობა დღეს იქ მიჰყავდათ და ალოცებდნენ. სუჯუნაში იცოდნენ ხატზე გადაცემაც. მაწყევარი დადგებოდა სუჯუნის წმ. გიორგის ხატის წინ, სანთლებს აანთებდა და შესთხოვდა მას გამოეჩინა ძალა და გაენადგურებინა მტერი და მავნებელი.
ამას გარდა, მოვიძIე სხვა საინტერესო მასალაც ჩემი ფესვების შესახებ, რომელსაც ასევე დავდებ.

Last edited by ARCHILI on 16 აპრ 2009, 23:07, edited 2 times in total.
- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
ფესვებტური
ARCHILI wrote:
გამიჩნდა სურვილი, რომ კარაველებმა შევქმნათ სპეციალური ტური: "ფესვებ-ტური", რომლის საშუალებითაც ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი ფესვების მონახულებას ჩვენს კარაველ (და არა მარტო) მეგობრებთან ერთად, კარავულად, კარვებით და ა.შ.
ჰხუხ
არადა აგერ უკვე 24 წელია ზნაკვას მონახულებაზე
ვ20ნებობ და ვ80ნებობ
კი არა და
მემშუენიერმეიდეა

ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
ფესვებტური
გადასარევია.
ბევრ ტურებში მომიწევს წასვლა ჩემი ფესვები რომ მოვინახულო))
მეგრულ, გურულ, ლეჩხუმურ, ქუთაისურ ტურებში
რა ჯობია ამას:)

ჩემი ფესვებისკენ არც ისე დიდი ხნის წინ ვიყავით ერთად და მაისშიც გვინდა დაბრუნება, კიდევ ფესვები ქარელშია, მაგრამ რაცხა არ მიზიდავს, დანარჩენი კი საქართველოში არაა
მი მალატ შვან
ფესვებტური
დაფეხვილიო რო ამბობენ მაგას გულისხმობ?ARCHILI wrote:
ამ თემაშივე შეუძლია დაგეგმოს ნებისმიერმა კარაველმა საკუთარი "ფეხვებ-ტური".
ფესვებტური
ჩემი ფესვები კი ქსნის ხეობაშია ახალგორის რაიონში და
ამჟამად სამწუხაროა რომ....

ამჟამად სამწუხაროა რომ....

ფესვებტური
ჩემი ერთი ფესვი კი სვანეთშიpaata_ wrote:ჩემი ფესვები აფხაზეთშია
მინდა წასვლა

და ჩემდა სამარცხვინოდ, აქამდე არ ვარ ნამყოფი

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ფესვებტური
lama wrote:ჩემი ფესვები კი ქსნის ხეობაშია ახალგორის რაიონში და
ამჟამად სამწუხაროა რომ....![]()
![]()
![]()
![]()
უხხხხ.
მაგი რომ მახსენდება -

აი ასეთ ხასიათზე ვდგები...
ფესვებტური
მოკლედ...
I ტური ფესვებში ჩემო ფესვებისკენ იყოს და თუ ხართ ვინმე, ვისაც საკუთაარი ფეხვების მონახულება გსურთ, რომლის მონახულებაც, ცხადია, შესაძლებელია...
აქ დაპოსტეთ და დავგეგმოთ ისიც...
თორემ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ამ თემაში ტირილს რა აზრი აქვს აქ?
პუტინა ზნაკვაში წასვლაც შეიძლებოდა დაგვეგეგმა, მაგრამ მთელი შენი თავისუფალი დრო მე დავგეგმე და
ეს ისე, გადახვევისთვის...
ისე კი, გაჩნდა რამდენიმე მიმართულევბაც:
1. პუტინა - ზნაკვა
2. ნიმფა, აბა, შეარჩიე, ყველაზე მეტად, პირველრიგში, რომელ მათგანში ისურვებდი წასვლას?
3. ბურდულ, შენ მლეთა ხომ? არ გსურს ტურის დაგეგმვა იქ?
და ა.შ.
ვიფიქროთ, საკუთარი ფესვების მონახულებაზე და მოვინახულოთ.
I ტური ფესვებში ჩემო ფესვებისკენ იყოს და თუ ხართ ვინმე, ვისაც საკუთაარი ფეხვების მონახულება გსურთ, რომლის მონახულებაც, ცხადია, შესაძლებელია...
აქ დაპოსტეთ და დავგეგმოთ ისიც...
თორემ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ამ თემაში ტირილს რა აზრი აქვს აქ?
პუტინა ზნაკვაში წასვლაც შეიძლებოდა დაგვეგეგმა, მაგრამ მთელი შენი თავისუფალი დრო მე დავგეგმე და

