ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by ლეონტი » 03 აპრ 2009, 16:00

GIRA
ეს ტექსტი ავიღე იუბილარის საიტიდან:
http://www.orthodoxy.ge/skhva/chiakokonoba.htm
გთხოვთ გაეცნოთ.

ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციაა

შეშა, ფიჩხი, ხმელი ფოთლები, უფრო ხშირად - მანქანის გაცვეთილი საბურავები... ქალაქებსა თუ სოფლებში უშველებელ კოცონებს აგიზგიზებენ. დიდი თუ პატარა ეიფორიას განიცდის. ისმის ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება და საკუთარი „ვაჟკაცობისა“ და „გულადობის“ დემონსტრირებას ახდენს.

ასეთია ჩვენში ერთობ გავრცელებული ხალხური დღესასწაული - ჭიაკოკონობა.

როგორია სინამდვილში ამ რიტუალის არსი, საით მივყავართ მის ფესვებს?

ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.

ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცოდვილი. პიროვნება ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს აქტი ცეცხლში გავლით - კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით - აღესრულებოდა.

საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე - ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.

არადა, სიმანდვილეში პირიქით ხდება.

დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკები არიან. ამრიგად, ჭიაკოკონის ქრისტიანული შეფასება ერთმნიშვნელოვანია.

საოცარია - ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობაში თითქმის ან სრულებით ვერ ერკვევიან, სწორედ ქრისტიანობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, ვნების კვირის ოთხშაბათს აწყობენ ჭიაკოკონობას. ისინი ვერ გეტყვიან რა არის ან როდის არის შობა, ბზობა, აღდგომა, სამაგიეროდ, კალენდარულად მოძრავი ვნების შვიდეულის ოთხშაბათი არაფრით გამორჩებათ...

ეშმაკის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, ადამიანი ყოფიერების ჭაობში ჩაეფლოს, იფიქროს ყველაფერზე, დაწყებული საყოფაცხოვრებო წვრილმანებით და დამთავრებული ტექნიკის მიღწევებით, ოღონდ დაივიწყოს მთავარი - ჭეშმარიტი ღმერთი.

ქრისტიანული სამყარო ვნების კვირაში ყველაზე უფრო ახლოსაა უფალთან, მასთან ერთად განიცდის მის ტანჯვას და, რაც მთავარია, ელის უფლის ბრწყინვალე აღდგომას. ჭიაკოკონობა ბოროტ ძალთა უკანასკნელი უსუსური გალაშქრებაა დიდი მისტერიის წინააღმდეგ - დგება ბრწყინვალე დღესასწაული და აჰურამაზდა, ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაება, ბელზებელი თუ ეშმაკი ფარ-ხმალს ყრის მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე.

მოამზადა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.

ბარემ ხარჯი ხარჯია და ესეც წაიკითხეთ:

http://melamelia.blogspot.com/2008/04/blog-post_25.html

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by GIRA » 03 აპრ 2009, 16:27

მდააააააააა
იავიცი, იავიცი....................
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by qvevri » 03 აპრ 2009, 16:39

