კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lali » 17 მარ 2009, 22:56

შენ ჩემო დიდო იმედო

შენ, ჩემო დიდო იმედო,
კოშკო ნაგებო კირითა,
კახეთს მოჭრილო ისარო,
ქალაქს ნაღებო ინითა!
წითელო მოვის პერენგო,
შვიდგან შეკრულო ღილითა,
ცავ წმინდავ, ვარსკვლავიანო,
მზევ დაფენილო დილითა,
უკვდავებისა წყაროო,
ნადენო ოქროს მილითა,
შენთანამც ყოფნით გამაძღო,
შენთანამც წოლა-ძილითა.


ხალხური
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lali » 17 მარ 2009, 23:05

იაგუნდისა წვიმამა

იაგუნდისა წვიმამა
მოლი, მინდორი დანამა,
მამკლა და აღარ მაცოცხლა
იმ ქალმა ლერწამ-ტანამა.
ან მომეც, ქალო, იმედი,
ან გამითხარე სამარე,
მოგჩერებივარ, მიტყდება
გულის წუხილი მალ-მალე!
თხუთმეტი დღის მთვარის მსგავსო,
მიკვირს ასე რამ გაგავსო?!
ერთი შენი შემოხედვა
ათას ხედვას დაკარგავსო.
ათი თითი ბროლისა გაქვს,
ზე კალთაზე დაგეყაროს,
თასით ღვინო ხელთ გეჭიროს
შიგაც ვარდი ჩაგეყაროს!
პირი მიგიგავს მთვარესა,
ანათებ ბნელსა ღამესა.
აქ მომკლავს შენი სურვილი,
ჩამაგდებს ცივ სამარესა.


ხალხური
esec gaivlis....

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 17 მარ 2009, 23:53

მე პოეტობა სანუკვარი მადლი მეგონა
და ახლა მივხვდი: ის უღელი თურმე ყოფილა,
მარჯვე სტრიქონი ყოვლისმზომი ადლი მეგონა,
მაგრამ სამყარო მეტად ვრცელი თურმე ყოფილა.
პირველი ლექსი ამაღლება ჩემი მეგონა,
მცირე გორაკი მე მწვერვალის თხემი მეგონა,
უწვერულ ჭაბუკს, ვაჟა ჩემზე მრწემი მეგონა,
ყრმობის ოცნება თვალუხელი თურმე ყოფილა...
მე პოეზია მოუმკელი ყანა მეგონა,
წვერი კალმისა მეტად მჭრელი დანა მეგონა,
მოძმისთვის მღერა ასე ძნელი განა მეგონა,
ტანჯვა მგოსნისგან განუყრელი თურმე ყოფილა!

-გაბრიელ ჯაბუშანური
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 22 მარ 2009, 12:13

(ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ...)
მურმან ლებანიძე

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
_ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
_ საქართველოში??? _ ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by imerkhevli » 23 მარ 2009, 22:35

უძირო სევდა, ნელი სევდა, ვით ძილი ქვისა,
ფიცხელი ფიქრის, მწვავე ფიქრის წითელი გზნება,
უნისლო ტევრი, ხშირი ტევრი უსიტყვო თქმისა
დამწვარი თვლემა მყურდო, მკრთალი, დამწვარი ვნება.

ყვავილი ტრფობის, თეთრი, ნაზი, ცახცახობს, ჭკნება,
ნაჩქეფი აღარ ათრობს სმენას ძვირფასი ხმისა,
შორიდან ესმის ფიცხელ ლოდინს ხმაური ღვთისა,
იშლება სული, ერთი ნდობით ნელდება ნება.

უფალო, ოი, მშვიდო, ლაღო, მაღალო, წყნარო,
ჩაეშვი ჩემი სულის თასში, ვით გრილი წყარო,
იხსნება შენთვის გული ჩემი, სათუთი ნელი. –

ვეწაფვი ფიცხი შენი სუნთქვის მათრობელ ალსა,
ნეტარობს შენით ჩემი კრთომის ყოველი წნელი.
გიცქერი მზე-გრძელს, ერთი წამით დავხუჭავ თვალსა.

გრიგოლ რობაქიძე,
1916

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 24 მარ 2009, 19:50

+ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი

ქართული პოეზიიდან !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ნიკო სამადაშვილს
ნიკო სამადაშვილი

შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,

შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,

სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,

გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.

ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,

შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,

ზეცა სივრცეებს აზანზარებდა

და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.

შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,

თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,

ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,

ლექსები ტანზე გამონაყარი.

ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი,

ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს,

ღვინო მორეულს, ოშხივარასხმულს,

ბინაში ბევრჯერ დამიკოცნიხარ.

იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს

არ გალხობიან ბუერა სევდა,

შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს

და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა,

ლექსების ჯღაბნა წამებათ გექცა,

სჯობდა ვენახის კვალი გებარა,

ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,

ნეტავი ქარში გადაგეყარა.


ქარები უფრო წაიკითხავდნენ,

ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით;

ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი

და ბეთანიას მაისის დილით.

ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით,

ხან მელეოდა მუხლებში ძალა,

ზარივით გასკდა ამდენი რეკით,

ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.

ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,

ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით;

შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,

მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 25 მარ 2009, 11:31

ხევსური
შოთა ნიშნიანიძე

სამასი არაგველის ხსოვნას

I

ზაფხულში, არაგვზე, სალუდე დუქანთან,
უკრავდა დაირა და დათვი ბუქნავდა.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,
სიცხე ძუნძულებდა მთლად დათვისნაირად.
ღრეობდნენ ხევსურნი... და ზორბა ხინკლები
პეშვიდან სხლტებოდნენ, როგორც თხის ჯიქნები.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეფინათ ხაშხაში
აგვისტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში.
გზაზე კი სურათი კაცს ღიმილს მოჰგვრიდა:
ერთ ახმახს იაბო დაუფრთხა ბოგირთან.
რაც ვნახე, როგორ ვთქვა ან როგორ გიამბოთ,
გოლიათს ლაჯებში მოეხრჩო იაბო.
ჩამოხტა დევკაცი და ცხენი მშიშარა
ვეება იღლიის ქვეშ ამოიჩარა.
გადმოვლო ბოგირი და მთვრალი ხევსურნი
შემოხვდნენ ყიჟინით, აზარტში შესულნი.
ჩამოსვეს, მაგიდა ჩასცილდა მუხლისთავს,
ჯამში აშიშინდა თვალები ბუღისა.
რაც იყო სუფრაზე - ერთიან მოხოცა,
დათვიც კი დაფრთხო იმისმა ხორხოცმა.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეკიდათ ხაშხაში,
აგვიტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში,
ერთურთს ხანჯლებივით უღერდნენ ტაეპებს
და ჰგავდნენ ლანდები წარმართულ ღვთაებებს.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,
სიცხე ძუნძულებდა მთლად დათვისნაირად.
ცხენს გადაახუხა ხევსურმა არაყი,
დეზი ჰკრა და... ფეხით გასტოპა არაგვი.




***
ვაჰ რა უდროოდ მომწყურდი,
რა ვქნა?! უბრალოდ თოვდა,
მრავალგან თავ-პირ ნამტვრევი,
ქარი, შავ ღრუბლებს ქსოვდა.
საღამო იყო,ფიფქებმა,
თითქოს მაჩუქეს ეს სული...
ბილიკზე მოვაგელვებდი
იაბოს გიჟი ხევსური.
არაგვის პირზე,დუქანთან,
გადმოვუჩინდი ღრეობას,
ლუდით გამომტყვრალ ვაჟკაცთა,
ლექსების მონაცვლეობას.
ყანწებში ჟიპიტაური,
რა ალმასივით ელავდა,
ვიღაცა ფანდურს უკრავდა,
ვიღაცა გარმონს წელავდა.
მეაც მიძახეს, ჩამოვხტი,
ცხენ იღლიაში ვიჩარე,
გამოვერიე არაგვში,
ხან მის ჩქერებთან ვიშარე.
მივედი...მაშივ მაჯახეს,
ლუდიან საწდე გავსილი,
ბოლომდე გადავიწურე,
არ დავუტოვე მაცილი.
მალედავ გამოვემშვიდე,
მიელვარებდნენ თვალები...
ჩუმ-ჩუმად მზერას მტყორცნიდნენ,
ლაღი ხევსურის ქალები.
გული კი სხვისკენ იწევდა,
სადაც ეგულა ბადახში,
ქალავ...
ისრ მომენატრე რო,
შენთან მოვდივარ ქალაქში.


