ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 01 აპრ 2009, 11:50

Image

ამ ადგილას ვიყავი სწორედ, ეს ფოტო რომ გადავიღე, ფოტოაპარატი ფრთხილად ჩავდე ჩასადებში, მერე კიდევ გავისწორე რაღაც-რაღაცეები და გადავხედე ჩვენებს. სანამ მე ფოტოების გადაღებაში ვიყავუ გართული, ისინი სრბილ-სირბილით უკვე თითქმის გზამდე იყვნენ ჩასულები.

ჰოდა... მეც სირბილით დავუყევი. ამასობაში დამავიწყდა, რომ ჩემი ფეხები განსაკუთღებული შემთხვევაა და მიდრეკილება მაქვს მათ დანგრევა-დაბეჟვა-ღრძობა-დალურჯება-დასიება და ა.შ. შესაბამისად, მარჯვენა ფეხი, რომელიც საერთოდაც რაღაც ვერ მეგობრობს ჩემთან, როგორ თუ ამაჩქარეო და ისე გულიანად გადაბრუნდა, რომ სწორედ ტრიალ-ტრიალით დავეშვი რამდენიმე მეტრზე, ფეხით არა და მთელი სხეულით, მერე კიდევ ერთი უცნაური მოძრაობაც გავაკეთე და ამავე ფეხის ტერფზევე დავეხეთქე გულიანად.

ადგომით კი ავდექი, მაგრამ რად გინდა... ფეხში რომ სისხლმა მოძრაობა დაიწყო და მერე რომ ფეხმა მითხრა, ან შენ წამიღებ, ანარადა შენ იკითხე, ტკივილი იმპულსია, მე კი არა, შენ იგრძნობო, მე კი რა უნდა მექნა, ისევ მისი თავი კიარადა რაც იყო, მთლიანად ფეხი მჭირდებოდა...

ჰოდა...

კოჭლობა-კოჭლობით ჩავედი. ტკივილი კი მემატებოდა და მემატებოდა. როგორც იქნა, ჩავედი ქვემოთ. მომენტალურად გავიხადე ფეხზე და რას ვხედავ, მშვენივრად გასიებულ-ჩალურჯებულა უკვე, სწორედ რომ თვალწარმტაცად... ტრულის მალამო ჰქონდა და მომაწოდა, წავისვი და მის იმედად დავრჩი. აქვე, მადლობა ტრულის ამ მზრუნველობისათვის.

ცოტა ხანი ვიჯექით და ალაგ-ალაგ ვიდექით, ვცდილობდით ახალციხისაკენ თუ არა, ასპინძისაკენ მიმავალი მანქანები მაინც გაგვეჩერებინა, მაგრამ... ამაოდ...

თქვენ ალბათ ფიქრობთ, აი, ამან ფეხი დაიშავა, უკვე გზაზე დგანან, მალე მანქანას გააჩერებენ და წამოვლენ თბილისში და სულ ეს არისო, არა?... აქ კი ძალიან შეცდებით, ჩვენი თავგადასავალი აქ მხოლოდ ერთ ნაწილს ასრულებს და მორიგს, თუმცა ფინალურ ეტაპზე გადადის. მალე ამასაც მოვყვებით, მანამდე კი ფოტოს გარეშე წარმოიდგინეთ კადრი: 5 მოგზაური, მათ შორის, ერთი ფეხშიშველი და ერთი გამცილებელი გზაზე, ყელგამოღადრული როგორ ამაოდ ეხვეწებიან გზაზე მიმავალი მანქანებს გაჩერებას, არადა უკვე საღამოს პირი იწყება, წინ კი დიდი გზაა...

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 01 აპრ 2009, 12:50

მე კი მეგონა ნანატრ ბუჩქთან ურთიერთობს არჩილი და მაგიტომ დაიკარგა....
ტრასაზე ჩამოსასვლელად სამხედრო სატელეფონო კაბელს გამოვყევით და არჩილის გარდა ყველანი უვნებლად ავღმოვჩნდით ასპინძიდან 2 კილომეტრში..
არჩილის თქმისა არ იყოს ფეხები უკან გვჩებოდა. მე ხასიათი წამიხდა, თან ვჩქარობდით თან კი სულ არ გვინდოდა თბილისში.
ასეთი იყო დასაშვები გზა...
Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან


