ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 15:49

ნელ-ნელა ავუყევით საროს გზას. ადრე იყო. დილა მზიანი. უჩქარებელი. მშვიდი. მცირე მოცულობიანი გასვლა განსაკუთრებით კარგია ხოლმე ან მე მიყვარს განსაკუთრებით. ყველა განსაკუთრებით ერთიანია. განსაკუთრებულობას გრძნობ, ერთმანეთზეც განსაკუთრებით ფიქრობ.

ყურსაც სიმშვიდე ესმის ანდაც მშვიდი ხმაური, თუ შეიძლება ასე უწოდო ხუთკაციანი ბანდის მიერ შექმნილ "ხმაურს".

მივიწევდით ნელ-ნელა ზევით, განსაკუთრებით ალექსი.

Image

Image

Image


ზოგჯერ ვისვენებდით ხოლმე, დროც ბევრი გვქონდა და უძილობაც თავისას აკეთებდა. წივწივა განსაკუთრებით ხშირად სარგებლობდა მომენტებით და სადაც შეეძლო, იქ ეძინა...

პრინციპში, სადაც არ შეეძლო, იქაც კი... მაგალითად, აი, ასე...

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 16:20

გადავადგილდით რა დაახლოებით სამი კილომეტრის მანძილი, გზაზე აღმოვჩნდით ისევ. ცოტას წავუძინეთ ისე, ცოტას კიარადა, გულიანადაც წავუძინეთ. მარტალი ვთქვა, საკამოდ უდიერადაც კი გავწექით შუა გზაზე, ერთ-ერთმა მანქანამ ჩამოიარა, შეაჩერა და გვკითხა, ხომ ცოცხლები ხართო. რომ დარწმუნდა, შეშფოთებით გვკითხა, რამე დახმარება ხომ არ გინდათო?..

დახმარება კიარა, ისე გულიანად ვიყავით, რომ... აი, ბედნიერ განწყობას ძვალ-რბილში ვგრძნობდით, მეგონა კიდევ დამატებითი ფილტვები ჩამენერგა ორგანიზმში, ისე გემრიელად ვსუნთქავდი.

ტრულას ფეხები ჰქონდა პირდაპირ გზაზე გაწოლილი და მანქანა რომ გამოივლიდა, ისე გადადებდა ხოლმე, აი, როგორც მაგიდის ქვეშ რომ გამოგვისას გადავდებთ ხოლმე გვერდით.

წივწივამ აიტეხა ქსოვრელთან უნდა ავიდეთო. კაი ხანი კი იყო გასული ქსოვრელის ზემოთკენ ასვლიდან, ჩვენ ხუმრობა დავიწყეთ, იმდენი ხანია ქსოვრელი იქითაა, მგონი, დუმბაძისა არ იყოს, მთელი სოფელი ქსოვრელები იქნებიან ჩვენ რომ ავალთო. მე ვიკითხე, მარტოა და ეგ როგორ თქო. ჰოდა, ტრულიმ მიპასუხა, გაახერხებს რამესო. წივწივამ რომ ეს გაიგო, ეტყობა არ მოეწონა მთელი სოფლის ქსოვრელებით დასახლების იდეა და საჩქაროდ გავარდა ზეცით, სადაც ქსოვრელები - იქაც წივწივაძეებიო.

ერთი კი გავხედეთ წივწუვას ტრულიმ, მე და ანდრომ, მერე კი ძილი გავაგრძელეთ. გარკვეული დროის შემდეგ ტელეფონმა დამირეკა და გაგვაღვიძა... ავდექით, გავემზადეთ გზის გასაგრძლებელად, ფოტოებიც გადავიღეთ და... ხმაც მოგვესმა....



Image

Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ketuna4 » 24 მარ 2009, 16:22

ძალიან მაგრები ხააართ
მშურს ძალიან ძალიან
ამინდიც კარგი დაგხვდათ და სუტათები ხომ საერთოდ
იმედია სიონშიც გაგვიმართლებს ამინდი

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 16:43

გავიხედეთ ქვემოთ და სატვირთო მანქანა მოდიოდა. სამივეს მაგრად დაგვეზარა მის დანახვაზე ფეხით გზის გაგრძელება და მას დაველოდეთ. მალე სატვირთო მოგვიახლოვდა, ჩვენ შუა გზაზე ვიდექით და მანქნამაც გაგვიჩერა, ვინ იცის, სურვილითმ ვინ იცის, იძულებით.

წივწივას რომ გავხედეთ ისევ მთას იყო შეჭიდებული. თითქმის არ ჩანდა, მაგრამ მაინც შევამჩნიეთ მისი "შურით" დაბერილი თვალები. ჩვენ ღია საბარგულში დავსხედით, უფრო სწორად კი დავდექით და კაი გემრიელი ჭანჭყარით ავუყევით გზას საროსკენ.

გზაში ბევრი ვიცინეთ. ერთ მომენტში მანქანამ, ადგა და გადაწყვიტა აღარ ეარა. ერთი სიტყვით, მოულოდნელად გაჩერდა, რასაც მძღოლმა კაი ქართული გულიანი და ძარღვიანი გინება მიაყოლა, მერე ბენზინის გამყიდველიც გაიხსენა და ისეთი გულწრფელობით "მოიკითხა", რომ მანქანაზე მდგომი მამაკაცებიც კი შეწუხდნენ, მანდილოსანი დგას მაინცო.