მერაბ არაბული

2009 წელი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 27 მარ 2009, 13:29

ბეთლემის კარზე ჰკიდია,
ოჟა ჯურხაის ხმალია
მაუვლის ომის წადილი,
ხანდისხან შასძრავს ქარია
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by qvevri » 27 მარ 2009, 14:56

lama wrote:ბეთლემის კარზე ჰკიდია,
ოჟა ჯურხაის ხმალია
მაუვლის ომის წადილი,
ხანდისხან შასძრავს ქარია
ვოჟა.... ფარიო...ქარიო
Last edited by qvevri on 27 მარ 2009, 16:35, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 27 მარ 2009, 15:43

qvevri
გაიხარე

ეგ ერთ-ერთი ვერსიაა ამ გენიალური ხალხური ლექსისა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by qvevri » 27 მარ 2009, 16:34

lama wrote:qvevri
გაიხარე

ეგ ერთ-ერთი ვერსიაა ამ გენიალური ხალხური ლექსისა
ვიცი ვიცი, ისე ეს ხალხურია და მართლაც სხვადასხვანაირად გამოთქვავენ. მე უბრალოდ როგორც თავად მახსოვდა ის გითხარი. ისე უძლიერესი რამაა არა? აი ეს არის ლექსი ძმაო თორე დღევანდელების უმრავლესობა რომ ჩმახავს რაღაც აბდა-უბდას და მერე ლექსებად რომ მოიხსენიებენ ეგრე კი არ არის საქმე. ვახტანგ კოტეტიშვილი (ვახუშტის მამა) ნაქონი წიგნი ჩამივარდა ხელთ, სადაც წერია, რომ "ვინ იცირ რამდენი დრო და ხალხი გამოიარა ამ ლექსისი ერთმა თვალმა სანამ საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდა და დღევანდლამდე მოვიდოდაო, ეს ლექსი თვით ხელოვნებააო და ხელოვნება კიდევ ისაა მიქელანჯელო რომ ამბობდა ქანდაკება ისე უნდა გააკეთო, რომ მთიდან დაგორერბულს არაფერი არ მოსტყდესო... " ალბათ მიხვდით ხომ რა იგულისხმევა მთიდან დაგორებაში... ეს სიტყვები არა პირდაპირი, არამედ გადატანითი მნიშვნელობით თქვა დიდმა ხელოვანმა და გულისხმობდა იმას, რომ ქანდაკებას "ზედმეტი" არაფერი არ უნდა ჰქონდეს და ჰარმონიული უნდა იყოს, თორემ ფიზიკურ სიმაგრესა და სიმტკიცეს კი არ გულისხმობდა. აი სწორედ ასეთია ეს ლექსიც.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by kotetbeli » 27 მარ 2009, 17:00

ცხოვრება მრავლად სამუსაიფო,
გამოცდა არის მოკლე-შორადა,
საქმე სწორი გზის პოვნა როდია...
არამედ გავლა სწორის სწორადა!


ყმაწვილობისას შემომეწერა :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 27 მარ 2009, 17:59

kotetbeli

ყოჩაღ შენს ყმაწვილკაცობას :shock:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Monadire » 31 მარ 2009, 15:32

ნათელი ხვითო. დაყვითლული სივრცეთა გუგა.
ღია ზაფრანა. ყარამფილი. მტევანი ფალლოს.
საძროხეს სუნი. ატეხილი მოანგრევს პალოს
აკვრივებული ტანმაგარი ზანგელა ბუღა.
ხურუში თესლი მატერიის და ავი ხორცი.
ღვრია სურნელი. ვნების ტეხა. ტიტველი ხვატი.
ცეცხლის ძუძუებს გამეტებით წოვს მრუში ხვადი -
კეთროვან ტანზე დაღვენთილი ლუესის ლორწით.
მირაჟის კვართი. ლურსა ცქერა. ზმანება ცხელი.
უგონო თვლემა. ფლეგმა ზანტი და წვეთის დახლა.
უძრავ ჩვენებად ილენჩება თვით პანის ახლო
ჩაყუდებული ნირვანაში წითელი ცხენი.
მარადი ქცევა. სახე მასკა. უპადჰი ძველი.
გადგომა განზე. ირონია და ძლევა თავის.
მეორედ შვება ვეღარ ითმენს ხავოან ქავილს
და იხდის პერანგს ცხელ ქვიშაზე რქიანი გველი.

რობაქიძე
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 31 მარ 2009, 23:35

Monadire
რაღაც სასწაულ განწყობაზე ხარ :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]