User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 01 აპრ 2009, 13:02

როგორც იქნა არჩილიც კოჭლობით დაგვეწია. მე მას მაშინვე შევაშველე ბენ გეი. ვინაიდან ჩვენ ორივეს მარჯვენა ფეხთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს საერთო, მისი კარგად მესმის...
ვცდილობდით გაგვეჩერებნინა მანქანები, მაგრამ ამაოდ...
დავიძერით ასპინძისკენ...
რაღაც გული აღარ მიმდიოდა... აღარ მინდოდა არსად წასვლა...
Image

Image

Image


ცოტა ხანს იქვე გადავუღე მტკვარს სურათები.. ლამაზად მოჩქრიალებდა...
მი მალატ შვან


User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 01 აპრ 2009, 13:07

ეკლესიამდე არმისულებს მანქანამაც გაგვიჩერა სადაც მხოლოდ 2 ადგილი იყო. არჩილის ჩასმა გვინდოდა, მაგრამ ის უფრო წინ იყო და იქაც გაჩერებული ლურჯი მანქანა დავინახეთ. ამიტომ დავემშვიდობეთ მე და ანდრო მალხაზს და ჩავსხედით. მანქანამ ასპინძის ცენტრამდე მიგვიყვანა. აქედან გასასვლელამდე, სადაც გზის პირას ფიჭვებია ფეხით მივედით და იქ დავიწყეთ გაჩერება. დავურეკეთ სხვებს, ისინი თურმე ახალქალაქი-ახალციხის მარშუდკას უფასოდ გამოყვნენ.
Image

Image
მარშუდკა ჩვენც დაგვეწია და აგვიყვანა.
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 01 აპრ 2009, 13:11

მინიბუსში არჩილი უკვე დაუამხანაგდა სიმპატიურ სომეხ გოგოს ახალქალაქიდა, რომელიც ახალციხესი სწავლობდა და თბილისში მაგისტრატურაში ჩაბარებას ურჩევდა :)
მე კი ვცდილობდი რაიმე მაინც გადამეღო...

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 01 აპრ 2009, 13:17

მალე უკვე ახალციხესი შევედით და დავემშვიდობეთ კეთილ მინიბუსს...
მე უფრო მოვიწყინე, იმიტომ რომ აქედან უნდა გავყოფილიყავით... 5 ერთად ვეღარ ვიმგზავრებდით. ალექსი, წივწივა და ანდრო წინ გავუშვი. არჩილს სიარული აღარ შეეძლო და ბენზინგასამართსადგურთან დავსხედით.
ცოტახანს ვიყავით თუ დიდხანს, საკმაოდ მანქანებმა ჩაგვიქროლა და არ გაგვიჩერა, და ბოლოს გააჩერა ჟოლოსფერმა ნისანმა.
მეთქი რაცხა მეცნობა ეს მანქანა. გავაღე კარი და მძღოლიც მეცნო!
-თქვენ ხო გიცნობთ! გავიკვირვე მე
- შენ კიდევ აქ ხარ? იკითხა ახალციხცელმა, რომელმაც მე და ტოხა იანვარში წნისიდან ხაშურამდე ჩაგვიყვანა. - ჩასხედით, ხაშურამდე ჩაგიყვანთ.
ჩავსხედით და არჩილს ჩავჩურჩულე, ისტორიკოსად აღარ გამასაღო თქო, ყოფილი პოლიციელია ჩვენი მძღოლი და ჩემზე ყველაფერი იცის :)
გზაზე ჩვენი სამი მეგობარი დავინახეთ. ანდრო პასიურად აჩერებდა მანქანებს. დავურეკე და მთელი თეორია წავუკითხე როგორ გააჩერონ.
ასე მალე ჩავედით ხაშურში... სადაც დავემშვიდობეთ ახალციხელს.
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 01 აპრ 2009, 23:23

Truli wrote: ისინი თურმე ახალქალაქი-ახალციხის მარშუდკას უფასოდ გამოყვნენ.
ეს ამბავი უთუოდ მოსაყოლია და მოვყვები კიდეც, როგორ ჩავსხედით სომხების მარშრუტკაში და როგორ ავიყვანეთ ტრული და ანდრო გზად, როგორ გავიცანი მშვენიერი სომეხი ლამაზმანი და ა.შ.

მანამდე, ჯერ კიდევ ფეხით მიმავლები, მე კოჭლობით და მატებაში წასული ტკივილებით, ერთ-ერთ სოფელში შევჩერდით, სანამ ასპინძას მივაღწევდით. აღარ მახსოვს სოფლის სახელი, მაგრამ ლამაზი ტაძარი კი იდგა.