ეს ისე, გადახვევისთვის...
ისე კი, გაჩნდა რამდენიმე მიმართულევბაც:
1. პუტინა - ზნაკვა
2. ნიმფა, აბა, შეარჩიე, ყველაზე მეტად, პირველრიგში, რომელ მათგანში ისურვებდი წასვლას?
3. ბურდულ, შენ მლეთა ხომ? არ გსურს ტურის დაგეგმვა იქ?
და ა.შ.
ვიფიქროთ, საკუთარი ფესვების მონახულებაზე და მოვინახულოთ.
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ფესვებტური
ჩემი ფესვები ახლა წყლის ქვეშაა
ანუ....
ჩვენი გვარი მოდის ჯვარზენიდან -
იქ არის ერთი ადგილი ტყაბედინერი -
(ტყე ბედნიერი)
სადაც ჭანტურიებს საგვარეულო საძვალეც კი ჰქონიათ -
ახლა ის ადგილი ენგურგესის კაშხალმა დაფარა...
ისე კი ლამაზი ადგილებია იქ ახლომახლო..

და თუ ვინმეს საკუთარი კვირტების მონახულება სურს, კვირტტური დავგეგმოთ?ARCHILI wrote: თუ ხართ ვინმე, ვისაც საკუთაარი ფეხვების მონახულება გსურთ, რომლის მონახულებაც, ცხადია, შესაძლებელია...
აქ დაპოსტეთ და დავგეგმოთ ისიც...
ფესვებტური
ARCHILI
პირველ რიგში მაინც ლეჩხუმს ვირჩევ
პირველ რიგში მაინც ლეჩხუმს ვირჩევ

ფესვებტური
რომელია შენი სოფელი? ნამყოფი თუ ხარ? ვინ ცხოვრობს შენიანი იქ?ნიმფა wrote:ARCHILI
პირველ რიგში მაინც ლეჩხუმს ვირჩევ
ამ ტურით ჩემთვის ის არის მნიშვნელოვანი, რომ პირადად ვნახო ის ადგილები, სადაც ჩემს წინაპრებს უვლიათ... ისე ამის გაკეთებას ვერ ვაბამ თავს და იქნებ სხვებთან ერთად უფრო მოვახერხო...
ის მაინტერესებს, აი, ნათესავები თუ არიან და სადაც არიან, რას მეტყვიან მათზე? ვინ არის ჩემი სისხლ-ხორცი? მინდა ვნახო მათი საფლავები და სანთელი დავანთო და თბილისიდან ბაბუაჩემის საფლავიდან მიწა წავიღო იქ.
ერთი სიტყვით, სხვისათვის შეიძლება იუმორის საგანიც იყოს, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი წინაპრების შესახებ რამის გაგება, მათი სისხლ-ხორცის გაცნობა, მათი საფლავების ნახვა და საინტერესოა, მხარი ავუბა სხვა ადამიანებს, ვისაც აინტერესებს საკუთარ ფესვების მოძიება და ნახვა.
ალბათ ეს ტური პატარა ექსპედიციასავით იქნება და ვისაც უნდა მხარი ამიბას, ძალიან გამიხარდება. მეც ვეცდები დაინტერესებულს ავუბა მხარი.