ჩვენ კი სიტუაციითაც გულიანად ვერთობოდით და შესანიშნავ პეიზაჟებს, ზოგჯერაც კი ერთმანეთს ვუღებდით ფოტოებს. ნახტომების ფოტოები თუ გვაქვს დახელოვნებული, ახლა ხტომა-ხტომაში გადაღებაშიც დავხელოვნდით.
ერთ წამს რომ საბარგულის თავში ვიდექით, მეორე წამში საბარგულის ბოლოში აღმოვჩნდებოდით ხოლმე.

ასე, ხტომაში, მანქანის გაჩერებასა და მას მოყოლილ ბენზინის გამყიდველის მოკითხვა-გინებაში ავედით მთის თავზე, სოფელ საროსთან.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 17:02

სარომდე გზაში ასევე შესანმიშნავი პეიზაჟებიტ დავტკბით. რამდენიმე ფოტოც გადავიღე, ზოგიერთი ხტომა-ხტომის მიუხედავად, მაინც გამოვიდა.

განსაკუთრებული კოლორიტია, თან გლეხურად, იდგე სატვირთო მანქანის საბარგულზე, ქვებზე ხტომისას ყოველ წამს ხელს უშვებდე ცივ რკინას, რომელიც ერთადერთი დასაყრდენია, თან მასპინძელ მოსახლეებს ელაპარაკები და თან პეიზაჟებითა და გადასახედებით ტკბები, ცდილობ ამ მსვლელობაში, მართლაც წამი დაიჭირო და სივრცის წერტილიც და კადრი გადაიღო, რომ შემდეგ შენი სიამოვნება სხვასაც გაუზიარო.

მეც შევეცადე.

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 17:16

არჩილ.. მოკლედ უგემრიელესად ყვები. უკვე დამეწიე თითქმის და მეც განვაგრძობ თხრობას.

როგორც მოგახსენეთ ასვლის და დაბანაკების შემდეგ წივწივამ ისევ დაიძინა ახლად გაშლილ კარავსი, ჩვენ კი არემარეს თვალიერება და ტკბობა დავიწყეთ. ისე კი ხუთეული ძალიან ტკბილად შევეწყეთ ერთმანეთს, მე კი ყველას კარგა ხანს ვიცნობდი, მაგრამ არჩილი ჩემთვის რაღაც მხრივ აღმოჩენა იყო. არჩილმა და წივწივამ კი პირველად ნახეს ერთმანეთი და ძველი მეგობრებივით იყვნენ.
Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 17:18

საროს ოქროსფერი ლოდები
Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 17:20

ამ სილამაზის ყველა დეტალის აღბეჭდვა მინდოდა...
Image

Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 17:21

Image

Image

ოქროსფერი ქვების საიდუმლო
Image
მი მალატ შვან




User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 17:26

საროში შესვლისას ჩვენი მეგობრები გვიქნევდნენ ხელს. ჩვენც მივესალმეთ და ისევ დავცილდით, დანიშნულების წერტილამდე ჩვენ ისევ სატვირთოთი, ხოლო წივწივა-ქსოვრელმა კი ისევ ფეხით გააგრძელეს.

Image

გზაში ანდრომ ორი ბატი დაინახა და გაიხუმრა, აგერ წივწივა და ქსოვრელიო, რასაც ჩვენი საერთო ხარხარი მოჰყვა. დანიშნულების წერტილამდე მანქანა კიდევ ერთხელ შეკუნტრუშდა და ისევ ჩაქრა.

მძღოლმა კიდევ ერთხელ გადააგინა მანქანას, ბენზინის გამყიდველსა და ზოგადად, კაციობრიობას. რკინის უზარმაზარი საქოქით კიდევ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ა.შ. სცადეს დაქოქვა, მაგრამ მანქანა არ ემორჩილებოდა.

მორიდებოთ ვთქვით, რაღა გზა დარჩა, ბარენმ ფეხით გადავალთო, მაგრამ, მოგვიგეს, ადგილამდე მიგიყვანთ მანქანითო და ჩვენც გავჩერდით. ამასობაში, წივწივა და ქსოვრელი უკვე ტაძართან მივიდნენ და ჩვენ დაგველოდნენ შორიახლოს.

ბოლოსდაბოლოს, ჩვენც დავიქოქეთ, სახელდობრ კი მანქანა და ჩვენც 20-იოდე მეტრაში მიგვიყვანეს. აგვიხსნეს რისი ნახვა შეიძლებოდა ჩვენი იქ ყოფნის ჟამს და კარგი დასვენება გვისურვეს.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 17:27

სამწუხაროდ ჩემი ტელეფონი მაინც პირველ რიგში ტელეფონია და არა ფოტოკამერა, ამიტომ უკანასკნელ სურათზე ხეობაში ჩანჩქერი საკმაოდ მკრთალად ჩანს. თუმცა ის ისედაც ისე ჩანდა რომ დაუკვირვებლად მიუგნებელი იყო.
ჩვენ კი მივაგენით ჩანჩქერის სათავეებს.
Image

მე რომ მივედი არჩილს უკვე პოზიცია დაკავებული ჰქონდა და სურათებსაც იღებდა.
Image
მი მალატ შვან

Qocho
ბოდიალა
Posts: 246
Joined: 04 იან 2009, 01:15
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Qocho » 24 მარ 2009, 17:28

არჩილ და ტრული, ჩინებული დუეტი შექმენით, ძალიან კარგად ყვებით. :) :) :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]