ფეხზე, მართალია ძლივს ვიდექი, მაგრამ მაინც გადავუღე ამ ტაძარს ორიოდე ფოტო. ეს იყო ამ მოგზაურობაში ბოლო ფოტოები, რაც კი გადავიღე, მერე უკვე ტკივილები ისეთ დღეში მაგდებდა, ფოტოაპარატის ხალისი აღარ მქონდა.

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 02 აპრ 2009, 19:40

ასპინძაში ფეხით ჩავედით მე, წივწივა და ქსოვრელი. თუ ერთი წამით მაინც გავჩერდებოდი, ისე მემატებოდა ტკივილი, რომ ვერ ვიდექი უძრავად და ტკივილებისაგან ისე სწრაფად მივდიოდი, რომ ლამის წივწივა და ქსოვრელიც ვერ მეწეოდნენ.

ჩავედით ასპინძაში, დავემშვიდობეთ გამცილებელ მალხაზის, ამ დროისათვის ტრული და ანდრო მანქანას უკვე ასპინძის გასასვლელში ჰყავდა მიყვანილი და უკან მობრუნებული მანქანა ისევ ჩვენ შეგვხვდა, ანუ, ამ მასპინძელ მძღოლებს, სულ არ ჰქონიათ გეგმაში ასპინძის გასასვლელამდე მისვლა, მაგრამ სტუმარ ავტოსტოპიშნიკების ხათღით მისულან. ჩვენ მათ კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა და დავემშვიდობეთ.

ასპინძის გასასვლელში წივწივამ მაღაზიაში შეირბინა, სწორე ამ დროს გამოჩნდა მიკროავტობუსი, რომელსაც პრინციპში სამარშრუტო ტაქსი უფრო ჰქვია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გამოგონილი სახელი, ჰოდა... წარწერა ჰქონდა რუსულად "ახალციხე", მივხვდი, რომ სომხებს ეკუთვნოდათ. დასაკარგი რა მქონდა და ხელი მიმართულებითი ნიშანით გავიქნიე, რაც კონტექსტუალურად იმას ნიშნავდა, რომ კი ხარ მარშრუტკა რეისით, მაგრამ მე თუ გამიჩერებ, შენივე მიმართულებით მოგყვები და ფულის გადამხდელი არ ვარ-თქო...

ჩემდა გასაკვირად, მან გააჩერა. მივბობღდი ჩქარ კოჭლობით, გავაღე კარი, ჯერ მივესალმე და მერე ვუთხარი რუსულად, დიდი ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, ტქვენ რეისზე ხართ, ჩვენ კი ტურისტები ვართ და ფული არ გვაქვს-თქო... მძღოლმა რაღაც გადაულაპარაკა გვერდით მჯდომ სომეხს სომხურად და მითხრა ამოდით სწრაფადო.

დავიწყე ჩანთების შეტენვა, ქსოვრელი წივწივასკენ გაიქცა მაღაზიაში, რომელიც ცოტა მოშორებით იმყოფებოდა. მალე ისინიც მოვარდნენ ქოშინით, შევტენეთ როგორღაც ჩვენი უზარმაზარი ჩანთები და ჩავსხედით. მარშრუტკა დაიძრა და ტრულის დავურეკე, ისინი ისევ ასპინძიდან ცოტა მოშორებით იდგნენ და გამყოლ მანქანას ელოდნენ. ვითომ ტრულის გასაგონად და სინამდვილეში კი ძალიან ხმამაღლა დავუწყე ტელეფონში იმის თქმა, რომ კაი ხალხმა გაგვიჩერა, მაგრამ უხერხული იქნება მათი შეწუხება თქვენზეც, როცა სამი ადამიანი აგვიყვანა უფასოდ და მოვყავართ-თქო და თქვენ თქვენით შეეცადეთ რამის გაჩერებას, შევხვდებით ახალციხე-ბორჯომის გადასახვევთან მეთქი.

როდესაც დავემშვიდობე ტრულის, მერე, მძღოლს მოყოლა დავუწყე ჩვენი თავგადასავლის და მორიდებით ვკითხე, კიდევ ორი ადამიანი რომ აგვეყვანა, ძალიან უხერული ხომ არ იქნებოდა... ამასობაში სწორედ ტრულიც და ანდროც გამოჩნდნენ და მძღოლს უკვე პირდაპირ ვუთხარი, ეგება ესენიც ავიყვანოთ-თქო...

