Post
by ARCHILI » 05 აპრ 2009, 13:28
ცოტა რამ სალხინოს, სალხინოს დადიანების სასახლისა და წაჩხურობის შესახებ:
დღესასწაულები:
კუთხის დღესასწაულებიდან გამორჩევა: ჭყონდიდობა, ალერტობა, გიორგობა, წაჩხურობა, ქეჯვარობა.
25 სექტემბერი აღინიშნება დღესასწაული ,,ჭყონდიდობა”. ყოველ წელს მღვდელმთავრებთან ერთად წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს. ეს დღე უჩვეულო ხალხმრავლობით გამოირჩევა. საქართველიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოდიან ცნობილი ადამიანები და მომლოცველები. ამ დღეს იმართება სხვა კულტურული ღონისძიებებიც.
გიორგობა აღინიშნება სოფლ ალერტის წმ. გიორგის ეკლესიაში, რომელსაც ხალხში ,,ალერტობას” უწოდებენ.ამ კუთხის ხალხი წმიდა გიორგის განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. აქ ძველი წარმართული ადათის თანახმად ჩვილ ბავშვებს გათვალვისაგან დასახსნელად ვერცხლის ჯაჭვის რგოლში ატარებენ, ასევე წირავენ შესაწირავს.
2 აგვისტოს სოფელ კურზუში ნაჭყებიების საგვარეულო აღნიშნავს დღესასწაულს ,,ქეჯვარობას”. ადათის თანახმად იკვლება შესაწირი ხარი და იშლება სადღესასწაულო სუფრა.
მეკვლეს ამ კუთხეში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. 15 იანვარს ,,ბედობა” დღეს პირველი ოჯახში შედს ოჯახის უფროსი მამაკაცი ჩიჩილაკით და სავსე ხონჩით, რომელიც ლოცვით შემოივლის მთელ სახლს.
სოფელ სალხინოში აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს აღინიშნება
დღესასწაული ,,წაჩხურობა”. ამ დღეს ყველა ოჯახში სტუმრიანობაა, სტუმრიანობაში ეჯიბებიან ერთმანეთს. ადათის თანახმად უშვილო ცოლ-ქმარი თავიანთ მშობლებს პატარა აკვნით ხელში ფეხშიშველა აყავთ წაჩხურუს მთავარანგელოზების ეკლესიაში სალოცავად, რათა შვილი აჩუქოს ღმერთმა.
აქ, მთავარ-ანგელოზის ეკლესიაში სალოცავად მიდიოდნენ, ვისაც შვილი არ ჰყავდა ან ვაჟი არ უჩნდებოდა. ილოცებოდნენ ასე: ...სკი გამიბრალი, მოსკე წაჩხური, ჩქიმი ნაბრალით, ჩქინი გური გაახარი, სქანი სახელი ხვამილ. ოში წანაში ხვამა სი ქოდმაცალი -- ვაჟი გამიმრავლე, ვაჟიანობის წაჩხურო, ჩვენი ნამრავლით ჩვენი გული გაახარე, შენ სახელდალოცვილო, ასი წლის ლოცვა შენ დაგვაცადე!
ფლორა და ფაუნა
მარტვილის მთიან ზონაში ვხვდებით წიწვიანი და ფოთლოვანი ხეების ხშირ ტყეებს. ეს მცენარეებია: ურთხელი, თხმელა, მუხა, წაბლი, ნაძვი, ბზა, ევკალიპტი, რცხილა. ადრე გაზაფხულზე ამოდის ყოჩივარდა, ია, ენძელა, გვირილა. ხარობს ვარდი. მრავალ სამკურნალო მცენარეს შეხვდებით ტყეში, მთებში. მედიცინაში ცნობილი წამალი ,,სალხინო” ამ კუთხეში მოპოვებული მცენარეებისაგან მზადდება.
შინაური ცხოველებიდან აღსანიშნავია "ლეცეს" ჯიშის თხა და კვარაცხელიას ჯიშის ძროხა. თებში ბინადრობენ ტყის ცხოველები: დათვი, მგელი, ტურა, მელა. ფრინველები: არწივი, ქორი, ორბი,ძერა. ჭაობებში: ყანჩა, გარეული იხვი. მინდვრებში მწყერი, გარეული ქათამი. ყანებში: მაჩვი და თრითინა.
