ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 18:50

ARCHILI
ვკითხულობ და მენატრებააააა
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 19:07

ჰოო, ახლა კი ცოტა დრამატულ ადგილს მივუახლოვდეთ... მართალია, ეს ის ადგილი არაა, სადაც ფეხი დავიშავე, მაგრამ აქ, რომ ისევე დამცდომოდა ფეხი, როგორც დაშავებისას, აქ სულ ცოტა რამდენიმე ათეულ მეტრიანი მსხვრევა-მსხვრევით ჩაჩეხვა არ ამცდებოდა.

ამას კი მართალი ვთქვა, კინაღამ ვერც ავცდი.

ჩანჩქერის ფოტოებს, ვეჭვობდი, რომ მცირე სიგანისა და ფონის მსგავსი ფერების გამო ვერ გამოჩნდებოდა კარგად, ამიტომ არ მოვეშვი, სანამ დამატებით ადგილებს არ დავუწყე ძიება, საიდანაც უკეთ გადავიღებდი ფოტოებს.

გვერდითა მხარე, როგორც ფოტოებში ჩანს, ნაწილობრივ ჩრდილ ქვეშ ექცეოდა, მეც გარკვეული მანძIლი ზემოდან ქვემოთ ჩავბობღდი და ოდნავ გადავიწიე, რომ ხედვადი ადგილი გამომერჩია.

ამ დროს ტრული ზემოდან მადევნებდა თვალს, მგულშემატკივრობდა, თან ფრთხილად-ფრთხილადო მეძახდა. ზემოთაც გამოვთქვი, რომ ამ კლდეებზე ცოცვა არც თუ ადვილი და არც თუ უსაფრთხო რამ გახლავთ. ერთი წამიც და... მშვიდობით დედამიწა და გამარჯობა მიწა.

ამას მეც ვითვალისწინებდი და ასე, ფრთხილად-ფრთხილად მივძვრებოდი ქვემოთ, მაგრამ... ერთ მომენტში ქარმაც დაუბერა, ფეხიც ვერ დავდგი მაინცდამაინც მოხერხებულად და როგორც კი დავაფიქსირე, რომ გაჩერებული კი არა, რაღაც საეჭვო მოძრაობაში ვიყავი, ამ დროს ტრულის კივილიც მომესმა, კარგად რომ დავაკვირდი, მართლა საინტერესო ამოყირავებული კადრი კი იყო ჩემს თვალსაწიერში, მაგრამ არც თუ სახარბიელო...

ახლოს, ოდნავ ზემოთ ხეც კი იდგა, მაგრამ ეგ არაფერში გამომადგებოდა, ჩემგან შორს იყო, დიდი მოწადინებით კლდის ქიმს მოვეხვიე და საეჭვო მოძრაობა სტატიკაში გადავიყვანე, ერთი სიტყვით - გავჩერდი და სანამ მოვიფიქრებდი, როგორ ავცოცებულიყავი უკან, სიტუაციით ვისარგებლე და რამდენიმე ფოტო გადავიღე, აქედან მხოლოდ ერთზე ჩანს გამოსახულება, ვავარაუდობ, რომ, აი, ამ ფოტოზეა საუბარი:

Image
Last edited by ARCHILI on 24 მარ 2009, 19:12, edited 2 times in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 19:10

ჩემს მცდელობებს მთლად უსარგებლოდ მაინც არ ჩაუვლია:

Image

Image

Image

Image
Last edited by ARCHILI on 24 მარ 2009, 19:11, edited 1 time in total.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Int3lig3nt » 24 მარ 2009, 19:11

ერთი სიტყვით - გავჩერდი და სანამ მოვიფიქრებდი, როგორ ავცოცებულიყავი უკან, სიტუაციით ვისარგებლე და რამდენიმე ფოტო გადავიღე
დავიძაბე Image
მერე?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 19:13

ARCHILI
ვააააახ გმირული კადრებია!
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 19:24

Int3lig3nt wrote:
ერთი სიტყვით - გავჩერდი და სანამ მოვიფიქრებდი, როგორ ავცოცებულიყავი უკან, სიტუაციით ვისარგებლე და რამდენიმე ფოტო გადავიღე
დავიძაბე Image
მერე?

მერე, როგორც კი ფოტოები გადავიღე, ძალიან ფრთხილად ჩავიდე ფოტოაპარატი ჯიბეში, შევიკარი ჯიბე და ტრულის გავუღიმე შორიდან, მერე როგორრაც ძალა დავატანე თავს და ავბობღდი ამ ქვაზე და ავედი ნელ-ნელა ზემოთ, გზაშიც რამდენიმე ფოტო გადავიღე, რომლებიც ამ პოსტის ზემოთ არის დადებული.