მძღოლმა გააჩერა ტრულის და ანდროს იდნავ მოშორებით, მაგრამ ტრულიმ ხელი უარყპფის ნიშნად გაუქნია, არა, არ მინდაო, ეტყობა ეგონა, რომ ისე, რეისზე მიმავალია და ფულს მოითოვსო. მარშრუტკიდან კი თავი მე გამოვყავი და ისე შევიპატიჟე მანქანაში, როგორც საკუტარ სახლში.

ამოვიდნენ და ერთად გავუდექით ისევ გზას. გზაში ბევრი ვიკონტაქტე სომხებთან, მათი ამბებიც გავიგე და ჩემიც მოვუყევუ. განსაკუთრებით 22 წლის გოგონამ მიიქცია ჩემი ყურადღება, რომელიც კარგად და გამართულად ლაპარაკობდა ქართულად და ახალციხეში სწავლობდა. ვურჩიე თბილისში ჩაებარებინა მაგისტრატურაში და ჩემი ნომერიც მივეცი. მე და სომხებმა მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს და ასე მოვედით ახალციხე-ბორჯომის გადასახვევთან, სადაც ჩვენ ჩამოვედით და ავტომასპინძლებს დავემშვიდობეთ.

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by perwkli » 15 ოქტ 2009, 00:33

აუ ახლაღა წავიკითხე ეს რეპორტაჟი დაწვრილებით.

რატორატორატორატო არ წამოვედი მაშIნ : ((((((((
რამაგარი ყოფილა :?
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Nephros » 15 ოქტ 2009, 00:55

Truli
ნიჯგორში გადასახვევთან ძველი კოშკია, რომელიც უმალვე დავლაშქრეთ. აქ არჩილს უნდოდა გადაეღო კარველები ნახტომში სურათი, მაგრამ ცხვირპირი კინაღამ აილეწა.
Image

ამას ორმოცის ციხეს ეძახიან. შოთა რუსთაველთან დაკავშირებულ ლეგენდაშიც არის სოფელი ორმოცი ნახსენები: "ბოლოს შოთას უკისრია ხაზინადრობა ვარძიაშიო. შოთას აქ შეყვარებია ორმოცის ბატონის ქალიშვილი. ორმოცის მებატონენი ყოფილან ორმოცნი ძმანიო..."

Image
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Nephros » 15 ოქტ 2009, 01:09

ARCHILI
მანამდე, ჯერ კიდევ ფეხით მიმავლები, მე კოჭლობით და მატებაში წასული ტკივილებით, ერთ-ერთ სოფელში შევჩერდით, სანამ ასპინძას მივაღწევდით. აღარ მახსოვს სოფლის სახელი, მაგრამ ლამაზი ტაძარი კი იდგა.
Image

თუ ამას გულისხმობ, ეს ასპინძაა და ეკლესიას ხვილიშა ჰქვია. აი, ვარძიის მიმართულებით თუ გაბრუნდები, დაახლოებით 200 მეტრს გაივლი და ჩრდილო-აღმოსავლეთით გაიხედავ, კიდევ უფრო ლამაზი ტაძრის ნანგრევებს დაინახავ. მას ჩიხორიში ჰქვია. სამწუხაროდ ეს ტაძარიც ბევრმა არ იცის. მოკლედ თქმულებაცაა ასეთი: ერთ-ერთი თურქობის დროს ერთი ლამაზი ქალი გაუტაცნიათ, რომელიც მერე ერთი მუსულმანი დიდებულის ცოლი გამხდარა. მაგრამ ქალი სამშობლოზე ფიქრს ჩამოუდნია. სიკვდილის წინ ქალს უთხოვია მშობლიური ჩიხორიშის წყალი მომიტანეთო. გამოუგზავნიათ კაცი წყლის მოსატანად. აუვსია კაცს ჩიხორიშის წყალი და გასდგომია გზას. გზაზე მოსწყურებია. მოუსვამს და შემდეგ ხვილიშის წყლით შეუვსია. რომ მიუტანა, ქალს მოუსვამს, გაჰღიმებია და სიკვდილის წინ მხოლოდ ესღა უთქვამს: "რა კარგი ხარ ჩიხორიშო, ხვილიშა რომ არ გერიოსო..."
მოკლედ, ლეგენდა ლეგენდაა, მაგრამ ლეგენდები საინტერესო ტოპონიმებს ინახავენ...
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]