ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 აპრ 2009, 00:20

guruli
kotetbeli
imerkhevlis+ ნინია
კიკი


ვა, თქვენ გაიხარეთ.
სიას რა ძვირფასი ხალხი შემომატებია.
თქვენი ხელშეწყობით კიდევ უფრო
მეტ სარგებელს შევძენთ გარემოს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by Lola » 01 აპრ 2009, 01:59

ვაახ... ვეღარ გავიგე...


Image

4-ში ხეებსაც რგავთ და თან "ფეინთბოლზეც" მიდიხართ?

.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by Lola » 01 აპრ 2009, 02:01

GAMARJOBA SAKARTVELO

მე რა მოსურვე არ ვარ? Image
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 აპრ 2009, 11:26

Lola wrote:ვაახ... ვეღარ გავიგე...


Image

4-ში ხეებსაც რგავთ და თან "ფეინთბოლზეც" მიდიხართ?

ფეინთბოლზე და ხეების დარგვაზე 1დროულად, რასაკვირველია, ვერ წავალ.
ჩემთვის პრიორიტეტული ხეების დარგვაა.
იქ წავალ, თუ, უბრალოდ, თამაშის დრო შეიცვლება.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by Naia » 01 აპრ 2009, 13:17

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2-3. GAMARJOBA SAKARTVELOს +ები
4 მე-ხათო- პატაპუტინა (უბარუწყლისჭურჭლო)
5.რათქმაუნდა ბურდულა
6.imerkhevli
7. სერგის (უინვენტაროდ)
8. ქეთო
9.პოპინს ენდ გეგა
10. MIRANDA
11. მაინც
12. GAMARJOBA SAKARTVELOს + ანი
13. guruli (უინვენტაროდ)
14. kotetbeli
15 .imerkhevlis+ ნინია
16.კიკი
17. ნაია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by Wanderer » 01 აპრ 2009, 14:01

მე როგორც ვატყობ ყველაზე უპრიანი იქნება თუ ადგილზე მივალთ და იქვე დავზვერავთ დასარგავ ადგილებს. ასე დისტანციურად ძნელია...

ასევე კარგი იქნებოდა რაღაცნაირად გაგვერკვია ის ადგილი რომელზეც ხეებს ვრგავთ ვინმეს ეკუთვნის თუ არა. მე აზრზე არა ვარ როგორ უნდა გავრკვიო ეგ... :(
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by optimisti » 01 აპრ 2009, 14:51

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2-3. GAMARJOBA SAKARTVELOს +ები
4 მე-ხათო- პატაპუტინა (უბარუწყლისჭურჭლო)
5.რათქმაუნდა ბურდულა
6.imerkhevli
7. სერგის (უინვენტაროდ)
8. ქეთო
9.პოპინს ენდ გეგა
10. MIRANDA
11. მაინც
12. GAMARJOBA SAKARTVELOს + ანი
13. guruli (უინვენტაროდ)
14. kotetbeli
15 .imerkhevlis+ ნინია
16.კიკი
17. ნაია
18. ოპტიმისტი და 2-5 +

რადგან ქალაქში დარგვა გადაწყდა, ნერგების მომავალი მაწუხებს.

ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს ამ მხრივ.
ათი წლის წინ გადავწყვიტე ჩემს ქუჩაზე, ენერგეტიკული კრიზისის გამო გაჩეხილი ჭადრების ადგილას ახალი, ნეკერჩხლის ნერგები ჩამეყარა. საქმეში ეზოს ბავშვები ჩავრთე - 9-13 წლისანი ("უსაგნო აგრესიის ასაკის" მქონენი), იმ ვარაუდით, რომ თავიანთ დარგულს არ გააფუჭებენ მეთქი. ბავშვებმა მართლაც ხალისით იმუშავეს, ისეთებიც კი შემოგვიერთდნენ, ვისთვისაც არ მქონდა ნათქვამი.
მაგრამ სამწუხაროდ, ნოემბერში დარგული , ხუთივე გახარებული ნერგი სულ ტოტ-ტოტ დაამტვრიეს ფოთლების გამოღებისთანავე ( ვინ? რას გაიგებ). ჩვენს ქუჩაზე ხომ მხოლოდ ჩვენი ეზოს ბავშვები არ დადიან.

ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დავრგე ჩინური აკაციის ნერგები (აი, ის "ფლორა და ფაუნას" განყოფილებაში გვალვა რომ კითხულობს, რა ხეაო). ესენიც სულ ფეხით გადათელეს (პატარები იყო, სახლში გამოყვანილები).

მახსენდება, ნეკერჩხლის დარგვისას ასაკოვანი მეზობელი მეკითხება:
- გამწვანებაში მუშაობ? (ანუ ხალტურააო? იმ ქართული ანდაზის მორალით: "სახლში მკვდარი თაგვი რომ მიიტანო, ისიც რამეა, კატა შეჭამსო")
-არა -მეთქი
- დაგავალა ვინმემო?
- არა
მესამე კითხვა ხმამაღლა არ გამოუთქვამს, მაგრამ სახეზე დაეწერა: "აბა, გაკლიაო?"

