აცაბაცას ველაპარაკე ახლა და გავარკვიე რა ფორმატს კითხულობს (უფრო ზუსტად კი რომელს არ კითხულობს) ამირანის DVD. შემოწმებით მაინც შევამოწმებ კინოსეანსამდე

რაც შეეხება დარბაზს:
მათთვის ვინც იქ არ არის ნამყოფი დავდებ იმ დარბაზის ფოტოს, რომელსაც ვქირაობთ ხოლმე "ამირანში" (იატაკზეც შეიძლება ბალიშები დაყარო და დაჯდე):

გიო-ჰორუსის დადებული კინოთეატრის დარბაზი ჯობია ინტერიერის მხრივ..
უფრო იაფი არ არის (თუ გავითვალისწინებთ რამდენი ადამიანი ეტევა და რამდენ ადამიანზე გადანაწილდება დარბაზის ქირა... თუმცა საუბარი ხომ 2-3 ლარზეა), მაგრამ სხვა მხრივ ნამდვილად ჯობია. თან შეიძლება არც შეიკრიბოს იმაზე მეტი რამდენიც იქ ეტევა...
P.S. დღის საათებში უფრო იაფი კი არის, მაგრამ უმრავლესობას საღამოს საათები გვაწყობს.
ვფიქრობ, სანამ საბოლოო სია შედგება ორივე ვარიანტი დარჩება ძალაში. რადგან ვაკის კინოთეატრის (movie time-ის) დიდი დარბაზი მაქსიმუმ 15 მაყურებელს იტევს (მცირე დარბაზი 8-10 - მაყურებელს).
P.S. movie time -ს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - .avi ფაილს კითხულობს უპრობლემოდ. მე დარწმუნებული არ ვარ, ჩემი რა ფორმატის ფაილია, მაგრამ .avi რომ იყოს მაშინ მომიწევს ფაილის გადაფორმატება და ხელახლა ჩაწერა, რაც მე არ ვიცი როგორ ხდება...
მოკლედ, დაველოდოთ სიაში მსურველის რაოდენობას და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ.
movie time-ს შეგვიძლია იმავე დღეს, დილით დავურეკო და დავჯავშნო დარბაზი. უფრო ადრე აუცილებელი არ არისოოოოო.