ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia



User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 27 მარ 2009, 15:53

ქვემოთ ასეთი ხედები იშლებოდა
Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 27 მარ 2009, 15:54

Image

Image

გაზაფხულის მომასწავლებლები
Image
მი მალატ შვან



User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 27 მარ 2009, 15:57

Image

ამ ნაყარი ქვების უკან იყო რაღაც ყინულებიანი ქვაბულები...
მაგრამ დროც ცოტა იყო გზაც გრძელი და... აღარ ავედით, თან გულის სიღრმეში ყველას გვინდოდა დასაბრუნებელი მიზეზი გვქონოდა....
Image
მი მალატ შვან


GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 მარ 2009, 11:03

ARCHILI
Truli
ხიზაბავრიდან ასპინძამდე მოკლეებზე რამდენი კმ იარეთ?
6-8 თუ მეტიც?

Truli wrote:ქვემოთ ასეთი ხედები იშლებოდა
Image
ტრული, ეს სოფელი ნიჯგორი ჩანს?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 30 მარ 2009, 11:19

GAMARJOBA SAKARTVELO
6-7 მეტი არა მგონია...
მი მალატ შვან

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Bivrili » 30 მარ 2009, 13:41

:)

იმ ჭიამაიამ და ყინულმა გადამრია--გამაოცა

თქვენ კიდევა მაგრები ხართ
თანაც უძალიანესად...

:)
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 30 მარ 2009, 14:47

GAMARJOBA SAKARTVELO
არა, თუ არ ვცდები ეგ აწყვიტაა. ნიჯგორი აღმოსავლეთითაა... ეგ ჩვენ ხიზაბავრას გავცდით.
Bivrili
გაგრძელება მალე იქნება. არჩილს ველოდები
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 31 მარ 2009, 22:23

ხიზაბავრიდან ასპინძისაკენ იმდენად შთაგონებულები მივდიოდით, რომ ჩანთების სიმძიმესაც ვერ ვგრძნობდით, ჯერ სწორ გზაზე მივდიოდით, მერე კი ქვემოთ დავიწყეთ ჩასვლა.

გზაში რამდენიმე ფოტო კიდევ გადავიღეთ.

Image

Image

Image

Image

Image


გზაში ერთმა ჩემმა სულიერმა ძმამ და მამაომ დამირეკა, თან მოვდიოდი და თან ველაპარაკებოდი, გავიხარე ძალიან, მომიკითხა და მოგზაურები დაგვლოცა, თან გამაფრთხილა, ფრთხილად იარეო, მეც გავიხუმრე, ხომ იცი, მამაო, რა მაგარი ვარ-თქო, თანაც ფეხებს მუდამ გადამტერებული ვიყავი და არაა პრობლემა-თქო. დავემშვიდობე ჩემს ძმა-მამაოს და გავაგრძელე გზა.

აქეთ გაყინული წყლებიაო და ნახეთო, გვირჩია ხიზაბავრელმა მალხაზმა. ძალიან მოგვინდა, მაგრამ დროს დავხედეთ და არც თუ დიდი რეზერვები გვქონდა. მე ვუთხარი, ცოტა ადრე გამოგეშვით სუფრიდან და მოვახერხებდით მეთქი.

სუფრის ხსენებაზე ქსოვრელმა კიდევ ერთხელ "გადაუღრინა" ანდროს, რა იყო, რამდენს ჭამდიო, ჩვენც მასვე გადავხედეთ, ოღონდ ღიმილით და ჩავეკითხეთ, კიდევ ხომ არ გშიაო, ანდროს არსად გაუხედავს, მაგრამ ეეჰო, გამოთქვა და ალბათ გულში, ხიზაბავრელების გემრიელი სუფრა დაუდგა და მოუწყურდა ყელი-საყლაპავ მილი გემოსმონატრების შეგრძნებისას.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 31 მარ 2009, 23:31

ვაშა!!! აბა აბა მოყევი რაფერ მოგივიდა მარცხი :)))
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 01 აპრ 2009, 11:20

ორიოდე წამით დაველოდეთ უკან მომავალთ და გავაგრძელეთ გზა ქვემოთ. ახლა რომ ვიგონებ, განწყობაც მახსოვს, როგორ არ მინდოდა დაბრუნების გზაზე სიარული.

დასაბრუნებელი გზა ჩემთვის განსაკუთრებული ნაწილია მოგზაურობისას. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მოგზაურობა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებში მაქცევს, ამისაგან დაშორება არ მიყვარს ხოლმე და ზოგჯერ ფეხებს ძალის დატანებითაც კი მოვაბიჯებ. ეს, მართალია, ხშირად არ ხდება ხოლმე, მაგრამ საროული მოგზაურობა, ამ მხრივ, აღსანიშნი გახდა.

როგორც კი გზა გამოჩნდა მთაზე ჩვენი სავალი ბილიკიდან, მივხვდი, რომ ქვემოთ ჩასვლა არ მინდოდა, მეგობრებსაც გავუზიარე ეს შთაბეჭდილება და მათაც იგივე განწყობა დაუფლებოდათ. ეს მოგზაურობა, ალბათ, ამითიც იყო დასამახსოვრებელი, განსაკუთრებული ერთიანობის შეგრძნებით. ალექსანდრე დიუმას მუშკეტერებისა არ იყოს, ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის, - ჩვენი ერთ-ერთი სლენგი ესეც იყო.

ასე, სილამაზის აღქმაში, განვლილი გზის უკვე მონატრებაში და დაბრუნების მოლოდინებში მოვძრომიალობდით ნელ-ნელა ქვემოთ. ტყიანი ნაწილი ჩავიარეთ და თვალებში ტოტების შესეირნებითა და თვალების იძულებიანი აცრემლებით, სიცილითა და საუბრებით, ტემპაჩქარებით, ქვემოთ ვეშვებოდით.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]