სამწუხაროდ ჩემი მეზობელი და ის ხალხი, ვინც ნერგებს ანადგურებდა, არ მგონია გამონაკლისნი, სწორედ რომ პირიქით.

ვფიქრობ მერიაც იმიტომ არიგებს ნერგებს, რომ თვითონ მოსახლეობამ მიიღოს მონაწილეობა თავისი გარემოს კეთილმოწყობაში, რომ მერე უფრო გაუფრთხილდეს.
ჩვენ რომ ჩვენით გადავწყვიტოთ ამა თუ იმ ადგილის გამწვანება, ამას ბევრნი ისევე აღიქვამენ და მოექცევიან, როგორც მოექცნენ ნაგვის ურნებს და ავტობუსების გაჩერებებს - ძალიან სწრაფად და წარმატებით გაანადგურეს.


ვფიქრობ აუცილებელია დიდი დოზით ჩავრთოთ სამეზობლო. ამიტომ იმ ადგილას გავამწვანოთ, სადაც ვინმე ნაცნობი ცხოვრობს და დაგვეხმარება მათ მობილიზება - ჩართვაში.
გარდა ამისა, თითქმის ყველა კორპუსს ჰყავს თავჯდომარე, მათაც უნდა მივმართოთ იგივე მიზნით.

ალბათ სხვა რამის მოფიქრებაც შეიძლება.......

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 აპრ 2009, 15:55

optimisti wrote:
მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტიაო.
ჰოდა, მოდი, ჩვენ მაინც დავრგოთ ნუ ვიფიქრებთ, არიქა, ვინმე
მივა და მოჭრის ან გადათელს.

ისე კი, მართალია ხარ, გარემოს დაცვის სამინისტრომ ეს აქცია იმიტომ წამოიწყო, რომ ხალხს თავიანთ ეზოებში დარეგათ ხეები და შემდეგ, მოევლოთ.

ჩემი სახლის სკვერი გამწვანებულია, იქ ახალი ხე ვეღარ დაირგვება. აი, სხვაგან სიამოვნებით დავრგავ.
თუმცა, ცხადია, მხოლოდ დარგვა საქმეს ვერ უშველის, თუ არ მოვუარეთ, კიდეც
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by Lola » 01 აპრ 2009, 17:14

GAMARJOBA SAKARTVELO



აუ აკაციის დარგვა მე მინდააა... Image

30 ხე ერთ დღეს რო არ დარგოთ და წელში არ გაწყდეთ, რამოდენიმე შეგიძლიათ დაიტოვოთ და მეც მოგეხმარებით =)


ა?... Image
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by Tamari-ch. » 01 აპრ 2009, 17:37

Wanderer wrote:მე როგორც ვატყობ ყველაზე უპრიანი იქნება თუ ადგილზე მივალთ და იქვე დავზვერავთ დასარგავ ადგილებს. ასე დისტანციურად ძნელია...

ასევე კარგი იქნებოდა რაღაცნაირად გაგვერკვია ის ადგილი რომელზეც ხეებს ვრგავთ ვინმეს ეკუთვნის თუ არა. მე აზრზე არა ვარ როგორ უნდა გავრკვიო ეგ... :(

მითხარით რა ადგილი გაინტერესებთ -
და ყოველდღე მანდ არ დავდივარ?

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by optimisti » 01 აპრ 2009, 18:02

GANARJOBA SAKARTVELO
მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტიაო.
ჰოდა, მოდი, ჩვენ მაინც დავრგოთ ნუ ვიფიქრებთ, არიქა, ვინმე
მივა და მოჭრის ან გადათელს.
ჩვენი მიზანი ხომ გარემოს გამწვანებაა და თუ დარგულის შენარჩუნებისთვის რამეს არ მოვიფიქრებთ, განვახორციელებთ მიზანს?

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 აპრ 2009, 18:13

optimisti wrote:GANARJOBA SAKARTVELO
მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტიაო.
ჰოდა, მოდი, ჩვენ მაინც დავრგოთ ნუ ვიფიქრებთ, არიქა, ვინმე
მივა და მოჭრის ან გადათელს.
ჩვენი მიზანი ხომ გარემოს გამწვანებაა და თუ დარგულის შენარჩუნებისთვის რამეს არ მოვიფიქრებთ, განვახორციელებთ მიზანს?
არ ვარ ის, ვინც რამეს 1 დღისთვის აკეთებს.
ამასთან, ისიც გავიზაროთ, რომ დარგულ ხეებს ყველამ უნდა ვუპატრონოთ
და მსგავსი კითხვები აღარ გაჩნდება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by L-O-M-I » 01 აპრ 2009, 22:49

დღის მეორე ნახევარში იმედია მეც შევძლებ და შემოგიერთდებით!!!

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by Lola » 02 აპრ 2009, 01:17

კითხვა დავსვი მე...
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ხეების დარგვა დიდ დიღომში, 04.04.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 აპრ 2009, 01:22

Lola wrote:კითხვა დავსვი მე...
აბა, კგდ მკითხე.
მოდიხარ, შაბათს?
აკაცია გვექნება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]