ჩვენ აქ რაზე ვსაუბრობთ? იმაზე, რომ ჭიაკოკონობას საქართველოში ბზა და ვაზის წალამი იწვებოდა თუ იმაზე, რაც დღეს ხდება საბურავებისა და სხვათა დაწვითა და ღრიანცელის სახით? პირველი ვარიანტი, რომელიც ქრისტიანობას უკავშირდება, სწორია და მისაღები, ხოლო მეორე რა თქმა უნდა დაუშვებელია. იმას, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ არაერთი მოძღვრისაგანაც გამიგონია და არაერთ ადგილას წამიკითხავს. საუბარია არა ცეცხლის გარშემო სირბილზე ველურებივით და ღრიალზე არამედ ვაზისა და ბზის დაწვაზე, რომელშიც მაზდეანური არაფერია. მეორე მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ საუბრობს ამაზე. საუბარია იმაზე, რომ ეს ტრადიცია კვლავ აღდგეს და ის საშინელება, რაც დღეს-დღეისობით ხდება კვლავ მოექცეს ქრისტიანულ ჩარჩოებში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ბზისა და წალამის დაწვაში მაზდეანური არაფერია, ხოლო მანქანის საბურავებით დანთებული ცეცხლის შემთხვევაში კი მაზდეანობისა რა გითხრათ, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო კი იქნებოდა ჩვენ რომ ცოტა მეტი შეგნება გვქონდეს. აღნიშნული სტატია იწყება იმით, რომ ამ დღეს ბევრი საბურავი თუ სხვა რამ იწვება და ეს არ შეიძლება და ამავე ხასიათით უნდა დამთავრდეს, მითუმეტეს, როგორც შევატყვე ავტორი მთლად კომპეტენტური არ უნდა იყოს ამ საქმეში. აქედან გამომდინარე აქ თავისი სიტყვა ქართულმა ეკლესიამ უნდა თქვას და მოძღვრებმა მრევლს თავიანთ ქადაგებებში სოფლებსა და ქალაქებში განუმარტონ ეს ყოველივე, მაგრამ რაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც თავად შევსწრებივარ ერთ-ერთ სოფელში როგორ ულოცავდა მოძღვარი ქალბატონებს 8 მარტს...
აბა ერთი თქვენ როგორ გგონიათ, როდესაც ადამიანი ბუხარში, ღუმელში ან თუნდაც ბუნებაში წოფნის დროს ცეცხლს ანთებს სატანას ემსახურება? არა ხომ? და რატომ არა? იმიტომ რომ იგი უბრალოდ ანთებს ცეცხლს იმისათვის, რომ შეწვას მწვადი და სხვა, გათბეს ან მოამზადოს საჭმელი ასეა ხომ? ან სულაც სანთელს რომ ვანთებთ ცეცხლს არ უკიდებთ? ჭიაკოკონობა დღეს შეცვლილია და მის თავდაპირველ შინაარსში, რაზედაც უკვე არაერთხელ ვთქვი არაფერია სატანური. ერთ რამეზე მიპასუხოს ვინმემ, როდესაც ადამიანები ზაფხულობით წყალში ჩადიან ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი პოსეიდონს თუ ვიღაც წყლის ღმერთებსა თუ ეშმაკებს ეთაყვანებიან? ან როდესაც ჩვენ, კარველები ნათლისღებას წყალში ჩავედით განა ეს ყველაფერი ხმაურითა და ჟივილ-ხივილით არ მოხდა? და ეს იმას ნიშნავდა რომ ამ წნმინდა დღეს ჩვენ ამ დღესასწაულს შეურაცმყოფა მივაყენეთ? ან პოსეიდონს ვეცით თაყვანი? ვერ ვიწონებ ამ დღის ასე მოხსენიებას. თუ დღეს ჩვენს ქალაქებში და სოფლებში საბურავებს ანთებენ ამ დღემ რა დაგვიშავა? არც იმაზე საუბარი მიმაჩნია სწორედ, რომ ეს დრე წარმართობიდან იღებს სათავეს, რადგან ეს ასე არაა! და საერთოდ ერთ რამეს ვიტყვი, სანამ საბოლოო დასკვნას გააკეთებთ საკითხს ძირეულად გაეცანით და "ვიღაცა" "რაღაცას" რომ დაწერს ამას რომ წავიკითხავთ ეს არ უნდა იყოს საბაბი იმისა, რომ მივადგეთ და ვაგინოთ ყველაფერს.
Last edited by qvevri on 03 აპრ 2009, 17:38, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by ლეონტი » 03 აპრ 2009, 16:55

qvevri
რატო ბრაზობ სოსო?
დავწვათ წალამი და გადავახტეთ.
შენ ბოთლი დადგი და თუ გინდა ცეცხლიან საბურავსაც გადავახტები.

