
დღეს 1-2ს შემოველანძღე ხოდა მინდა დავწერო, საღად ვაზროვნებ, არ ვარ გაბრაზებული და აფექტში არ ვილანძღინები

პირველრიგში მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ძაღლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ჩემი აზრი:
ვთვლი, რომ ის სისასტიკე, რაც დღეს საქართველოში ხორციელდება ამ მხრივ არის სრულიად მიუღებელი ჩემთვის, ჩემი აზრით ის ჯალათები უნდა მიეცენ პასუხისგებას.
ვარ ინფორმირებული ამ სფეროში გამოყოფილი ფინანსების შესახებაც, რამდენიმე მილიონი იხარჯება წლიურად ამ პრობლემის მოსაგვარებლად და სრულიად უშედეგოდ.(არამარტო ამ სფეროში ინფორმაციისთვის

უნდა შეიქმნას ჯგუფი ვეტერინარებისა, ვინც შეაფასებსცხოველის მდგომარეობას და ამის მიხედვით უნდა განხორციელდეს 2 ტიპის მოქმედება:
1) ნორმალური, არააგრესიული ძაღლები უნდა გაიგზავნონ თავშესაფარში უნდა მოაურონ სათანადოდ და შეძლებისდაგვარად "გააშვილონ" ისე, როგორც საზღვარგარეთ ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება.
2) აგრესიული ძაღლები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფთ უნდა იქნენ დაძინებულნი უმტკივნეულო მეთოდით რაც არცისე ძვირი ჯდება...
პრობლემა N2
კონფლიკტი კარაველებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით:
ვთვლი , რომ დამნაშავეა ორივე მხარე, არცერთ მხარეს ვამართლებ და არც მეორეს, თავს მივიჩნევ "არავეგეტარიანელთა" ჯგუფის ნაწილად

პრობლემა ისევ და ისევ ვირტუალურმა განხილვამ წარმოშვა, გამოჩნდა თუ არა კარავის კონტექსტიდან ამოვარდნილი თემა ეგრევე წარმოიშვა კონფლიკტი

გამოსავალი:
გთავაზობთ შევიკრიბოთ სადმე , წყნარ ადგილას, თუნდაც ეთნოგრაფიულში, ან კუსტბაზე ან სადმე რა თბილისთან ახლოს, უშუალო დიალოგით მივიდეთ ერთიან დასკვნამდე, როცა ადამიანს თვალებში არ უყურებ ძნელია გაარკვიო რა ემოციით გესაუბრება ის და ხშირად ეს ხდება მიზეზი მსგავსი შელაპარაკებებისა.
იმედია თეო და დაქლინგი ხვდებიან , რომ არაფერი მაქვს მათი საწინააღმდეგო... არც მქონია მაგ ხალხთან რაიმესახის შეხება

ასევე ვარ თამართან მიმართებაშიც

აბა დაყაჭეთ იდეები...