ცივ და ჩქარ მდინარეებში ტეხურასა და წაჩხურუში ბინადრობს კალმახი.
ღვინო და ვაზი
სამეგრელოში, სალხინო-თარგამოულის და ბანძის მიკროზონებში აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ოჯალეშისაგან მზადდება ბუნებრივად ტკბილი და მშრალი, ჯიშური დასახელების უნიკალური ღვინო `ოჯალეში".
სამეგრელოს მთავრის სიძეს, ფრანგ მიურატს სოფელ სალხინოში დამზადებული ღვინო `ოჯალეში" გაუგზავნია პარიზში საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე, სადაც იგი უმაღლესი ჯილდოთი `გრან-პრი"-თი დაუჯილდოებიათ.
დადიანი-მიურატის მეურნეობა სალხინოში
XX საუკუნის დამდეგიდან სალომე დადიანი-მიურატის მეურნეობა გაფართოვდა. 1902 წლისათვის მის მამულში ვენახის 60 დეს., ხოლო ახლად კულტივირებული რამის პლანტაციას 20 დეს. ეკავა. რამის კულტურისადმი ინტერესი გამოიჩინეს ფრანგებმა. ერთ-ერთმა კომპანიამ ს. დადიანთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სალხინოში უნდა აგებულიყო რამის გადამმუშავებელი ფაბრიკა. მაგრამ უფრო გვიანდელ მასალებში ასეთი წარმოს კვალი არ ჩანს. ფრანგები ალბათ ნედლეულის გატანას დასჯერდნენ. შესაძლოა, ს. დადიანის პლანტაციებიდან მიღებული ნედლეულის გადამუშავება ხდებოდა სენაკის მაზრის სოფ. ქვიტანჭალაში, სადაც ნ. ლორთქიფანიძის რამის პლანტაციების (80 დეს.) გვერდით ერთ-ერთ ფრანგ კაპიტალისტს რამის გადამმუშავებელი ფაბრიკა ჰქონდა
ს. დადიანი თავის ძმის ნ. მინგრელსკისაგან ყოველწლიურად 30 ათას მანეთს დახმარებას იღებდა. ამიტომ ნ. მინგრელსკის გარდაცვალების (1903 წ.) შემდეგ იგი კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავრდა და მთავრობას სთხოვა დახმარება. 1905 წელს ვორონცოვ-დაშკოვის შუამდგომლობით ს. დადიანს მართლაც დაენიშნა ყოველწლიური 30 ათას მანეთიანი სუბსიდია, რასაც მეურნეობის გაფართოებისათვის იყენებდა. ერთი ცნობით 1912 წლისათვის ს. დადიანს სენაკის მაზრაში ჰქონდა 425 დეს. ვენახი. სამეგრელოს მასშტაბით ს. დადიანი-მიურატის მეურნეობა ყველაზე მსხვილი, სანიმუშო კაპიტალისტური მეურნეობა იყო, რომელიც ძირითადად დაქირავებულ შრომას ემყარებოდა.
XX საუკუნის 10-იან წლებში სალხინოს მეუნეობის სათავეში ედგა უკვე სალომეს ვაჟი. “მოსავლის” კორესპონდენტის ცნობით, 1911 წ. 17 ნოემბერს პრინც მიურატის თაოსნობით ლონდონში ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საზოგადოება, რომლის ძირითადი კაპიტალი 5 მლნ მანეთს უდრიდა. ამ აქციონერულ საზოგადოებას მიზნად დაუსახავს ამიერკავკასიაში მოღვაწეობა და სენაკის მაზრაში დადიანების, წულუკიძეებისა და სხვ. მემამულეებისაგან უყიდია 20300 დეს. მიწა. კაპიტალით უზრუნველყოფილმა საზოგადოებამ სამეგრელოში საფუძველი ჩაუყარა გრანდიოზულ მეუნეობას, რომლის ზრდა-განვითარება შემდგომში ომმა შეაფერხა.
Last edited by
ARCHILI on 05 აპრ 2009, 13:42, edited 1 time in total.