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by GIRA » 03 აპრ 2009, 17:14

qvevri
ლეონტი
ისე, ჩემი ბრალიც არის მგონი მეგობრებო, ეს ხომ გინდა თუ არა მართლმადიდებლური პროფილის ფორუმი არ არის, ხოოოოდა ვისაც სად და რაზე უნდა, იმაზე გადახტეს.
ვინც მარხულობს კიდე, მარხვის ღირსეულად ჩამთავრებაში ღვთის წყალობას ვუსურვებ.

მოვრჩეთ, ჯობია მე მგონი.
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by ZVIOSULI » 03 აპრ 2009, 17:25

მე თქვენ მაკვირვებთ :mrgreen:


მაგ საკითხზე კი არა და გაააცილებით მნიშვნელოვა და არსებით საკიტხებზეა დავა-ბაასი ეკლესიის შიგნით ასე რომ
გავიხსენოთ 1 სიბრძნე:
გიყვარდეს მოყვასი ეს ხშირად ნიშნავს დაანებე მოყვას თავი და მიუშვიო :D


და კიდევ - წარმართებიც ქართველები იყვნენ :)
ეს ისე :)
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by qvevri » 03 აპრ 2009, 17:41

ლეონტი
GIRA
ZVIOSULI
ხო.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by qvevri » 03 აპრ 2009, 17:44

ლეონტი
ისე ჭიაკოკონობის მაგივრად ღვინობოთლონობა რომ დავაწესოთ ვერა?
ჩათვალე, რომ ბოთლი უკვე დგას, მაგრამ დალევამდე გადაახტი, თორემ შეიძლება შუაცეცხლში ჩავარდე და მერე წარმართი არ ვიცი, მაგრამ მწვადი იქნები :D
Last edited by qvevri on 03 აპრ 2009, 17:52, edited 2 times in total.

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by GIRA » 03 აპრ 2009, 17:47

ZVIOSULI
მართალ უბნობ შენა. :wink:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by teo- » 03 აპრ 2009, 17:48

მე უბრალოდ კოცონი მიყვარს:) არ გადავახტები და მაინც წარმართი ვარ? :oops: :lol:
არა ექსკურსიას! Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by qvevri » 03 აპრ 2009, 17:49

teo- wrote:მე უბრალოდ კოცონი მიყვარს:) არ გადავახტები და მაინც წარმართი ვარ? :oops: :lol:
კი :D

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by GIRA » 03 აპრ 2009, 17:53

qvevri
ერთი სული მაქვს შენგან, შენს სანაქებო მარანში, როდის მივიღებ მიპატიჟებას, შენი სანაქებო თეთრი!!!! ღვინის დასაგემოვნებლად.(არა შემეშალა ჩასათრობად) :lol:
თეთრი ღვინო მიყვარს მე.(ნიაზის სიმღერის რემიქსი)
:D
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by teo- » 03 აპრ 2009, 17:55

qvevri wrote:
teo- wrote:მე უბრალოდ კოცონი მიყვარს:) არ გადავახტები და მაინც წარმართი ვარ? :oops: :lol:
კი :D
მარტო მაგ დღEს თუ საერთოდ?? მოდი მაშინ სხვა დღეს დავანთოთ 8)
არა ექსკურსიას! Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by qvevri » 03 აპრ 2009, 17:57

მიპატიჟების დიზაინზე ვმუშაობ, აბა ფარატინა ქაღალდზე დაწერილს ხომ არ გამოგიგზავნი :D და როცა მოვრჩები გაახლებ.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?

Post by pataputina » 03 აპრ 2009, 17:58

teo- wrote:
qvevri wrote:
teo- wrote:მე უბრალოდ კოცონი მიყვარს:) არ გადავახტები და მაინც წარმართი ვარ? :oops: :lol:
კი :D
მარტო მაგ დღEს თუ საერთოდ?? მოდი მაშინ სხვა დღეს დავანთოთ 8)
ჰხო...ისე ეგ მეც მაინტერესებს

სხვა დღეს
ანუ
ვნების კვირის ოთხშაბათის გარდა
კოცონზე გადახტომა
წარმართობაა?

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]