29.03.09 - უჯარმა, ჭეხილა, სიონი, საყდრიონი: ზამთრის ბოლო გაბრძოლება

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
29.03.09 - უჯარმა, ჭეხილა, სიონი, საყდრიონი: ზამთრის ბოლო გაბრძო

Post by Sarajistka » 30 მარ 2009, 23:37

1. რეგიონი:
კახეთი, საგარეჯოს რაიონი - უჯარმა, ჭეხილას ციხე
მცხეთა-მთიანეთი, თიანეთის რაიონი - სიონი, საყდრიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - უჯარმის ციხე - ღვთისმშობლის ეკლესია უჯარმასთან - ჭეხილას ციხე - სიონი - საყდრიონი - საბადურის ტყე - ცხვარიჭამია - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
ერთი კაცისთვის (ქალისთვისაც): 7ლარი და 50 თეთრი

6. მონაწილეთა რაოდენობა:
6 ჯიპი, 25 მგზავრი

7. გასვლის ორგანიზატორი:
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
უჯარმასთან - სოფ. უჯარმა, სოფ. ხაშმი (კახეთის გზით წასვლის შემთხვევაში).
ჭეხილას ციხესთან - სოფ. კოჭბაანი, სოფ. სასადილო,
სიონის ტბასთან - სიონი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
164 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
300 მ უჯარმის ციხეზე ასასვლელად.
500 მ ჭეხილას ციხეზე ასასვლელად.

11. სასმელი წყალი მარშრუტზე:
დასახლებულ ადგილებში ყველგან არის.
ჭეხილას ციხესა და უჯარმის კომპლექსთან წყალი არ არის

12. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
გაზაფხულის ეს პერიოდი ვფიქრობ საუკეთესოა, იმისთვის რომ ნათლად დაინახო, როგორ "იქნევს ზამთარი კუდს".
თუმცა კარგი იქნებ შემოდგომით, როცა გომბორი და ზოგადად კახეთი, განსაკუთრებით ფერადია.

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:

ბოჭორმა უჯარმის შემდეგ
მამკოდა სიონი-ცხვარიჭამიის გზაზე

14. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მობილური ოპერატორები თითქმის ყველაგნ შეუფერხებლად მუშაობს.
უჯარმასთან და ჭეხილას ციხის მისასვლელებთან აქვს შედარებით ცუდი მიღება.

15. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
სასმელი წყალი.

16. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით:
9,7

17. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის:
ველოტური, თევზაობა იორში

18. სასარგებლო ბმულები:
ამ გასვლის დაგეგმვა
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3164

კარავის სხვა გასვლები ამ მიმართულებით
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2275

17. საჭირო ლიტერატურა:
უჯარმის ციხის შესახებ იხ.: Закарая П., Древние города и крепости грузии, Тб., 1982. გვ.20



დილით იყო წვიმა, ღრუბლები ფარავდა ცას და მზეს თავის პირქუში მკლავებით მალავდა. კარავმა მაინც არ დაიხია უკან და დაგეგმილ მარშრუტს შეუდგა. არც შემცდარა...
უჯარმაში უკვე მზემ გამოანათა და მარგალიტის მძივებივით ააბრწყინა ფურისულებსა და ხარისთავებზე შერჩენილი წვიმის წვეთები. თაიგულებითა და გვირგვინებით დამშვენდნენ კარავის მანდილოსნები. ყვავილებმა და მზის სხივებმა გაზაფხულის ძალა გვაგრძნობინა და სიხარული შეგვმატა.
ჭეხილასთან ისეთი ტალახი დაგვხვდა, გატოპვა რომ მოგინდებოდა.
გავცდით კახეთს, წავედით სიონისკენ და ნელ-ნელა აცივებაც დაიწყო. სიონში აქა-იქ თოვლი დაგვხვდა. ჯერ ისევ ზამთარი იგრძნობოდა.
საბადურის ტყეში კი საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ზამთარი ჯერ არ აპირებს წასვლას, ან უფრო სწორად აპირებს, მაგრამ უნდა 'ვაჟკაცურად' წავიდეს, ჯერ თავისი ძალა უნდა გვაჩვენოს ბოლომდე. გუნდაობითა და თოვში ხეტიალით გული ვიჯერეთ. ყინვას თავისი გაეტანა და თოვლი გაეშეშებინა ტოტებზე. მაგრამ ეს ხომ მისი ბოლო გაბრძოლებაა. ცოტაც და დიდი ხნით დაგვემშვიდობება თეთრი სასტიკი ზამთარი და საბოლოოდ დაუთმობს ადგილს პრანჭია გაზაფხულს.


ინფორმაციას ნელ-ნელა დავამატებ. ეს მხოლოდ პირველადი მონახაზია. სიამოვნებით გავითვალისწინებ თვქენს რჩევებს და შენიშვნებს.
Last edited by Sarajistka on 01 აპრ 2009, 21:13, edited 5 times in total.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
29.03.09 - უჯარმა, ჭეხილა, სიონი, საყდრიონი: ზამთრის ბოლო გაბრძო

Post by amigo » 30 მარ 2009, 23:45

კარაველები და მათი მგლები :)

Image


User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
29.03.09 - უჯარმა, ჭეხილა, სიონი, საყდრიონი: ზამთრის ბოლო გაბრძო

Post by amigo » 30 მარ 2009, 23:48

უჯარმაში საკმაოდ დიდი ნაგებობა ყოფილა და მისი ნაშთები არის შემორჩენილი

Image

Image












ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]