თუ არ ვცდები, ამ ფოტოზე სწორედ ის ადგილია გამოხატული წითელ ზოლში, სადაც აღნიშნული ამბავი ხდებოდა და ის ადგილი, რომელმაც ჯერ კინაღამ შემიწირა და შემდეგ კი გადამარჩინა. მანდვე მოსახვევში ეცემოდა ჩრდილი, მე კი მსურდა მაგ ჩრდილისთვის გამესწრო...

პრინციპში, კინაღამ გავუსწარი კიდეც...

Image

ერთი სიტყვით, მშვიდობით ავედი ზემოთ და მე და ტრულიმ ისევ მხიარულად გავაგრძელეთ გზა, თუმცა, ეს ჩვენი მეგობარი კიდევ კარგა ხანს ვიშვიშებდა ჩემზე განერვიულებული.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by lama » 24 მარ 2009, 19:45

მაგრები ხართ ძალიან :)

რუკაც იქნება დადოთ???

მაინტერესებს მარშრუტი :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 21:43

მოგვიანებით, მე, ქსოვრელმა და წივწივამ გეზი მღვიმეებისაკენ ავიღეთ, ტრულიმ სცადა თავდაპირველად ჩამოსვლა, მაგრამ... გზის სირთულის გამო, მაინც თავის შეკავება ამჯობინა. მე, განვლილი ხიფათი გულიანად დავიკიდე და კვლავ ფოტოაპარატით შეიარაღებული დავეშვი ბიჭებთან ერთად მღვიმეებისაკენ.

Image

ქსოვრელი, ცხადია, პირველი გაიჭრა

Image

მეც მივყევი

Image

წივწივაც უკან მოგვყვა

Image

თუ კი ცოტა ხნით ადრე ასეთი კადრისათვის კინაღამ ხრამში გადავეშვი, აქედან უფრო ადვილად მივუდექი და გადავიღე

Image

ნელ-ნელა მღვიმეებსაც ვუახლოვდებოდით

Image

ჩავედით და ფოტოებიც გადავუღეთ ერთმანეთს

Image

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 21:49

მე -არჩილი

Image

Image


ქსოვრელი

Image

Image

by archil gamzardia
Last edited by ARCHILI on 24 იან 2010, 14:14, edited 1 time in total.


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 22:09

უკანა გზაზეც ფრთხილად წამოვედით და მე კვლავ ვეცადე ის სილამაზე დამეფისქირებინა, რაც იყო. სხვათა შორის, ქსოვრელმა იდეა გამოთქვა, მშვენიერი იქნებოდა აქ კარვის გაშლაო, ფართი სრულიად საკმარისი იყო, ამ იდეამ ჟიულ ვერნის "საიდუმლო კუნძულიც" კი გამახსენა,როგორ ცხოვრობდნენ მღვიმეში და დიდი ჯაჭვი როგორ ჰქონდათ ჩამოკიდებული, ერთ დღეს მაიმუნები რომ დაეპატრონენ.

წარმოვიდგინე, როგორ ვიქნებოდით კარაველები იმავე ყოფაში, გულიანადაც ვიცინე და მეგობრებთან ერთად უკან გზაზე წამოვედით, ისევ ბანაკისაკენ.

Image

Image

Image

Image

Image

ისევ ჩვენ, წივწივა და ქსოვრელი უკანა გზაზე

Image

მე და წივწივა

Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 22:19

ARCHILI
მაგარი ფოტოებია, მაგრამ სადილი და სადილის მერე როგორ ვართ მიგდებულები ის ფოტოები ნუთუ შენ არ გაქვს და ანდროს აქვს?
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 22:24

Truli wrote:ARCHILI
მაგარი ფოტოებია, მაგრამ სადილი და სადილის მერე როგორ ვართ მიგდებულები ის ფოტოები ნუთუ შენ არ გაქვს და ანდროს აქვს?
აი, ხომ დავბრუნდით და ახლა დავდოთ ეგენიც...


:D

ბანაკი ცალკე თემად მინდოდა გამომეყო და ბანაკის ფოტოებისა და მონაყოლების დროს დავდებ მაგეებს...

ისე კი ნუ გამახსენებ, რამდენი ვჭამეთ... ვეღარც ვმოძრაობდით...

:lol:

ანუ...

ახლა წამოვა სერია ბანაკი...

:)

მოსულა?

:)

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by pataputina » 24 მარ 2009, 22:27

სულ არ მშურს

:evil:

არააა....სულ არა

:evil: :evil: :evil:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 22:33

მოკლედ, სანამ ბიჭები დაცოცავდნენ მღვიმეებში მე სოფელში გავლა ვარჩიე..
Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]